ღარიბაშვილმა ჯარს მეორე სამკერვალო უყიდა - თავდაცვის სამინისტროს საწარმოების ისტორია

ღარიბაშვილმა ჯარს მეორე სამკერვალო უყიდა - თავდაცვის სამინისტროს საწარმოების ისტორია

access_time2021-04-28 10:00:59

ჩვენ შპსდელტა ტექსტილიხარჯების, ეკონომიისა და სამხედროებისთვის უმაღლესი ხარისხის პროდუქციის მიწოდების მიზნით დავაფუძნეთ“, - ამის შესახებ განცხადება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა და არსებულმა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2020 წლის 1 ოქტომბერს გააკეთა. მისი თქმით, შპსდელტა ტექსტილითანამედროვე სამკერვალო დანადგარებით ქართული ჯარისთვის ყველა სახის სანივთე ქონების წარმოებას უზრუნველყოფს. ასე აღმოჩნდა ყველა სხვა სამკერვალო საწარმოსთვის თავდაცვის სამინისტროს კარი დაკეტილი, მაშინ როდესაც წლების განმავლობაში, ჯარისთვის უნიფორმის დამზადების სახელმწიფო შესყიდვებში არაერთი კომპანია მონაწილეობდა.


„დელტა ტექსტილი“ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურმა ცენტრმა „დელტამ“ დააფუძნა. „დელტა ტექსტილმა“, რომლის 100%-იანი წილი სახელმწიფოს მფლობელობაშია, ევროპულ ბაზარზე აქტიურად მომუშავე ტექსტილის მწარმოებელი მსხვილი ქართული კომპანიის „ჯეო-ემ-ტექსის“ 49%-იანი წილი შეისყიდა. „ჯეო-ემ-ტექსი“ კი რომელიც 2015 წელს დაარსდა, „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარია, რომელსაც მთავრობამ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ 1 ლარად გადასცა. აღსანიშნავია, რომ „ჯეო-ემ-ტექს“-ის წარმომადგენელი გრიგორი მორჩილაძეა, რომელიც 2014 წლის აპრილში ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის, ბრძანებით სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მრჩევლის პოზიციაზე დაინიშნა.


იმ ფონზე, როდესაც სავალუტო ფონდი წლებია საქართველოში სახელმწიფო საწარმოების რეფორმირებაზე, გასხვისებაზე და იქ არსებულ „კვაზი ფისკალურ“ აქტივობებზე აკეთებს აქცენტს, თავის მხრივ კი მთავრობა სხვადასხვა პროექტებით აქტიურად ცდილობს სახელმწიფო საწარმოების პრივატიზებას, მსგავსი შესყიდვები არაერთ კითხვას ბადებს. გარდა ამისა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ერთის მხრივ მთავრობა აუქციონზე ყიდის საკუთრებაში არსებულ სამკერვალო შპს „დემეტრე 96“-ის, რომელიც თავდაცვის სამინისტროს შეკვეთებზე მუშაობდა, ხოლო მეორეს მხრივ ახალ საწარმოს ყიდულობს იმავე დანიშნულებისთვის.


„კომერსანტთან“ საუბარში სამკერვალო კომპანიების წარმომადგენლები სახელმწიფო სამკერვალო საწარმოს დაფუძნებას არ მიესალმებიან და აღნიშნავენ, რომ გარდა კონკურენტული გარემოს შეზღუდვისა, საეჭვოა ამან რეალური შედეგი გამოიღოს, რადგან თავის დროზე „დემეტრე 96“-ის შეძენაც წარუმატებელი აღმოჩნდა და დღეს მისი გასხვისება იგეგმება.



ქართული სამკერვალო „იმერის“ კომერციული ხელმძღვანელი ზაზა გვენეტაძე კი „კომერსანტთან“ ამბობს, რომ მსგავს ტენდერებში მონაწილეობა სამკერვალო კომპანიებისთვის ვინც ხარისხზეა ორიენტირებული წამგებიანია.


„სახელმწიფო ტენდერში მონაწილეობას სამკერვალო „იმერი“ არ იღებს, შესაძლოა უბრალოდ გამარჯვებული კომპანიის დაკვეთა შეასრულოს. ნაკლებად ვინტერესდებით მსგავსი ტენდერებით, რადგან იმედნად დაბალი ფასები არის, განსაკუთრებით ძალოვან სტრუქტურებში, რომ ჩვენი კომპანია შესაბამისი ხარისხით ვერ შეკერავს შეკვეთას, მაშინ წაგებაზე მოგვიწევს მუშაობა ან უხარისხო პროდუქციის მიწოდება“, - ამბობს ზაზა გვენეტაძე.


რაც შეეხება შპს „დემეტრე 96“-ს, რომელიც საქართველოს მთავრობამ ჯერ კიდევ ვერ გაყიდა. როგორც „კომერსანტს“ კომპანიის ყოფილი მფლობელი, დიზაინერი თათა ვარდანაშვილი უყვება, აღნიშნული ქონება ყადაღადადებულია, რომლის 100%-იანი წილის გასხვისება და  სამართლებრივი განკარგვა ეკონომიკის სამინისტროს აკრძალული აქვს, ამიტომ მისთვის გაუგებარია როგორ ახდენს მთავრობა ქონების აუქციონზე გაყიდვას ან ვინ შეიძლება 3.9 მლნ ლარად მისი ყიდვით დაინტერესდეს.


„ჩემთვის გაუგებარია აუქციონზე როგორ იყიდება ყადაღადადებული ქონება, რომლის 100%-იანი წილის გასხვისება და სამართლებრივად განკარგვა ეკონომიკის სამინისტროს აკრძალული აქვს. აღსრულების ეროვნულ სააგენტოს უფლება აქვს რომ ქონება გაასხვისოს, მაგრამ ეკონომიკის სამინისტროს არანაირი უფლება არ აქვს ქონება გაასხვისოს მანამ სანამ წილი დაყადაღებულია. გარდა ამისა, არსებობს ასეთი მექნიზმი სახელმწიფო გარანტიის და მათ შეუძლიათ გადმომცენ ეს ფურცელი რაც მიუთითებს რომ შემძენი თავისთავზე აიღებს და შეასრულებს ყველა ვალდებულებას, მაგრამ ამას არ აკეთებენ და არც აუქციონის აღწერაში აქვთ მითითებული ეს დეტალები. ვინმემ ამიხსნას რა აზრი აქვს ყადაღის ფურცელს თუ ადგებიან და მაინც იმას გააკეთებენ რაც მოესურვებათ? მყიდველი კი ნამდვილად არ გამოუჩნდება ასეთ ობიექტებს, ვინც დეტალურად გაერკვევა რა პრობლემები შეექმნება“, - ამბობს თათა ვარდანაშვილი.

 


თეგები:
სამკერვალო



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up