გარკვეულ ტენდერებს მაღალჩინოსანთა ნდობით აღჭურვილი პირები იგებენ

გარკვეულ ტენდერებს მაღალჩინოსანთა ნდობით აღჭურვილი პირები იგებენ

access_time2019-12-10 10:30:27

„ახალი საქართველოს“ პოლიტსაბჭოს წევრი თამთა შამათავა, მუნიციპალიტეტებში შესაძლო კორუფციის ფაქტებზე საუბრობს. როგორც ის აღნიშნავს, რამდენიმე მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა შემთხვევა იმის შესახებ, რომ გარკვეულ ტენდერებს, რომელიც მაღალბიუჯეტიანია მაღალჩინოსანთა ნდობით აღჭურვილი პირები იგებენ.


„ახალ საქართველოში“ ფიქრობენ, რომ საქმე საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვას ეხება, რის გამოც ისინი აუდიტის სამსახურს ინფორმაციის გადამოწმებისკენ მიმართავენ, წინააღდეგ შემთხვევაში კი საქმეში პროკურატურის ჩართვასაც არ გამორიცხავენ.


„მუნიციპალიტეტების მაღალჩინოსნები დროს არ კარგავენ და შეძლებისდაგვარად ანიავებენ საბიუჯეტო სახსრებს. საუბარია ერთ პირთან მოლაპარაკების გზით დადებულ მრავალათასიან ხელშეკრულებებზე. მუნიციპალიტეტების მერები ყოველგვარი ტენდერების და შეჯიბრებითობის პრინციპის გვერდის ავლით, პირდაპირ უფორმებენ შპს-ებს ან კერძო პირებს მრავალათასიან ხელშეკრულებებს. ხელშეკრულების საგანი ძირითადად გახლავთ სოფლებში გზების დაგება ან სკოლების ეზოების შემორაგვა. მოგეხსენებათ, რომ გამარტივებული შესყიდვა (ეპმ) გამართლებულია იმ შემთხვევაში, თუ არის გადაუდებელი აუცილებლობა, ფორსმაჟორი. ტენდერებს ერთ პირთან მოლაპარაკების გზით იგებს მხოლოდ და მხოლოდ მაღალჩინოსნების ნდობით აღჭურვილი პირები. ეს არ არის ერთეული შემთხვევა, ეს ხდება მასობრივად თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში. სურათის უკეთ აღსაქმელად მოგიყვანთ რამდენიმე მაგალითს: ხონში შპს ჯ და ჯ-ს დაუდეს 55,900 ლარის ხელშეკრულება, ასევე, როსტომ ჩანქსელიანს 34,995 ლარის კონტრაქტი, შპს ხვამლი -XXI- 96 ათას 555 ლარი და ა.შ.



ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმე სულ მცირე საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვასთან გვაქვს. დიდი დაფიქრება არ უნდა, რომ საქმე გვაქვს ძალიან პრობლემურ საკითხთან, ე.წ ,,ატკატებთან“ და ამ მრავალათასიანი, ჯამში მილიონიანი კონტრაქტების უკან, დიდი ალბათობით კორუფციული გარიგებები დგას. შესაბამისად, მივმართავთ აუდიტის სამსახურს, დაუყოვნებლივ შეისწავლოს აღნიშნული საკითხი, რამდენად იყო აუცილებლობა ერთ პირთან ოლაპარაკებით ამ სამუშაოების შესრულების, რა ფორსმაჟორთან გვქონდა საქმე. აუდიტის დასკვნების შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში მივმართავთ საქართველოს პროკურატურას“- აცხადებს „ახალი საქართველოს“ პოლიტსაბჭოს წევრმა თამთა შამათავა.


