2020 წლის მე-2 კვარტალში ბიზნეს-სექტორის ბრუნვამ 22 მლრდ. ლარი შეადგინა. ვითარება დარგობრივ ჭრილში განსახვევბულია.
ყველაზე მცირე ბრუნვა საანგარიშო პერიოდში წყალმომარაგების, კანალიზაციის, ნარჩენების მართვის, და გასუფთავების სფეროშია - 63 მლნ. ლარი (Q1/2020 - 67 მლნ). 2019 წლის ანალოგიური მაჩვენებლები 75,7 მლნ და 63,6 მლნ იყო.
ყველაზე დიდი ბრუნვა აქვს ვაჭრობას - ეს დარგი ყველა დანარჩენს დიდი უპირატესობით უსწრებს - მე-2 კვარტალში 8,1 მლრდ. ლარი, ხოლო პირველში - 9, 7 მლრდ. 2019 წლის მე-2 კვარტალში ვაჭრობის სექტორის ბრუნვამ 9,9 მლრდ. ლარი შეადგინა, პირველ კვარტალში კი - 9,1 მლრდ.
საგულისხმოა, რომ მწერველობის ბრუნვა ვაჭრობაზე გაცილებით ნაკლებია - მე-2 კვარტალში 2,2 მლრდ. (2019-ში – 2,5 მლრდ.), ხოლო პირველში - 2,3 მლრდ. ლარი (2019-ში - 2 მლრდ.).
მეტიც, მრევწელობაზე მეტი ბრუნვა გართობის და დასვენების ბიზნესს აქვს - 6.1 მლრდ. (5,6) და 7,2 მლრდ. ლარი (5,4 მლრდ.)
გართობის და დასვენების მაჩვენებელი ასევე აღემატება მრეწველობის და მშენებლობის ჯამურ ბრუნვას.
სამშენებლო სექტორის ბრუნვამ მე-2 კვარტალში 1,3 მლრდ. (1,8 მლრდ.), პირველ კვარტალში კი - 1,5 მლრდ. (1,3) შეადგინა.