„გარიგება სებ-ის ახალ შენობასთან დაკავშირებით, არის კორუფციული ნიშნების შემცველი,  მოჩვენებითი და თვალთმაქცური “, – „ახალგაზრდა ადვოკატები”

„გარიგება სებ-ის ახალ შენობასთან დაკავშირებით, არის კორუფციული ნიშნების შემცველი, მოჩვენებითი და თვალთმაქცური “, – „ახალგაზრდა ადვოკატები”

access_time2021-06-02 19:45:45

„თვლით, თუ არა, რომ გარიგება ეროვნულ ბანკსა და რომან ფიფიას „სითი ცენტრს“ შორის, ეროვნული ბანკის ახალი შენობის ასაშენებლად საჭირო მიწის შეძენის შესახებ, არის ფორმალური იურიდიული საფუძვლების შექმნით, წინასწარი განზრახვით, მოჩვენებითი და თვალთმაქცური გარიგება”-, ამ კითხვით არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვლმა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს მიმართა. კობა გვენეტაძე პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წინაშე სებ-ის 2020 წლის ანგარიშით წარსდგა.


როგორც კაიკაციშვილმა აღნიშნა, „ახალგაზრდა ადვოკატები“ აკვირდება და სწავლობს ეროვნული ბანკის ეგრეთ წოდებული „ახალი შენობის საქმეს“.


„სამწუხაროდ, უნდა ითქვას, რომ მივედით დასკვნამდე, რომ საქართველოს ცენტრალური ბანკის საქმიანობის ისტორიაში, ადგილი აქვს უპრეცედენტო შემთხვევას – კერძოდ, ფორმალური იურიდიული საფუძვლების შექმნით, წინასწარი განზრახვით, მოჩვენებითი და თვალთმაქცური გარიგების დადებას. ცენტრალური ბანკის მხრიდან თავდებობით კერძო კომპანიის სასარგებლოდ კრედიტის აღებას, ასევე სახელმწიფო ფულის არამიზნობრივ ხარჯვას, სავარაუდო დანაშაულსა და კორუფციული შეთანხმების ნიშნებს“, – განაცხადა კაიკაციშვილმა.
მან განმარტა, რომ აღნიშნულ კვლევას, რომელსაც ჰქვია „საქართველოს ეროვნული ბანკის ახალი შენობის ინიციატივა – გადაწყვეტილებები და ფარული გარიგებები – სამართლებრივი ანალიზი“, უკვე აქვს დოკუმენტის სახე.


„ჩვენ ვუზრუნველვყავით, რომ ეს კვლევა საპარლამენტო ელექტრონული ფოსტების მისამართებზე დაგზავნილიყო საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრებთან. ასევე, ის მიეწოდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, საქართველოს პროკურატურას და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს. უახლოეს დღეებში ვგეგმავთ, რომ ეს დოკუმენტი ასევე საჯარო გავხადოთ ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის. ცხადია, მივაწვდით საკუთრივ ეროვნულ ბანკსაც.
საკითხისადმი მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, პარლამენტის თავმჯდომარისგან მოვითხოვთ საკითხთან დაკავშირებით საპარლამენტო ფორმატში სპეციალური მოსმენის გამართვას, საქართველოს პროკურატურისგან საკითხის სამართლებრივ შესწავლას და მასზე რეაგირებას, ასევე სახელმწიფო აუდიტის სამსახურისგან, მისი კომპეტენციის ფარგლებში საკითხის შესწავლას“, – აღნიშნა კაიკაციშვილმა.


როგორც „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი ამბობს, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ახალი სათაო ოფისის სახელდებით და საბაბით, რეალური შედეგების მიხედვით კი კერძო კომპანიის სასესხო ვალდებულებების მომსახურების და მისი დახმარების მიზნით, წამოიწყო და განახორციელა ფიქტიური და ფორმალური სამართლებრივი პროცესი, რომელიც მოემსახურებოდა კერძო კომპანიის, კერძოდ – კომპანია „სითი ცენტრის“ მიერ სესხის აღების თავდაპირველ მიზანს. ოფშორში რეგისტრირებული ამ კომპანიის საბოლოო ბენეფიციარად იკვეთება ბიზნესმენი რომან ფიფია.



