“დიზელის საწვავის ევრო 5-ის სტანდარტის დანერგვა რუსეთიდან ნავთობპროდუქტების იმპორტიორი კომპანიების ინტერესებს უკავშირდება“ - ვასილ ურუშაძე

“დიზელის საწვავის ევრო 5-ის სტანდარტის დანერგვა რუსეთიდან ნავთობპროდუქტების იმპორტიორი კომპანიების ინტერესებს უკავშირდება“ - ვასილ ურუშაძე

access_time2019-10-02 11:00:18

„ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მთავრობის გადაწყვეტილება 2020 წლიდან დიზელის საწვავის ევრო 5-ის სტანდარტის დანერგვასთან დაკავშირებით შეიძლება პირდაპირ ბიზნეს-ინტერესებს უკავშირდებოდეს.  ანუ ის კომპანიები, რომლებიც დღეს რუსეთიდან ნავთობპროდუქტების იმპორტს ახდენენ, პოტენციურად ჩაანაცვლებენ აზერბაიჯანის დიზელის 40- პროცენტიან წილს საქართველოს ნავთობპროდუქტების ბაზარზე,“ - ასე აფასებს Hub Georgia-ს ხელმძღვანელი ვასილ ურუშაძე 2020 წლის 1 იანვრიდან აზერბაიჯანული ევრო 4-ის სტანდარტის დიზელის იმპორტის შეზღუდვას და ევრო 5-ის სტანდარტის დანერგვას ნავთობიმპორტიორი კომპანიებისთვის.


მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანის წარმოება 2021 წლიდან გადადის დიზელის ევრო 5-ის სტანდარტზე, საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, რომ 2020 წლის პირველი იანვრიდან შეზღუდოს ევრო 4-ის დიზელის იმპორტი ქვეყანაში და დანერგოს დიზელის საწვავის სტანდარტად ევრო 5.


აზერბაიჯანს დღესდღეობით საქართველოში დიზელის ბაზრის 40-41 პროცენტი უჭირავს.


როგორც ვასილ ურუშაძე განმარტავს, საწვავის სარეალიზაციო ფასწარმოქმნა ხდება რამდენიმე კომპონენტის მიერ, ესენია საერთაშორისო ბირჟების მიერ გამზადებული ფასი, ლოგისტიკური ხარჯები, ამას ემატება  სახელმწიფო გადასახადები და სააქციზო გადასახადი, ემატება დამატებითი ღირებულების გადასახადი რეალიზაციისას და ის სამომსახურებო ხარჯი, რომელიც საჭიროა საოპერაციო ხარჯების თვალსაზრისით. ჩამონათვალიდან ერთერთ ყველაზე მნიშვნელოვან გავლენას პროდუქტის ფასზე ლოგისტიკური ხარჯები ახდენას, ანუ ტრანსპორტირება მწარმოებელი ქვეყნიდან იმპორტიორ ქვეყანაში იმპორტიორი კომპანიის მიერ.


ვასილ ურუშაძე მიიჩნევს, რომ ამ ლოგისტიკური ხარჯის ზრდა ნავთობის იმპორტში გარდაუვალია აზერბაიჯანის სხვა ქვეყნით ჩანაცვლების შემთხვევაში, რადაგან იგი ჯაჭვურ ბმაშია ნებისმიერი იმპორტირებული და წარმოებული პროდუქტის ფასთან საქართველოში.


„ყველაზე დაბალი ლოგისტიკური ხარჯი სწორედ დიზელის აზერბაიჯანიდან ტრანსპორტირების დროს იყო, რაც განაპირობებდა ყველაზე დაბალ ფასს დიზელის საწვავის ბაზარზე საქართველოში. თუ ამას ჩაანაცვლებს სხვა ქვეყნები, ეს იქნება რუსეთი, თურქმენეთი, თუ ევროპის რომელიმე  ქვეყანა, რა თქმა უნდა, მათი ლოგისტიკის ხარჯები ბევრად მაღალია და თავისთავად, ეს აისახება თავად პროდუქტის სარეალიზაციო ღირებულებაზე. პროდუქტი გაძვირდება გადამზიდავი სადისტრიბიუციო და სხვა კომპანიებისთვის.  ეს ყველაფერი პირდაპირპროპორციულად დაკავშირებულია ნებისმიერი პროდუქტის ღირებულებასთან . ნებისმიერი საქონელი, იქნება ეს საწაერმოო პროდუქტი, იმპორტირებული პროდუქტი თუ სხვა სამომხმარებლო პროდუქტი ქვეყანაში, რომელსაც სჭირდება დიზელის საწვავი, მათ გაუძვირდებათ მომსახურების ხარჯები და, შესაბამისად, ეს აისახება პროდუქტის საბაზრო ღირებულებაზე, ანუ მოსალოდნელია მთლიანად ქვეყანაში ჯაჭვურმა რეაქციამ გამოიწვიოს ფასების ზრდა სხვადასხვა სერვისსა და პროდუქციაზე.



