„გარიგება ან არაკომპეტენტურობა“ - „ქარვასლას“ მოიჯარე სახელმწიფოს ნებართვით იერსახეს შეუცვლის

„გარიგება ან არაკომპეტენტურობა“ - „ქარვასლას“ მოიჯარე სახელმწიფოს ნებართვით იერსახეს შეუცვლის

access_time2023-02-03 10:00:54

ძველ თბილისში, კოტე აფხაზის 36-ში მდებარე კულტურულ ძეგლს „ქარვასლას“ მოიჯარე, მერიის ნებართვით იერსახეს შეუცვლის. ბოლო ესკიზის მიხედვით, რომელიც კომპანიამ უწყებას წარუდგინა, რამდენიმე წლის წინ უკანა მხარეს გაკეთებული დაშენება, ქარვასლის წინა ფასადზეც ამაღლებული და შესამჩნევი გახდება.



2005 წლიდან შენობას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო ფლობს, დღეს ის იჯარით შპს „ქარვასლას“ აქვს აღებული, რომელიც მას 2020 წლიდან განკარგავს. საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით, ისტორიულ შენობაში სასტუმროს მოწყობა იგეგმება. 2021 წლის ბოლოს განახლებული ესკიზი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭომ განიხილა და დადებითი რეკომენდაცია გასცა. მერიის არქიტექტურის სამსახურის დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ 1503 კვ.მ-ზე მდებარე ნაგებობის ესკისზე დადებითი რეკომენდაცია კომისიის 5 წევრიდან 4-მა გასცა.




„კომერსანტი“ შპს „ქარვასლის“ წარმომადგენელთან დაკავშირებას და დეტალების გარკვევას შეეცადა, თუმცა ლევან ლორიამ ჩვენს ზარებს და ტექსტურ შეტყობინებას არ უპასუხა. 




შენობის დღევანდელ მდგომარეობაზე და ახალი ესკიზის დეტალებზე „კომერსანტთან“ „თბილისის ჰამქრის“ წარმომადგენელმა, კულტუროლოგმა ცირა ელისაშვილმა ისაუბრა, მისი განმარტებით, ქარვასლის ინტერიერი პრაქტიკულად განადგურებულია, რაც შეეხება დაშენებას, მისი თქმით,  არ არსებობს არანაირი არგუმენტი, რომლის მიხედვითაც დასაშვებია ასეთი ტიპის ნაგებობაზე მსგავსი მოცულობის გაჩენა.



„ძეგლის რეაბილიტაციის პროექტი წლებია არსებობს, ასევე წლებია არსებობს შენობაზე დაშენება. გამოუსწორებელი ზიანი შენობას  არაერთხელ მიადგა, აღნიშნულ ძეგლს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, მასზე განხორციელებული ცვლილებები კი ისტორიული შენობის სტატუსს აკნინებს და არ ემსახურება ძეგლის ინტერესებს. ჯერ იყო ინტერიერის ცვლილება, შიდა აივნები და ლითონის ელემენტები, საერთოდ აღარ არსებობს.  შემდეგ კი გააკეთეს დაშენება, რაც არის ძეგლის განადგურება და ყველაფრის უგულებელყოფა. არ არსებობს ერთი არგუმენტი მაინც, რომლის მიხედვითაც ჩვენ შეიძლება დადებითად შევაფასოთ ასეთი ტიპის ნაგებობაზე ამხელა მოცულობის გაჩენა. 



შენობას მხოლოდ გარეგნული ფორმა ჰქონდა დარჩენილი, დიდი ხნის დროინდელი მოპირკეთებული აგური და ისიც ნადგურდება. რა თქმა უნდა, ახლაც ძეგლის სტატუსს იმსახურებს ეს შენობა, მაგრამ ამ დაშენების გამო ქარვასლას სტატუსი დაკნინდა და ახალი ესკიზით მისი ფასეულობა უფრო ეცემა. ამ დაშენების გაკეთილშობილება ვერაინაირად ვერ მოხდება, ის უბრალოდ არ უნდა არსებობდეს. 



