გასტარბაიტერების ჩამოყვანა გარდაუვალია – „რესტორატორთა ასოციაცია“ კვლავ კადრების დეფიციტზე საუბრობს

გასტარბაიტერების ჩამოყვანა გარდაუვალია – „რესტორატორთა ასოციაცია“ კვლავ კადრების დეფიციტზე საუბრობს

access_time2023-03-18 01:00:46

„რესტორატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარის, შოთა ბურჯანაძის განცხადებით, სარესტორნე სფეროში კადრების დეფიციტი კვლავ დიდ პრობლემად რჩება.

როგორც ბურჯანაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ე.წ. გასტარბაიტერების ჩამოყვანა გარდაუვალია.

„ქვეყანაში არა მარტო ჩვენს სფეროში, არამედ თითქმის ყველა სფეროში კადრების დეფიციტი დიდი პრობლემაა. აქ საუბარი პროფესიონალ კადრებზე არა, საუბარია ადამიანებზე, რომლებსაც მუშაობის სურვილი ექნებოდათ. ამ საკითხთან დაკავშირებით მხოლოდ პრობლემის დაფიქსირება საკმარისი არაა. აქ აუცილებელი ნაბიჯების გადადგმაა. ამ კუთხით სახელმწიფოსთან ერთად კოორდინებული მუშაობაა მნიშვნელოვანი. ეს პროფესიული სასწავლებლების შექმნას გულისხმობს. დღეს არსებული პროფესიული სასწავლებლები, რომლებიც კადრებს ზრდიან, რეალურად წყალში გადაყრილ ფულს ნიშნავს. ადამიანები ამ სასწავლებლებიდან სხვადასხვა მიმართულებით ნასწავლები გამოდიან, მაგრამ რეალურად ბაზარზე ეს მოთხოვნები ნაკლებადაა. ის თანხები, რომლებიც სახელმწიფოს მიერ იხარჯება, ისევ და ისევ არაპროფესიონალ უმუშევრებს ქმნის. დღესდღეობით ურთიერთობა და მოლაპარაკებები უნარ- ჩვევების სააგენტოსთან გვაქვს. ჩვენს ქვეყანაში სასწავლებლებთან დაკავშირებით შექმნილია გარკვეული აიპი, რომელიც ამ კუთხით ზრუნავს და სწორედ ბიზნესის დაკვეთით უნდა მოხდეს იმ კადრების გაზრდა, რომელიც ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია. ეს რთული და გრძელვადიანი პროცესია. უნარ- ჩვევების სააგენტომ ამაზე მუშაობა დაიწყო. თუ პირველი ნაბიჯები გადაიდგმება, ამას მეორე მოჰყვება და საბოლოოდ იმ შედეგს მივიღებთ, რაც სასურველია. ეს არა მარტო პროფესიონალი კადრების გაზრდის შესაძლებლობას იძლევა, არამედ შესაძლებლობას გვაძლევს, ზოგადად, საზოგადოებაში საშუალო ფენა შეიქმნას, რაც ქვეყნის განვითარებისთვის, ეკონომიკური წინსვლისთვის უმნიშვნელოვანესია.

რაც შეეხება გასტარბაიტერებს, რომლებიც შეიძლება, საქართველოში იქნეს ჩამოყვანილი, ეს გარდაუვალია. ვიცით, რა მიმართულებითაც ვითარდება ეკონომიკა, 10 %- ით,  იმედია, ეს ასე გაგრძელდება. ქვეყანაში ვეღარ მოინახება ის კადრი, რომელიც შეიძლება, ბიზნესის მოთხოვნას აკმაყოფილებდეს. ყველა განვითარებულმა ქვეყანამ გაიარა ის, რომ კადრები უცხო ქვეყნებიდანაა ჩამოყვანილი, იმ ქვეყნებიდან, სადაც სახელფასო ბიუჯეტი უფრო ნაკლებია. ასეთივე შესაძლებლობა საქართველოშიც იქნება. ასეთ ქვეყნებად შეიძლება, შუა აზიის ქვეყნები, აზერბაიჯანი, სომხეთი წარმოვიდგინოთ. ხელფასების მატებასთან ერთად საქართველოში ამ კადრების მოზიდვა საჭირო გახდება. ეს პროცესი გარდაუვალია“- განაცხადა ბურჯანაძემ.


მისი თქმით, ახალი რესტორნების გახსნის სურვილის შემთხვევაში კადრები თითქმის არ არსებობს, რაც ბიზნესის განვითარებას აფერხებს.

„დღეს სფეროში შემდეგი პრობლემაა: არსებული რესტორნები ასე თუ ისე, კადრების უკმარისობას არეგულირებენ, მაგრამ, სამწუხაროდ, პრობლემა განვითარების კუთხით იქმნება. ახალი რესტორნების გახსნის სურვილის შემთხვევაში კადრები თითქმის არ არსებობს. ეს, რა თქმა უნდა, ბიზნესის განვითარებას ახერხებს.