 აქედან გამომდინარე, ეს არის სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი.“ – განაცხადა Hub Georgia-ს ხელმძღვანელმა.



რაც შეეხება ევრო 5-ის სტანდარტზე გადასვლის დაჩქარების ძირითად მიზეზს,  სახელმწიფო ასახელებს ეკოლოგიურ ფაქტორებს, ევროპულ სტანდარტზე გადასვლის აუცილებლობას. თუმცა Hub Georgia-ში მიჩნევენ , რომ ადგილი აქვს კონკრეტულ ფინანსურ ინტერებს იმ კომპანიების მხრიდან, რომლებიც არა აზერბაიჯანიდანა რამედ სხვა ქვეყნებიდან ახორცილებენ დიზელის იმპორტს, რაც იმას ნიშნავს რომ 2020 წლის იანვრიდან მათ შეუძლიათ დაიკავონ აზერბაიჯანის ბაზრის წილიც.



„საქართველოს ხელისუფლება დიზელის ევრო-5-ზე გადასვლის მიზეზად ასახელებს ეკოლოგიას და ამ ნაწილში არის დიდი ბუნდოვანება. ჩვენ რეალურად არ გვაქვს არანაირი კვლევები და დასაბუთება იმისა, თუ ერთწლიან პერიოდში რა კონკრეტულ შედეგს მოგვცემს ეს ცვლილება ეკოლოგიის ნაწილში და რამდენად აისახება ეს ადამიანის ჯანმრთელობაზე.



გვაქვს ეჭვი, რომ გარკვეულ ნავთობკომპანიებს აქვთ კონკრეტული ფინანსური დაინტერესება, მათ აქვთ ინტერესი და მხარდაჭერა სამთავრობო დონეზე, რომ დროზე ადრე შეიტანონ ბაზარზე ევრო 5 -ის სტანდარტის საწვავის დიზელის იმპორტთან დაკავშირებული რეგულაცია და ის ერთწლიანი პერიოდი, რა დროსაც აზერბაიჯანული პროდუქტი ამოვარდება საქართველოს ბაზრიდან, ჩაანაცვლონ თავიანთი კომპანიებით, რომლებიც ძირითადად რუსეთიდან იქნებიან საწვავის შემომტანები. იმედს ვიტოვებთ, რომ საქართველოს ხელისუფლება მიიღებს გონივრულ გადაწვეტილებას და როგორც აზერბაიჯანი ასევე საქართველო 2021 წლიდან შეიყვანს ძალაში ამ რეგულაციას დიზელის სტანდარტთან დაკავშირებით,“ - ამბობს ვასილ ურუშაძე.



რაც შეეხება აზერბაიჯანთან ეკონომიკური ურთიერთობების  სამომავლოდ განვითარებას, მას შემდეგ რაც მეზობელი ქვეყნიდან ძირითადი ეკონომიკის მამოძრავებელი პროდუქტის იმპორტი შეწყდება, ამასთან დაკავშირებით ვასილ ურუშაძე ორმხრივად ეკონომიკური პრობლემების გამოწვევას ვარაუდობს.



„ეს იქნება პრობლემა პირველ რიგში ჩვენთვის და მეორეს მხირივ იმ ქვეყნისთვის, რომელიც ახდენს საკამოდ დიდი რაოდენობით პროდუქტის რეალიზებას ბაზარზე. აქედან გამომდინარე, ეს პრობლემები ორმხრივი იქნება და პირდაპირ აისახება ამ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ და სტრატეგიულ პარტნიორობაზე .  მე პირდაპირ ვამბობ, რომ სახელმწიფო ინტერესები უნდა იყოს დაცული და ეს რეგულაცია 2020 წლის იანვრიდან არ უნდა შევიდეს ძალაში და შევიდეს 2021 წლის 1 იანვრიდან, რომ არ გამოიწვიოს ამან ტურბულენტური გარემოს შექმნა, ფასების გაძვირება, არასტაბილური ვითარება ნავთობპროდუქტების ბაზარზე და ამავდროუალდ არ შეგვექმნას პრობლემები ჩვენს მეზობელ სახელმწიფოსთან, რომელიც სტრატეგიული მნიშვნელობის პარტნიორია,“ - აღნიშნავს ურუშაძე.



