GASTRONOME – მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო დელიკატესების გასაცნობად

GASTRONOME – მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო დელიკატესების გასაცნობად

access_time2021-06-15 21:00:27

თბილისში Gastronome-ის ოთხი მაღაზიაა. როგორც Gastronome-ის აღმასრულებელი დირექტორი თამარა ჯავახაძე ამბობს, ოთხივე ფილიალს გააზრებული სტილისტური ერთგვაროვნებაც აქვს და, იმავდროულად, თითოეულ ობიექტს ინდივიდუალური შტრიხებიც გამოარჩევს.


თამარა  ჯავახაძე:   გვინდოდა, შთამბეჭდავი ექსტერიერი გვქონოდა. მოგეხსენებათ, ყურადღება მანამდე უნდა მიიქციო, სანამ მომხმარებელი შემოვა, ამიტომაც არის ასე საგულდაგულოდ დამუშავებული ფასადიც და ინტერიერიც (დიზაინი: ჯაბა დიასამიძე, ანი პირველი). თვითონ Gastronome-ის ბრენდის უნიკალურობიდან გამომდინარე,  კონცეფციაც განსხვავებული გვაქვს: მომხმარებელს ვთავაზობთ სასიამოვნო გარემოს, კომფორტს, ჩვენთან მას შეუძლია შეიძინოს მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან შერჩეული პროდუქტები. საქართველოში ბევრი გურმანი ცხოვრობს, მაგრამ Gastronome-ამდე არ არსებობდა ადგილი, სადაც განსაკუთრებული და გამორჩეული დელიკატესების ასეთი არჩევანი იყო წარმოდგენილი.  


ზეითუნის ზეთი, ბალზამიკო, შოკოლადი, ჩაი, ყავა, მაკარონი – ეს პროდუქტები ბევრგან იყიდება, მაგრამ ჩვენთან ეს პროდუქციაც განსხვავებულია, სხვაგან ასეთს ვერ ნახავთ. ბევრი ადამიანი არ იღებს გლუტენს, ლაქტოზას, ცხოველურ ცხიმს. შესაბამისად, უპირატესობას ანიჭებს ვეგანურ პროდუქციას. Gastronome-ში წარმოდგენილია მსოფლიოში ცნობილი ვეგანური ბრენდის, ვიოლაიფის (Violife) პროდუქცია. ის სამარხვო საკვებიცაა და მარხვის დროს უფრო ხშირად მოიხმარენ. ერთი სიტყვით, Gastronome-ი არის სივრცე, რომელიც ყველა მომხმარებლის ინდივიდუალურ მოთხოვნილებებს ერგება. 


რა შეიძლება გაიგოს მომხმარებელმა თქვენი კონსულტანტისგან?  ჩვეულებრივ, ორდინარულ სასურსათო მაღაზიებში კონსულტანტი, უკეთეს შემთხვევაში, გეუბნება იმას, რისი წაკითხვაც თვითონაც შეგიძლია პროდუქტის ეტიკეტზე. თქვენი კონსულტანტების კომპეტენცია და ქცევა განსხვავებულია?


კონსულტანტების მომზადებასა და განსწავლაში დიდ რესურსს ვხარჯავთ. ეს, პრაქტიკულად, უწყვეტი პროცესია;  ვატარებთ  ტრენინგებს როგორც სერვისის სრულყოფის, ისე პროდუქტის გაცნობა-შესწავლის მიზნით. Gastronome-ში უმთავრესია მომხმარებლის კომფორტი, რასაც მხოლოდ კონსულტანტის ღიმილი არ ქმნის. ჩვენს კონსულტანტებს ღრმა ცოდნა და კომპეტენცია აქვთ, მათ შეუძლიათ  ჩვენთან მოსული მომხმარებელი მსოფლიოს მასშტაბით „ამოგზაურონ“ დელიკატესების, საინტერესო პროდუქტების გასაცნობად. ოთხივე ფილიალის ყველა კონსულტანტი მოგაწვდით ამომწურავ ინფორმაციას მაღაზიაში წარმოდგენილ ნებისმიერ პროდუქტზე – სადაა დამზადებული, რომელი ბრენდისაა, როგორი ისტორია აქვს,  რა სასარგებლო და გემური თვისებებით გამოირჩევა… 


