გასულ წელს ეგვიპტეს მხოლოდ 3,6 მილიონი ტურისტი ესტუმრა

გასულ წელს ეგვიპტეს მხოლოდ 3,6 მილიონი ტურისტი ესტუმრა

access_time2021-03-29 14:10:00

გასულ წელს ეგვიპტეს მხოლოდ 3,6 მილიონი ტურისტი ესტუმრა. ამის შესახებ ტურიზმისა და სიძველეების მინისტრმა ჰალელ ალ-ანანიმ ხურგადაში ახალი პრემიუმ კლასის სასტუმროს Rixos Magawish-ის გახსნის ცერემონიაზე განაცხადა.


ბოლო 10 წლის განმავლობაში, 2020 წელი პანდემიის გამო ტურ-ინდუსტრიისთვის უმძიმესი იყო. ტურისტების მინიმალური რაოდენობის გამო დარგმა კოლოსალური ზარალი მიიღო, რაც მძიმე რევოლუციურ წლებშიც კი არ მომხდარა. გასული წლის მარტში ავიამიმოსვლის სრულად დახურვამდე ქვეყანაში 2,3 მილიონმა ტურისტმა მოასწრო დასვენება, ხოლო ავიამიმოსვლის აღდგენის შემდეგ ეგვიპტეს 1,3 მილიონი ადამიანი ესტურმა.


„იმედი გვაქვს, რომ ტურიზმი სრული მოცულობით უმოკლეს ვადაში განახლდება. ჩვენ ამისთვის სრულად ვართ მზად. ყოველთვიურად დამსვენებელთა რაოდენობა 10%-ით იზრდება, ანუ დღეში 10 ათასით მეტი ტურისტი გვემატება,“ - განაცხადა ჰალელ ალ-ანანიმ.


მისი თქმით, თებერვალში ქვეყანას 300 ათასი ტურისტი ეწვია, მარტში კი ეს მაჩვენებელი 400 ათასს მაიღწევს.


„ეს ერთმნიშვნელოვანდ მეტყველებს იმაზე, რომ დამსვენებლები ქვეყანაში გატარებულ სანიტარულ-პროფილაქტიკურ ღონისძიებებს ენდობიან,“ - აცხადებს მინისტრი.



მისი თქმით, დასავლეთ ევროპის ქვეყნების ლოკდაუნის გამო, ტურისტული ნაკადი უფრო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან შეინიშნება. ესენია: უკრაინა, ბელარუსი, სერბეთი, რუმინეთი, ჩეხეთი, პოლონეთი და ასევე, ყაზახეთი.


„ბევრი ტურისტი აშშ-დან და შვეიცარიიდანაც ჩამოდის. დამსვენებელთა 70% კვლავ შარმ ელ შეიხს, ჰურგადას და მარსა-ალიამის ირჩევს. ამ ეტაპზე ყველაზე მეტი მოთხოვნა მხოლოდ ზღვის კურორტებზეა“, - აცხადებს ეგვიპტის ტურიზმის მინისტრი.


2019 წელს ეგვიპტემ ტურიზმიდან 13 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო, რითიც 2010 წლის 12-მილიარდიანი დოლარის რეკორდი მოხსნა. 2019 წელს ამ არაბულ ქვეყანას 13,1 მლნ ტურისტი ეწვია, რაც 2010 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია: 2010 წელს ეგვიპტეში 14,7 მილიონი ტურისტი ჩავიდა. 2011-2013 ე.წ. რევოლუციურ წლებში ქვეყანაში 9 მილიონამდე ტურისტი იმყოფებოდა. 2020 წლამდე ყველაზე დაბალი მაჩვენებლი 2016 წელს დაფიქსირდა, როცა სინაის ნახევარკუნძულზე რუსული თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ, ეგვიპტეში მხოლოდ 4,5 მილიონი ტურისტი იმყოფებოდა.


ექსპერტების შეფასებით, პანდემიის გამო გასულ წელს ეგვიპტის ბიუჯეტს ტურიზმიდან ყოველთვიურად მილიარდი დოლარის შემოსავალი აკლდებოდა. ქვყნის ბიუჯეტში ტურისტულ ინდუსტრიაზე 15% მოდის.



BPN.GE





თეგები:
ტურიზმი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up