თუ 5 მილიონ 200 000 ვიზიტორი გვყავდა, დამერწმუნეთ, ეს რიცხვი გაიზრდება და ბევრად მეტი იქნება, ვიდრე 2022 წელს. დაინტერესება ჩვენი ქვეყნის მიმართ ძალიან დიდია. ეს აპრილის ბოლოდან ქუჩებშიც ნათლად აისახება, იქნება ეს თბილისი, ბათუმი თუ ქუთაისი. იზრდება პირდაპირი ფრენები როგორც ქუთაისში, ისე თბილისში, შესაბამისი ეს დამატებითი მოზიდულობის ფაქტორია. ჯავშნების რაოდენობა იმატებს, მოთხოვნა ძალიან დიდია. დღესდღეობით მოლოდინი დიდია. ყველაზე დიდი პრობლემა რაც არსებობს – ამ მოლოდინების დაკმაყოფილების შესაძლებლობა თუ გვექნება. დღეს არსებული სერვისის არგაუმჯობესების შემთხვევაში დავკარგავთ იმ შესაძლებლობებს, რაც ტურიზმის კუთხით შეიძლება, გაგვაჩნდეს. ამიტომაც, განვითარება და არსებული სერვისის დახვეწა აუცილებელია“, – განაცხადა ბურჯანაძემ.





ბოლო 12 თვის მანძილზე რეფინანსირების განაკვეთი თავად გახდა ფასების ზრდის მიზეზი, მაშინ როდესაც ის ერთ-ერთი ინსტრუმენტია ფასების მოთოკვის - რამაზ გერლიანი

ბოლო 12 თვის მანძილზე რეფინანსირების განაკვეთი თავად გახდა ფასების ზრდის მიზეზი, მაშინ როდესაც ის ერთ-ერთი ინსტრუმენტია ფასების მოთოკვის - რამაზ გერლიანი
access_time2023-03-25 00:40:50
რა ეკონომიკური ტენდენციები იკვეთება წელს და რა მოლოდინებია ინვესტიციებისა თუ ინფლაციის თვალსაზრისით. ამის შესახებ „კომერსანტის“ ეთერში "ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის" ხელმძღვანელმა რამაზ გერლიანმა ისაუბრა. „ინფლაციის ტემპი მცირდება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ფასთა ზრდა არის შეჩერებული, უბრალოდ მისი პროცენტული მაჩვენებელი...

ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქია - სალომე ზურაბიშვილი

ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქია - სალომე ზურაბიშვილი
access_time2023-03-24 22:30:13
საქართველოს პრეზიდენტი დიანა ტრაპაიძისთვის მიცემულ ექსკლუზურ იტერვიუში ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქია.  სალომე ზურაბიშვილის თქმით, ყოფილ პრემიერს აქვს ფული და გავლენა მედიასა და პოლიტიკაზე: „ოლიგარქი არის ამ გაგებით რომ ფული აქვს და მედიაზე და პოლიტიკაზე გავლენა, მაგრამ ოლიგარქიის პრობლემა არის მეტი, ვიდრე ივანიშვილი. ივანიშვილის პრობლემა არის მეტი, ვიდრე ოლიგარქიზმი. არის პოლიტიკური სისტემის გაუმჭვირვალობა. საჭიროა, ჩვენ ვიცოდეთ, სად მიიღება...

სოციალური მედიის დადებითი და უარყოფითი მხარეები - კომერსანტის ხელოვნური ინტელექტის სტატია

სოციალური მედიის დადებითი და უარყოფითი მხარეები - კომერსანტის ხელოვნური ინტელექტის სტატია
access_time2023-03-24 22:00:03
დღევანდელ ციფრულ ეპოქაში სოციალური მედია  ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა.   ყველა ასაკისა და პროფესიის მილიონობით ადამიანი  სხვადასხვა პლატფორმებს მეგობრებთან, ოჯახთან თუ კოლეგებთან დასაკავშირებლად იყენებს. დღეს თითქმის წარმოუდგენელია ისეთი ბიზნესი ან კომპანია, რომელიც  საკუთარ საქმიანობაშ სოციალური ქსელებს არ იყენებს.   სოციალურმა ქსელებმა ჩვენს კომუნიკაციაში რევოლუცია მოახდინა, თუმცა ასევე გაჩნდა სერიოზული შფოთვა მისი გავლენების...

Credit Suisse გაიყიდა – რა ხდება ბანკთან დაკავშირებით, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი სამ იურისდიქციაში ედავება

Credit Suisse გაიყიდა – რა ხდება ბანკთან დაკავშირებით, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი სამ იურისდიქციაში ედავება
access_time2023-03-24 19:00:40
Credit Suisse გაიყიდა – ფინანსური კოლაფსი, ივანიშვილის დავა და შეთქმულების თეორიები — ამ სათაურით აქვეყნებს „ტაბულა“ მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკის შესახებ სტატიას, რომლის ნაწილსაც „კომერსანტი“ გთავაზობთ: შვეიცარიული საინვესტიციო ბანკი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი სამ იურისდიქციაში, შვეიცარიაში, სინგაპურსა და ბერმუდაში ედავება, გაიყიდა. Credit Suisse უმსხვილესმა შვეიცარიულმა ბანკმა UBS-მა შვეიცარიის მთავრობის ჩართულობით იყიდა. ბოლო...

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში ელექტრული უსაფრთხოების სტანდარტების საკანონმდებლო რეგულირების შემოღების საკითხი განიხილეს

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში ელექტრული უსაფრთხოების სტანდარტების საკანონმდებლო რეგულირების შემოღების საკითხი განიხილეს
access_time2023-03-24 17:25:08
ელექტრული უსაფრთხოების სტანდარტების დანერგვისა და ამ საკითხის საკანონმდებლო რეგულირების მნიშვნელობა განიხილეს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის სხდომაზე, რომელშიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ მიიღო მონაწილეობა.   როგორც მინისტრის პირველმა მოადგილემ განაცხადა, ელექტრულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევები, მათ შორის, სამშენებლო სამუშაოებისას და ელექტრომოწყობილობების მონტაჟისას, გადაუდებელ გადაჭრას საჭიროებს. მისი...


მსგავსი სიახლეები

up