რა პროდუქცია ჩამოგაქვთ და საიდან? რამდენიმე მაგალითი დაგვისახელეთ


პროდუქტი მთელი მსოფლიოდან ჩამოგვაქვს. მაგალითად, ახალი ზელანდიიდან ჩამოგვაქვს მანუკას თაფლი, რომლის სამკურნალო თვისებები  დიდი ხანია, აღიარებულია. ნებისმიერი თაფლი ანტისეპტიკია, მაგრამ სინათლისა და სითბოს ზემოქმედების შედეგად თაფლის სხვა სახეობებს  ანტიმიკრობული უნარები აკლდება ან სულ ეკარგება. მანუკა კი ინარჩუნებს, მანუკას თაფლს იყენებენ კოსმეტიკური ბრენდები, მედიცინაზე რომ არაფერი ვთქვათ. 

ასევე, იაპონიიდან ჩამოგვაქვს ვაგიუ A5, უმაღლესი კატეგორიის საქონლის ხორცი; ამერიკის შეერთებული შტატებიდან – შავი ანგუსის ხორცი სტეიკისთვის. ძეხვეულს რაც შეეხება, იტალიიდან მოგვაქვს გუანჩალე, შეუბოლავი, ნედლად გამოყვანილი ლორი ღორის ლოყებისგან, რომლის გარეშეც ჭეშმარიტი სპაგეტი კარბონარა ვერ მომზადდება; კაპოკოლო, ღორის ასევე ნედლად გამოყვანილი კისერი, უძვლო, რომელიც პროშუტოსავით თხლად დაჭრილი უნდა მიირთვათ, შეგიძლიათ პიცაში და სენდვიჩშიც გამოიყენოთ; იტალიური ძეხვია კულატელოც, ღორის უკანა ნაწილის ლორი, ასევე შეუბოლავი, მდიდარი გემოთი. კულატელოს დავარგებას, სულ ცოტა, ერთი წელი სჭირდება. ის არასდროს გამოიყენება ცხელი კერძის მომზადებისას,  სიფრიფანა ნაჭრებად ჭრიან და მიირთმევენ, როგორც ანტიპასტას,  შეიძლება პურთან ერთადაც მიირთვათ.

Gastronome-ში შეიძენთ პიკანტურ შვეიცარიულ ყველ გრუიერსაც, გვაქვს ხუთი-შვიდი წლის დაძველების ბალზამიკო და ექსტრა კლასის ბერძნული და ესპანური ზეითუნის ზეთები… ამ პროდუქტის შეძენა საქართველოში მხოლოდ Gastronome-შია შესაძლებელი.


შეიძლება ითქვას, რომ იგივე პროდუქცია შემოგაქვთ, რაც სხვა სასურსათო მაღაზიების თაროებზეცაა, ოღონდ შეუდარებლად მაღალი ხარისხის?



თავად განსაჯეთ: მაგალითად, მხოლოდ ჩვენ გვაქვს ბრინჯი აკვარელო Acquerello, რომელიც რიზოტოს ძირითადი ინგრედიენტია. ხანგრძლივი სითბური დამუშავების შედეგად ეს ბრინჯი ფორმას არ კარგავს, ინარჩუნებს ხავერდოვან ტექსტურას და ინტენსიურ კრემისმაგვარ გემოს, რომელსაც ძალიან უხდება იტალიური სანელებლები, ახალი ბოსტნეული, მწვანილი, ზღვის პროდუქტები და თეთრი ღვინო; ან მარმაიტი Marmite ავიღოთ – კიდევ ერთი  პროდუქტი, რომლის მიმართ გულგრილი ვერ იქნები – ან მოგწონს, ან ძალიან მიუღებელია. ის ლუდის ხარშვის შედეგად მიღებული ნარჩენი პროდუქტია, მოშავო-მოყავისფრო საფუვრის მასა. ბრიტანული თანამეგობრობის ქვეყნებში მას სიამოვნებით მიირთმევენ. ვეგეტარიანული საკვებია, ამბობენ, რომ ჩიპსებზე მიდის და ზოგან, საუზმეზე, პურის გაფიცხებულ ნაჭრებსაც უსვამენ ჯემის ნაცვლად. 


თქვენი მთავარი მომხმარებელი მაღაზიაში მოსული კლიენტია, თუ ბიზნესი, ვთქვათ, სასტუმროები, რესტორნები?


