ღარიბაშვილს გულწრფელად ვთხოვე, მომცეს საშუალება დავუბრუნდე ოჯახს, გამოვიდე აქტიური პოლიტიკური ცხოვრებიდან — მაია ცქიტიშვილი

ღარიბაშვილს გულწრფელად ვთხოვე, მომცეს საშუალება დავუბრუნდე ოჯახს, გამოვიდე აქტიური პოლიტიკური ცხოვრებიდან — მაია ცქიტიშვილი

access_time2021-02-19 18:25:50

ინფრასტრუქტურისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მაია ცქიტიშვილი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან მაია ცქიტიშვილს ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.


„ მინდა ვთქვა, რომ ბოროტად ვისარგებლე იმით, რომ ბატონ ირაკლისთან 15 წელია  ვიცნობ, ბევრი  ერთობლივად გაკეთებული საქმე გვაკავშირებს ერთმანეთთან ჯერ კიდევ იქიდან, როდესაც ერთად   ვმუშაობდით საერთაშორისო ფონდ ქართუში.

 


როდესაც ბატონი ირაკლი იყო მთავრობის მეთაური მოგეხსენებათ, რომ მე მას ვეხმარებოდი, როგორც  მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და შესაბამისად გულწრფელად ვთხოვე, რომ მე დავუბრუნდე ჩემ ოჯახს, გამოვიდე აქტიური პოლიტიკური ცხოვრებიდან და შესაბამისად ის ცხრა წლიანი პერიოდი ჩემი ცხოვრების ძალიან საინტერესო ძალიან დატვირთული დავასრულო ამით და მივცე საშუალება ჩემ გუნდს, ბატონ ირაკლი ქარსელაძეს, რომელიც არის ჩემი მოადგილე, პირველი მოადგილე  სამი  წლის  განმავლობაშ. ირაკლისთან ერთად ინფრასტრუქტურის სამინისტროში ძალიან ბევრი საქმე გავაკეთე, ბევრი  მნიშვნელოვანი საქმე წამოვიწყეთ, მე ძალიან მიხარია, რომ ირაკლი ქარსელაძე და ჩემი არსებული მოადგილეები ილია ბეგიაშვილი, მზია გიორგობიანი ანუ მთელი ის გუნდი, რომელიც ინფრასტრუქტურის  სამინისტროში ჩვენ ერთად შევქმენით, ისინი ასევე გააგრძელებენ ყველა იმ საქმეს რომელიც ჩვენ ერთად  წამოვიწყეთ და რა თქმა უნდა ჩემთვის ძალიან მისასალმებელი და ძალიან საინტერესოა, რომ მე ამ  შემთხვევაშ დავუბრუნდე ჩემ ოჯახს და ჩვეულებრივი ადმიანის ცხოვრებას. 

 

ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი სასარგებლო საქმე გავაკეთე სხვადასხვა პოზიციაზე, მოგეხსენებათ რომ მე  მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვიყავი წლების განმავლობაში, როგორც ბატონმა ირაკლიმ  აღნიშნა, რამდენიმე პრემიერის დროს მქონდა მუშაობის საშუალება და მინდა, რომ დღევანდელი ტრიბუნა  გამოვიყენო იმისთვის, რომ მადლობა ვუთხრა ბატონ  გიორგი  გახარიას,  იმ პრემიერს, რომელთანაც  ერთადაც წელიწადნახევრის განმავლობაში ვიყავი ვიცე-პრემიერის პოზიციაზე, ასევე ძალიან დატვირთული პერიოდი იყო, სამწუხაროდ დაგვემთხვა კოვიდ პანდემია, სადაც ვფიქრობ რომ მთავრობის მთელი გუნდი , მთელი შემადგენლობა, ჩემი კოლეგები ძალიან წარმატებულად მართავდნენ ამ პროცესს და მინდა, რომ  ყველას კიდევ ერთხელ ვუსურვო წარმატება“, განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up