„ადუღებული“ და „ჯიბეზე ნაგრძნობი“ 10,6%–იანი ეკონომიკური ზრდა vs 23%-ით გაზრდილი სიღარიბე - ეკონომიკის 2022 წლის პროგნოზები

„ადუღებული“ და „ჯიბეზე ნაგრძნობი“ 10,6%–იანი ეკონომიკური ზრდა vs 23%-ით გაზრდილი სიღარიბე - ეკონომიკის 2022 წლის პროგნოზები

access_time2022-02-16 11:00:11

„როდესაც ეკონომიკა იზრდება 10.6%-ით, ეს ნიშნავს იმას, რომ 10.6%-ით უმჯობესდება ქვეყანაში ეკონომიკური ვითარება. ეს ჯიბეზე იგრძნო ადამიანების დიდმა ნაწილმა, დიდმა ნაწილმა ვერ იგრძნო“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ 2021 წლის ეკონომიკური ზრდის შეფასებისას განაცხადა.


ეკონომიკა რომ დუღს, ამაზე პრემიერ-მინისტრიც საუბრობს, ამას მუდმივად გვახსენებს მთავრობაც და ოფიციალური სტატისტიკაც, თუმცა ფაქტია, რომ რეალურად მოსახლეობის ჯიბეზე ეს მაჩვენებელი არ აისახა, რადგან 2021 წელს ეკონომიკის ზრდის ფონზე ღარიბი მოსახლეობის რაოდენობაც გაიზარდა. გასული წლის განმავლობაში სოციალური შემწეობის მიმღებთან რაოდენობა 22,6%-ით გაიზარდა. 2021 წლის დეკემბერში საარსებო შემწეობას 643 167 ადამიანი იღებდა, ეს კი 118 569-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.


2022 წლის პროგნოზებით, საქართველოს ეკონომიკა წინა წლის მსგავს „დუღილს“ ვეღარ გააგრძელებს, რადგან მთავრობის, ეროვნული ბანკის და საერთაშორისო ორგანიზაციების პროგნოზით, მიმდინარე წელს ზრდა 7%-ს არ გადააჭარბებს.


2022 წლის ბიუჯეტის საბოლოო ვერსიის მიხედვით, მოსალოდნელია რეალური მშპ-ის ზრდა 6,0%-ის დონეზე, ხოლო ეკონომიკის მთლიანი მოცულობა დაახლოებით 65 მილიარდი ლარი იქნება, რაც პრემიერის განცხადებით, ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის გადაანგარიშების მიხედვით ისტორიულ მაქსიმუმზე გაგვიყვანს და 5500 დოლარს გადააჭარბებს. 2022 წლის ბიუჯეტის მიხედვით, უახლოეს წლებში ეკონომიკური ზრდა საშუალოდ 5,5%-ის დონეზე იქნება.


მთავრობასთან შედარებით ეკონომიკური ზრდის უფრო პესიმისტური პროგნოზი აქვს ეროვნულ ბანკს. სებ-მა დეკემბერში მაკროეკონომიკური საპროგნოზო სცენარები გამოქვეყნა, რომელთა მიხედვითაც საშუალოვადიან პერიოდში შეიძლება საქართველოს ეკონომიკა განვითარდეს. ეკონომიკურ ზრდა საბაზისო სცენარის მიხედვით 2022 წელს 5%-ით არის მოსალოდნელი. პოზიტიური სცენარის მიხედვით, 2022 წელს 6%, 2023-ში კი 5% იქნება. პესიმისტური სცენარის მიხედვით, 2022 წლის ეკონომიკური ზრდა 2%-ის დონეზეა ნავარაუდევი.


PMC კვლევითი ცენტრის პროგნოზით, 2022 წელს საქართველოს ეკონომიკა 5.6%-ით გაიზრდება. კვლევითი ცენტრის ოპტიმისტური სცენარის მიხედვით, წელს ეკონომიკა შესაძლოა 6.3%-თაც გაიზარდოს. პესიმისტური სცენარის შემთხვევაში PMC-ი ეკონომიკის 4.1%-იან ზრდას პროგნოზირებს.



მსგავსია კვლევითი ინსტიტუტების მოლოდინებიც. მაგალითად, თიბისი კაპიტალის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, 2022 წელს საქართველოს ეკონომიკის საშუალო ზრდა 5.5% იქნება. შედარებით განსხვავებულია საინვესტიციო ბანკის Galt & Taggart პროგნოზი, რომელიც წელს 5%-იან ზრდას მოელის.


საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch ეკონომიკისთვის წამყვან გამოწვევად მაღალ ინფლაციას ასახელებს, ხოლო ინფლაციის დონის შემცირებას 2022 წლის მეორე კვარტლიდან პროგნოზირებს. რაც შეეხება ეკონომიკური ზრდის პროგნოზს, Fitch 2022 წელს საქართველოში 5.5%-იან, 2023-ში კი 5.3%-იან ზრდას ელის.


საერთაშორისო სავალუტო ფონდში კი ამბობენ, რომ საქართველოს ეკონომიკა 2022 წელს 5.8%-ით გაიზრდება. ამ მაჩვენებლებით საქართველო ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ეკონომიკის აღდგენის მაჩვენებლებით ერთ-ერთ მოწინავე პოზიციას დაიკავებს. შესაბამისად, აღნიშნული ტენდენციის გათვალისწინებით, საქართველოს ეკონომიკა პანდემიამდელ მდგომარეობას სწორედ 2022 წლის ბოლოსათვის უნდა დაუბრუნდეს.


ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონალური ეკონომიკური პერსპექტივების ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც 2022 წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი 5.5%-ით გაიზრდება. EBRD-ის მიერ ეკონომიკური ზრდის პროგნოზი თანხვედრაშია მსოფლიო ბანკის გადაწყვეტილებასთან, რომელმაც საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5.5%-მდე დაადასტურა.


5%, 6% თუ 7% - რამდენით გაიზრდება რეალურად საქართველოს ეკონომიკა 2022 წელს, ეს ბევრ შიდა და გარე ფაქტორზეა დამოკიდებული, თუმცა სპეციალისტების განმარტებით, მოსახლეობამ რეალურად ჯიბეზე რომ იგრძნოს ეს, ჩვენი ზომის ქვეყნისთვის ორნიშნა ეკონომიკური ზრდა არის საჭირო.


ნინო თამაზაშვილი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up