ღარიბაშვილმა ბიზნესის ინტერესი არ გაითვალისწინა - ბიზნესომბუდსმენის პოსტი საჯარო სექტორის წარმომადგენელმა დაიკავა

ღარიბაშვილმა ბიზნესის ინტერესი არ გაითვალისწინა - ბიზნესომბუდსმენის პოსტი საჯარო სექტორის წარმომადგენელმა დაიკავა

access_time2022-02-11 11:00:45

წელიწადი და ხუთი თვის შემდეგ ბიზნესომბუდსმენის პოსტი ვაკანტური აღარაა.  პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბიზნესომბუდსმენად ოთარ დანელია დანიშნა. მიუხედავად იმისა, რომ 2020-21 წლები ბიზნესისთვის საკმაოდ რთული და გამოწვევებით სავსე იყო, უწყების სრულფასოვანი ხელმძღვანელი ირაკლი ღარიბაშვილმა მხოლოდ ორი დღის წინ შეარჩია. თუმცა, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში კერძო სექტორის წარმომადგენლები ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტის არსებობის საჭიროებაზე აქტიურად საუბრობდნენ.

 

მათ მიაჩნდათ, რომ ბიზნესომბუდსმენი ბიზნეს სექტორთან პირდაპირი კონსულტაციით და უშალო მონაწილეობით უნდა დანიშნულიყო. ასევე იმედი ჰქონდათ, რომ ვაკანტურ პოსტს კერძო სექტორის წარმომადგენელი დაიკავებდა. 10 ბიზნესგაერთიანება მზად იყო, მონაწილეობა მიეღო შესაბამისი მოდელის დამუშავებაში, რაც ასევე გულისხმობს ომბუდსმენის აპარატის საქმიანობის ბიზნეს სექტორიდან დაფინანსებას. მოთხოვნებზე პასუხის გაცემა ვერ მოესწრო, მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თანამდებობა დატოვა, ირაკლი ღარიბაშვილმა კი, როგორ ჩანს, ბიზნესის ინტერესები არ გაითვალისწინა.

 

ბიზნესომბუდსმენის დანიშვნის წესის შეცვლას ითხოვდა „ლელოც“, ფრაქცია პარლამენტში ბიზნესომბუდსმენის შერჩევის ახალი წესის ინიცირებას გეგმავდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კანონპროექტზე მუშაობა დაწყებული იყო, თუმცა ფაქტია დოკუმენტმა დღის სინათლე ვერ იხილა.

 

საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდზე, უახლესი თარიღით მხოლოდ ერთი საკანონმდებლო წინადადება იძებნება, რომელიც საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილს ეკუთვნის. იგი ითხოვდა, რომ საქართველოს კანონი  „საქართველოს ბიზნესომბუდსმენის შესახებ“ ძალადაკარგულად გამოცხადდეს. ვანიშვილის აზრით, ადმინისტრაციული ორგანო რეალურად არაფერს აკეთებს. მისი თქმით, ხშირ შემთხვევებში უწყება არც კი პასუხობს მოქალაქეთა და იურიდიული პირების წერილებს. როგორც ის ამბობს, პირადად მას ბოლო 4 წელიწადში გაგზავნილ არც ერთ მიმართვაზე/წერილზე პასუხი არ მიუღია. 2020 წელს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს დაევალა საკანონმდებლო წინადადების განხილვა, თუმცა გადაწყვეტილება ვებ-გვერდზე ატვირთული არ არის.

 


საინტერესოა ის ფაქტიც, რომ 2022 წელს სახელმწიფო აუდიტის სამსახური ბიზნესომბუდსმენის მიერ განხორციელებული საქმიანობის ეფექტიანობის აუდიტს ჩატარებას გეგმავს. აუდიტის მიზანია შეფასდეს, რამდენად ეფექტიანად უზრუნველყოფს ბიზნესომბუდსმენი საქართველოს ტერიტორიაზე პირის მიერ სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის ზედამხედველობას.


სანამ სახელმწიფო აუდიტის სამსახური დამოუკიდებელ დასკვნას გამოაქვეყნებს, მანამდე გეტყვით, რომ „კომერსანტი“ აპარატის მუშაობის საკმაოდ ვრცელ არქივის ინახავს.

 

2019 წელს მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბიზნესომბუდსმენის პოსტზე მიხეილ დაუშვილი წარადგინა. მთავრობის სხდომაზე თქვა, რომ ეს კადრი მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საამაყო იყო. ბიზნესის წარმომადგენლები იმედოვნებდნენ, რომ მიხეილ დაუშვილი მინიმუმ იმ ხაზს მაინც გააგრძელებს, რაც მის წინამორბედს, ირაკლი ლექვინაძეს ჰქონდა. თუმცა დადებით მოლოდინები მოლოდინებად დარჩა მიხეილ დაუშვილმა ისე დატოვა ბიზნესომბუდსმენის კაბინეტი და გადაინაცვლა საკანონმდებლო ორგანოში, რომ ბიზნესის იმედი ვერ გაამართლა. აღსანიშნავია ისიც, რომ დაუშვილის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში აპარატი მედიასთან კომუნიკაციისგან თავს იკავებდა. არაერთი მცდელობის მიუხედავად მისი აზრის მოსმენა „კომერსანტის“ ჟურნალისტებმა ვერც ერთ საკითხზე ვერ შევძელით, რასაც ვერ ვიტყვით მის წინამორბედ ირაკლი ლექვინაძეზე. მის საქმიანობას ბიზნესიც მთლიანობაში დადებითად აფასებდა. კერძო სექტორის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ მნიშვნელოვანი საკითხები ოპერატიულად წყდებოდა, რაც ბიზნესისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. „კომერსანტთან“ საუბარში ბიზნესმენები ამბობდნენ, რომ შეზღუდული მანდატის მიუხედავად, ლექვინაძე მხარეებისთვის სათქმელის სწორად მიწოდებას ახერხებდა. ირაკლი ლექვინაძის 22-თვიანი მუშაობა ბიზნესომბუდსმენის აპარატში 565 განხილულ საქმესა და 68%-ით დაკმაყოფილებულ ბიზნესის მოთხოვნებს მოიცავდა.

 

ეფექტური ბიზნესომბუდსმენს უწოდებდნენ გიორგი გახარიას, რომელიც აპარატში 2013-2016 წლებში მუშაობდა. კერძო სექტორი „კომერსანტს“ უყვება, რომ 2013 წელს, როდესაც ბევრ ბიზნესს პრობლემები ჰქონდა, მაშინ ის პრობლემის აღქმაში დეტალებამდე ჩადიოდა და ყველას ეხმარებოდა. ბიზნესმენების ნაწილი მიიჩნევდა, რომ გახარია ძლიერი და დამოუკიდებელი ბიზნესომბუდსმენი იყო და ბიზნესის პულსს კარგად გრძნობდა.


ბიზნესომბუდსმენი ქვეყნისათვის ძალიან საჭირო ინსტიტუტი რომ არის, ამაზე კერძო სექტორი თანხმდება. იქნება თუ არა აპარატი ბიზნესის ხელისუფლებასთან ურთიერთობისთვის უმოკლესი და ეფექტიანი გზა ოთარ დანელიას თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში, ამას უახლოეს მომავალში გავიგებთ.

 

კომერსანტი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up