ცხადია, ბიზნესთან ვმუშაობთ, მაგრამ უმეტესწილად ჩვენი მომხმარებელი Gastronome-ში მოსული კლიენტია, საშუალო და მაღალი შემოსავლის მქონე. ხშირად მოდიან ექსპატები, საქართველოში მცხოვრები უცხოელები. იმედია მალე ტურიზმიც აღდგება და ტურისტებსაც ველით. 


სურსათის გარდა რა შეიძლება იყიდო Gastronome-ში?


ბევრი საინტერესო რამ სახლისთვის. ვავითარებთ ახალ კონცეფციას და  ვაჟა-ფშაველას ფილიალის გვერდით მალე გაიხსნება Kitchen & More, სადაც გაიყიდება როგორც სამზარეულოს პროფესიული ტექნიკა, ისე ჭურჭელი, საოჯახო ტექნიკა, სახლის აქსესუარები… ვაჟა-ფშაველას და დიღმის ფილიალებში უკვე იყიდება ბერკელი – ხამონის თხლად საჭრელი სლაისერი სახლისთვის, ყველის დაფები, დანები, ხელსაწყო რავიოლის შინ გასაკეთებლად, მალონგოს ყავის აპარატები…


ონლაინ ვაჭრობით Gastronome-ში ნებისმიერი პროდუქტის შეძენა შეიძლება, თუ ზოგიერთის საყიდლად აუცილებელია მაღაზიაში მისვლა?


სახლისა და სამზარეულოს აქსესუარების შესაძენად მომხმარებლები ბელიაშვილის და ვაჟა-ფშაველას ფილიალებში უნდა მოვიდნენ, სხვა ყველაფრის შეკვეთა შესაძლებელია ონლაინ. 


Gastronome- ბელიაშვილის ქუჩაზე ერთი რამ გამოარჩევს დანარჩენი ფილიალებისგან


პატარა ბისტრო, ოთხი მაგიდით. ჩვენთან ბევრი პროდუქტის ყიდვა შეიძლება, მაგრამ  გადავწყვიტეთ, სხვა შესაძლებლობაც მიგვეცა მომხმარებლისთვის.  ეს არის საქართველოში პირველი Shop&Dine კონცეფციით მოწყობილი სივრცე Bistro By Gastronome, სადაც მომხმარებელს შეუძლია თავისივე ნაყიდი ინგრედიენტებით მომზადებული საჭმელი გასინჯოს. 

პიცის სპეციალური ღუმელი გვაქვს, რომელშიც პიცა ცხვება. მისი ცომი ასევე სპეციალური, პიცისთვის განკუთვნილი იტალიური ფქვილისგან იზილება, იტალიური ძეხვეული და მოცარელა ემატება. ვამზადებთ ნაირგვარ პასტასაც. აქ მხოლოდ ჩვენს პროდუქციას ვიყენებთ. შესაბამისად, ნედლეული არის უმაღლესი ხარისხის. 

ვაჟა-ფშაველას ფილიალთან კი გავხსნით 70-ადგილიან რესტორანს Argentinian Steakhouse By Gastronome. ბისტრომ გაამართლა: ჩვენი პროდუქციის მყიდველებმა იციან, რომ ფსონს ხარისხზე  ვდებთ. ბისტროშიც ხარისხის მოლოდინით მოვიდნენ და, ცხადია, აქაც უმაღლესი ხარისხის უგემრიელესი პროდუქტი დავახვედრეთ.


ვინ და როგორ ადგენს, რა ახალი პროდუქტი შემოიტანოთ?


მუდმივად ვიკვლევთ მსოფლიო გასტრონომიის სიახლეებს, ვკითხულობთ ძალიან ბევრ ბლოგს, თვალს ვადევნებთ ტენდენციებს… მაგალითად, ბოლო წლებში პოპულარული გახდა საკვები დანამატები, ჩია, ქინუა… მთავარი კი ისაა, რომ ყოველთვის ვუსმენთ მომხმარებელს, სწორედ ის გვკარნახობს, რა ჩამოვიტანოთ. ვადგენთ  ყველა იმ პროდუქტის სიას, რომელიც მომხმარებელმა მოიკითხა და შემდეგ ვუკავშირდებით მწარმოებლებს. 


