მიმდინარე წელს ოკუპირებული აფხაზეთის აკვატორიაში რუსეთის 20-ზე მეტი მოქალაქე დაიხრჩო. ამის შესახებ რუსული მედია აფხაზეთის ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით წერს.
რუსული მედიის ინფორმაციით, დაღუპულთა რაოდენობას დაახლოებით 10 დღეში დააზუსტებენ.
აფხაზეთში საცურაო სეზონი სექტემბრის ბოლოს დაიხურა. ამის გამო სამაშველო სამსახურმაც შეწყვიტა მუშაობა ქალაქების აკვატორიებში.
მანამდე მაშველები ადგილობრივებსა და რუს ტურისტებს აფრთხილებდნენ, მაქსიმალურად დაეცვათ ზღვაში შესვლის დროს უსაფრთხოების წესები და სიფრთხილე გამოეჩინათ აღელვებული ზღვის ნაპირზე ყოფნისას.