აღნიშნულ ინფორმაციას „ახალი საქართველო“ ავრცელებს.


ipn.ge





„ვენდი“ და „დანკინი“ მიწოდების უკონტაქტო სერვისზე გადადის

„ვენდი“ და „დანკინი“ მიწოდების უკონტაქტო სერვისზე გადადის
access_time2020-03-28 12:00:57
„ვენდი“ და „დანკინი“ ითვალისწინებს ჯანმრთელობის უსაფრთხოების რეკომენდაციებს და მიწოდების სრულად უკონტაქტო სერვისზე გადადის. ამერიკული რესტორნების ერთგულ მომხმარებლებს საერთაშორისო მიტანის სერვისების "გლოვოსა" და "ვოლტის" დახმარებით, ამიერიდან, აღარ უწევთ შეკვეთის ჩაბარებისას ხელის მოწერა. მათ ურჩევენ აირჩიონ ბარათით გადახდა, თუმცა აუცილებლობის შემთხვევაში, შეუძლიათ კურიერისთვის მისაცემი თანხა კართან დატოვონ, კურიერი კი ასევე მომხმარებელთან შეთანხმებით, შეკვეთას კართან ტოვებს,...

Dyson, აპრილის დასაწყისში, 15000 სასუნთქ აპარატს გამოუშვებს

Dyson, აპრილის დასაწყისში, 15000 სასუნთქ აპარატს გამოუშვებს
access_time2020-03-28 13:00:00
ბრიტანულმა ტექნოლოგიურმა კომპანია Dyson-მა, რომელიც მაღალი ხარისხის მტვერსასრუტებისა და თმის საშრობების წარმოებითაა ცნობილი, სასუნთქი აპარატების გამოშვება გადაწყვიტა. კომპანიამ 10 დღეში შეიმუშავა ახალი სასუნთქი აპარატის, სახელად CoVent დიზაინი და მას უკვე აქვს 10 000 ასეთი მოწყობილობის შეკვეთა, გაერთიანებული სამეფოს მთავრობისგან.   Dyson-მა სასუნთქი აპარატები ციფრული ძრავის ტექნოლოგიაზე დაყრდნობით შექმნა, რომელსაც სხვა პროდუქტებში აქამდე იყენებდა. წარმოების დასაწყებად ის...

ლიბერთის პროგრამა აპრილის პენსიების წინასწარ ჩარიცხვის მიმართულებით ყველა ასაკის პენსიონერზე გავრცელდება

ლიბერთის პროგრამა აპრილის პენსიების წინასწარ ჩარიცხვის მიმართულებით ყველა ასაკის პენსიონერზე გავრცელდება
access_time2020-03-28 10:00:07
ლიბერთი ბანკმა, რამდენიმე დღის წინ (21 მარტს), საკუთარი...

დონალდ ტრამპმა ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ეკონომიკის სტიმულირების კანონს ხელი მოაწერა

დონალდ ტრამპმა ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ეკონომიკის სტიმულირების კანონს ხელი მოაწერა
access_time2020-03-28 10:02:04
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ეკონომიკის...

3 თვეც რომ გაჩერდნენ საწარმოები, დეფიციტი არ შეგვექმნება - რა გავლენას მოახდენს ქართულ იმპორტზე რუსეთის ერთკვირიანი შესვენება

3 თვეც რომ გაჩერდნენ საწარმოები, დეფიციტი არ შეგვექმნება - რა გავლენას მოახდენს ქართულ იმპორტზე რუსეთის ერთკვირიანი შესვენება
access_time2020-03-28 11:30:52
დღეიდან, რუსეთში ერთთკვირიანი არასამუშაო პერიოდი დაიწყო. როგორც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განმარტა,  ჯანდაცვასთან დაკავშირებული სტრუქტურები მუშაობას ჩვეულებრივ აგრძელებენ, როგორებიცაა სამედიცინო დაწესებულებები, აფთიაქები, მაღაზიები, ასევე საბანკო სერვისცენტრები, ტრანსპორტი. შესაბამისად, შეჩერდება საწარმოებისა და ქარხნების მუშაობაც. რა გავლენას მოახდენს ქართულ იმპორტზე რუსეთის ერთკვირიანი შესვენება...


მსგავსი სიახლეები

up