„მოკლედ რომ ითქვას, ეროვნულმა ბანკმა „სითი ცენტრთან“ დადებული ხელშეკრულების ძალით, გადაიფორმა ყოფილი რესტორან „არაგვის“ მიმდებარე ტერიტორია, იქვე დასთანხმდა ამ ტერიტორიის „ვითიბი ბანკის“ სასარგებლოდ „სითი ცენტრის“ მიერ საბანკო სესხის უზრუნველსაყოფად გამოყენებას. შედეგად, „სითი ცენტრის“ მიერ აღებული იქნა სესხი 2 მლნ დოლარზე მეტი მოცულობით. პარალელურად თბილისის მთავრობასთან ეროვნულმა ბანკმა აწარმოა ფაქტობრივად ასევე ფორმალური ურთიერთობა ამ ტერიტორიაზე განაშენიანების რეგულირების გეგმის მიღების მიზნით,რაზეც მიიღო უარი.
ფორმალური კი ეს ურთიერთობა იყო იმიტომ, რომ თავიდანვე კარგად იცოდა ეროვნულმა ბანკმა, რომ უარს მიიღებდა, რამდენადაც თბილისის განვითარების გენერალური გეგმა უკვე არსებობდა ამ დროისთვის და მისი მიხედვით ამ ტერიტორიაზე მსგავსი მასშტაბის მშენებლობის დაშვება წარმოუდგენელი ვარაუდი იყო.


ამ პროცესში და პარალელურად ეროვნულმა ბანკმა დაუკვეთა კერძო კომპანიას 82 000 ლარზე მეტის საპროექტო სამუშაოები. ბუნებრივია, ეს თანხაც იმთავითვე განწირული იყო წყალში გადაყრისთვის, რამდენადაც, ფაქტია, წინასწარი განზრახვით, არამიზნობრივად დაიხარჯა იმ საპროექტო მომსახურებისთვის, რომელსაც თვითმმართველობის ორგანო, თავიდანვე ცხადი იყო, არ მიიღებდა“, – აღნიშნა კაიკაციშვილმა.


მისი განცხადებით, საბოლოო ჯამში, „სითი ცენტრს“ დარჩა „ვითიბი ბანკში“ იმ ეტაპისთვის ეროვნული ბანკის თავდებობით აღებული 2 მილონ დოლარიანი სესხი და ეროვნულმა ბანკმაც დაუბრუნა მას აღნიშნული მიწის ნაკვეთი.


„ეს, სხვათა შორის, მოხდა სულ ახლახანს, მარტის თვეში და ისიც სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალით – ანუ „სითი ცენტრმა“ ეროვნულ ბანკს უჩივლა და კიდევ სხვა საოცრებაა, რომ პროცესზე მოპასუხე – ეროვნული ბანკი, არ გამოცხადდა და დაუსწრებელი გადაწყვეტილება შევიდა ძალაში… რა თქმა უნდა, ეროვნული ბანკის იდეა ახალი სათავო ოფისის აშენების შესახებ, დარჩა იდეად და ბუნებაში აღარ არსებობს.
გარიგება, რომელიც რეალური სამართლებრივი შედეგისთვის არ დადებულა, თავისი არსით წარმოადგენს ბათილ გარიგებას და მისი მოჩვენებითი და თვალთმაქცური ხასიათი ემსახურება სწორედ იმ მიზნების უზრუნველყოფას, რომელიც გარიგების მონაწილე მხარეებს, ფარული შეთანხმებებით, გააჩნდათ.


ფაქტია, საქართველოს ცენტრალურმა ბანკმა ვერავითარი სიკეთე ვერ მიიღო 2019 წლის 26 ივლისის ხელშეკრულებით და ეს თავიდანვე ცხადი იყო. სიკეთე მიიღო მხოლოდ გარიგების მეორე მხარემ კრედიტის აღების სახით და ისევ საკუთარი ქონების უკან დაბრუნებით. საქართველოს ეროვნული ბანკის, როგორც მაღალი ხარისხის სახელმწიფო ინსტიტუციის როლი და ფუნქცია, გამოყენებულ იქნა კერძო პირის/ბიზნესმენის/კომპანიის ინტერესების სასარგებლოდ, საქმის ფაქტობრივი და სამართლებრვი გარემოებების ერთობლიობით კი, შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს ზეგავლენით ვაჭრობას“, – განმარტავს ორგანიზაციის ხელმძღვანელი.


ის აცხადებს, რომ როგორც „ახალგაზრდა ადვოკატებს მიაჩნიათ, რომ ამ გარიგებების ხასიათი საჭიროებს კონტროლის და შემოწმების მაღალ სტანდარტს, ვინაიდან გამოირიცხოს ან/და დადასტურდეს სავარაუდო დანაშაული ან/და კორუფციული შეთანხმებები. კაიკაციშვილი მიიჩნევს, რომ გარიგება ეროვნულ ბანკსა და რომან ფიფიას „სითი ცენტრს“ შორის, არის ფორმალური იურიდიული საფუძვლების შექმნით, წინასწარი განზრახვით, მოჩვენებითი და თვალთმაქცური გარიგება.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up