მარიამ მორგოშია





„სილქფესტის“ აქციები 2020 წელსაც გაგრძელდება

 „სილქფესტის“ აქციები 2020 წელსაც გაგრძელდება
access_time2020-01-22 13:30:10
სილქნეტი აგრძელებს მიმზიდველი პირობებით ინტერნეტ პაკეტებისა და  მრავალფეროვანი აქციების შეთავაზებას მობილურ ქსელში.  თბილისსა და რეგიონში სერვისის გაუმჯობესება კომპანიამ მსოფლიოს წამყვან ტექნოლოგიურ ინდუსტრიებთან -  „ერიქსონთან“ და „ჰუავეისთან“ თანამშრომლობით და...

Georgian Airways-ის საჩივარს რუსეთის წინააღმდეგ ამერიკული იურიდიული კომპანია დააფინანსებს

Georgian Airways-ის საჩივარს რუსეთის წინააღმდეგ ამერიკული იურიდიული კომპანია დააფინანსებს
access_time2020-01-22 14:00:15
Georgian Airways-ის საჩივარი რუსეთის მთავრობის წინააღმდეგ თებერვალში დამტკიცდება. როგორც კომპანიის გენერალური დირექტორი რომან ბოკერია „კომერსანტთან“ აღნიშნავს,საქმე საინვესტიციო დავების გადაწყვეტის საერთაშორისო ცენტრში (ICSID) განიხილება, ხოლო პროცედურას ამერიკული იურიდიული კომპანია 10 მილიონამდე დოლარით დააფინანსებს. დავის საგანს წარმოადგენს 2019 წლის...

„სათამაშო ბიზნესის გაკეთება უნდოდათ, მაგრამ უარი ვუთხარი – გოგი თოფაძე „ყაზბეგის“ ქარხნის ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებელობას გეგმავს

„სათამაშო ბიზნესის გაკეთება უნდოდათ, მაგრამ უარი ვუთხარი – გოგი თოფაძე „ყაზბეგის“ ქარხნის ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებელობას გეგმავს
access_time2020-01-22 12:50:17
გოგი თოფაძე ყაზბეგის ქარხნის ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობისთვის ინვესტორებს ეძებს. როგორც ბიზნესმენმა  განაცხადა, იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნული ფართი დედაქალაქის ცენტრშია, დაინტერესება დიდია, თუმცა, მისთვის მისაღები პირობები ჯერ არავის შეუთავაზებია. მისივე თქმით, იყო სხვადასხვა ინიციატივა, მათ შორის, ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნეს ობიექტის განთავსების, თუმცა, ბიზნესმენმა უარი განაცხადა. ამასთან, გოგი თოფაძე აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილების...

პირველი მარტიდან ურბანული განვითარების საქალაქო სამსახური ერთი ფანჯრის პრინციპზე გადადის

პირველი მარტიდან ურბანული განვითარების საქალაქო სამსახური ერთი ფანჯრის პრინციპზე გადადის
access_time2020-01-22 12:15:20
მიმდინარე წლის პირველი მარტიდან თბილისის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახური მოქალაქეებს ერთი ფანჯრის პრინციპით - საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსით მოემსახურება, - ამის შესახებ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მერიაში მოსვლის შემდეგ, ერთ-ერთი პირველი რეფორმა, რაც განხორციელდა, ურბანული გადაწყვეტილებების სისტემატიზაცია და ზონალური საბჭოს გაუქმება...

სამორინეების ინკოგნიტო ბარათები - ფულის გათეთრების საფრთხეზე დეპუტატებიც საუბრობენ

სამორინეების ინკოგნიტო ბარათები - ფულის გათეთრების საფრთხეზე დეპუტატებიც საუბრობენ
access_time2020-01-22 11:30:18
საქართველოში ფულის გათეთრების ყველაზე მაღალი რისკი სათამაშო ბიზნესშია. ამის შესახებ ექსპერტების შემდეგ უკვე დეპუტატებიც ალაპარაკდნენ. მათი შეფასებით, სექტორში არსებული რისკი საშუალო და მაღალ დონეზეა.  მისი განცხადებით, ფულის გათეთრების...


მსგავსი სიახლეები

up