ვფიქრობ, საქმე ან გარიგებასთან გვაქვს ან უბრალოდ არაკომპეტენტურობასთან, რადგან როდესაც ქალაქში საცხოვრებელ შენობაზე მარტივი ცვლილებისთვის ნებართვა გჭირდება, ისტორიულ შენობაზე მსგავსი დაშენება ასე უბრალოდ არ უნდა ხდებოდეს. ქარვასლა საპატრიარქოს საკუთრებაა და მათ კიდევ არაერთი შენობა აქვთ, ამიტომ ვფიქრობ, თუ ვერ პატრონობს ამ ძეგლებს, არ უნდა ფლობდეს. სახელმწიფოს ბრალეულობა უფრო დიდია, როცა ასეთ ძეგლს ასხვისებ და ის წლების განმავლობაში იშლება და ნადგურდება, უნდა დაავალდებულოს მეპატრონე, რომ პასუხისმგებლობა შეასრულოს, თუ ეს არ ხდება, კანონით არსებობს უფრო მკაცრი ზომა, ეს არის ძეგლის ჩამორთმევა. თუმცა ვერ დაგისახელებთ ვერცერთ მაგალითს, როდესაც კულტურის სამინისტრომ ეს ბერკეტი გამოიყენა, არადა ძალიან ბევრი ძეგლია ასეთ ცუდ მდგომარეობაში“, – ამბობს ცირა ელისაშვილი.




თეგები:
ქარვასლა



Colliers- ის ინფორმაციით თბილისში პრემიუმ სეგმენტის ბინებზე მოთხოვნა 143%-ით გაიზარდა

Colliers- ის ინფორმაციით თბილისში პრემიუმ სეგმენტის ბინებზე მოთხოვნა 143%-ით გაიზარდა
access_time2023-03-26 09:00:57
2023 წლის თებერვალში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 3,421 ერთეული შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიდთან შედარებით 5% -...

საქართველოში არასეზონურ მარწყვზე მოთხოვნა იზრდება

საქართველოში არასეზონურ მარწყვზე მოთხოვნა იზრდება
access_time2023-03-25 23:55:13
საქართველოში მარწყვის იმპორტი იზრდება - ამის შესახებ ინფორმაციას East Fruit ავრცელებს. მათივე ცნობით 2023 წლის იანვარსა და თებერვალში ქვეყანაში 420 ტონა ახალ მარწყვი შემოვიდა, რაც  გასული წლის ანალოგიურ პერიოდს...

“რუსეთი ბელარუსში ტაქტიკურ ბირთვულ შეიარაღებას განათავსებს, რომლის საცავი პირველი ივლისისთვის მზად იქნება” ვლადიმერ პუტინი

“რუსეთი ბელარუსში ტაქტიკურ ბირთვულ შეიარაღებას განათავსებს, რომლის საცავი პირველი ივლისისთვის მზად იქნება” ვლადიმერ პუტინი
access_time2023-03-25 23:00:47
რუსეთი ბელარუსში ტაქტიკურ ბირთვულ შეიარაღებას განათავსებს, რომლის საცავი პირველი ივლისისთვის მზად იქნება, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა...

ქართულმა კომპანიებმა ლონდონში IFE 2023-ში მიიღეს მონაწილეობა

ქართულმა კომპანიებმა ლონდონში IFE 2023-ში მიიღეს მონაწილეობა
access_time2023-03-26 13:30:46
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში ექსპორტის მიმართულების ორგანიზებითა და USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის მხარდაჭერით, ქართულმა კომპანიებმა ლონდონში, საკვებისა და სასმელის მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენაზე International Food & Drink Expo (IFE 2023) მიიღეს მონაწილეობა. სააგენტოს დაფინანსებით, საკვები და სასმელი პროდუქციის მწარმოებელმა ქართულმა კომპანიებმა გამოფენაში  მეორედ  მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიებას ყოველწლიურად 25 000-მდე...

რომელ ქვეყნებში გადის საქართველოდან ავტომობილები რეექსპორტზე

რომელ ქვეყნებში გადის საქართველოდან ავტომობილები რეექსპორტზე
access_time2023-03-25 22:08:54
...


მსგავსი სიახლეები

up