თქვენ თვითონ რას ყიდულობთ Gastronome-ში?


ჩემი სისუსტე ტკბილეულია, მაგრამ ძალიან მიყვარს, ასევე, ძეხვეული, ყველი, პასტები, სოუსები, პესტოები…


წყარო: amarta.ge





ხვალიდან, ქართული არხები შესაძლოა, ფასიანი გახდეს

ხვალიდან, ქართული არხები შესაძლოა, ფასიანი გახდეს
access_time2021-07-31 13:04:25
ხვალიდან, ქართული არხები შესაძლოა, საკაბელო ტელევიზიებისთვის ფასიანი გახდეს. აღნიშნულის შესახებ საკაბელო ტელევიზიების კავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.   კავშირის ცნობით, 2021 წლის ივნისში მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულმა პირებმა მიიღეს შპს “მედია რაითს ჯორჯიას“ წერილი, ტელეარხების - „იმედი“, „ჯიდიეს tv“, „რუსთავი 2“, „პოს tv“, „tv პირველი“, „ფორმულა“, „მთავარი არხის“ ფასიანი ტრანზიტის ხელშეკრულებების გაფორმების მოთხოვნით.   კერძოდ,...

საქართველოს საფონდო ბირჟაზე 5 თვეა ნულოვანი ბრუნვა ფიქსირდება

საქართველოს საფონდო ბირჟაზე 5 თვეა ნულოვანი ბრუნვა ფიქსირდება
access_time2021-07-31 12:00:02
საქართველოს ისედაც თითქმის უმოქმედო საფონდო ბირჟა 2021 წელს მთლიანად გაჩერდა. თებერვლის შემდეგ 1 გარიგებაც კი არ შემდგარა. 7 თვის განმავლობაში კი ყველა გარიგების ჯამმა 2453 ლარი შეადგინა, რაც იმდენად ცოტაა, რომ შეიზლება 0-დაც ჩაითვალოს. 2021 წლის ივლისში საქართველოს საფონდო ბირჟის ვებგვერდზე ზოგადი ინფორმაციის ველში წერია, რომ 1-ლი ივლისის მდგომარეობით ბირჟაზე სულ 26 კომპანიის აქციები იყო განთავსებული, რომელთა კაპიტალიზაცია $754 მლრდ-ს აღწევდა, მაგრამ ივნისში დღიური...

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა
access_time2021-07-30 18:00:43
30 ივნისის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებაში 0.47 თეთრით 3.1244-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე კი დღის ბოლოს კურსმა 3.1100 შეადგინა. დოლარის მსგავსად ლარი ასევე გაუფასურდა ევროსთან 1.31 თეთრით 3.7174-მდე, ბრიტანლ ფუნტთან 1.28 თეთრით 4.3670-მდე, თურქულ ლირასთან 0.46 თეთრით 0.3713-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.67 თეთრით 1.8391-მდე, 100 რუსულ რუბლთან 1.88 თეთრით 4.2829-მდე. გამონაკლისი სომხური დრამი აღმოჩნდა 1000 დრამი 2.73 თეთრით 6.4197-მდე...

იანვარ-ივნისში სამშენებლო ნებართვების რაოდენობა 4400-მდე გაიზარდა

იანვარ-ივნისში სამშენებლო ნებართვების რაოდენობა 4400-მდე გაიზარდა
access_time2021-07-31 14:00:49
ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2021 წლის იანვარ-ივნისში შენობა-ნაგებობის მშენებლობაზე 4400 ნებართვა გაიცა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5,5-ით მეტია.   საერთო ჯამში, ნებართვა გაიცა 2955,0 ათასი კვ.მ ფართზე. ეს მაჩვენებელი წინა წელს 14,7%-ით უსწრებს.   აღსანიშნავია, რომ ნებართვების 71,8% მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე. კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 47,3%- ქ. თბილისზე, 9% - ქვემო ქართლის რეგიონზე, 8,6% - იმერეთის...

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი
access_time2021-07-30 21:00:51
დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი:   1. ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ივნისშიც გაგრძელდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გრძელდება. ივნისში მშპ გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 18.7%-ით გაიზარდა.   2. ქართული არქიტექტურული პროექტი...


მსგავსი სიახლეები

up