„ღარიბაშვილის განცხადება ახალი სოციალური ხედვის შესახებ არსებულ დღის წესრიგს აცდენილია“

„ღარიბაშვილის განცხადება ახალი სოციალური ხედვის შესახებ არსებულ დღის წესრიგს აცდენილია“

access_time2021-11-24 13:00:41

„ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება არსებულ დღის წესრიგს აცდენილია“, - ასე აფასებს სოციალური სამართლიანობის ცენტრის (ყოფილი EMC) სოციალური პოლიტიკის პროგრამის დირექტორი თათული ჭუბაბრია პრემიერ-მინისტრის განცხადებას ახალი სოციალურ ხედვის შესახებ. ღარიბაშვილის თქმით, ქვეყანაში არსებულ პოლიტიკა უნდა შეცვალოს და შრომისუნარიან მოქალაქეებს სახელმწიფომ ნაცვლად დახმარებისა, ახალ სამუშაო ადგილები უნდა  შესთავაზოს. თათული ჭუბაბრია ამბობს, რომ პრემიერის განცხადება წინააღმდეგობაში მოდის და არსებული მოდელის შესახებ ბევრ რამეს უარყოფს. მისი თქმით, საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ღარიბაშვილს ყურადღება არ გაუმახვილებია სოციალური კოდექსის რეფორმაზე, რომლის მიზანიცაა სოციალური დაცვის სისტემის გაძლიერება საქართველოში და მოიცავს მარეგულირებელი ჩარჩოს შემუშავებას სოციალური, ჯანმრთელობისა და დაზღვევის სექტორებისთვის.

 


„მაშინ, როცა ჯანდაცვის სამინისტრო თავად მუშაობს სოციალურ კოდექსზე, რომელიც მიზნად ისახავს სოციალური დაცვის სისტემის სრულყოფილი და ინტეგრირებული მიდგომის დანერგვას, დღევანდელ განცხადებაში არ იყო ნათქვამი, როგორ ითვალისწინებს ღარიბაშვილის დაპირება ამ კოდექსს. კოდექსი კი თავისთავად შრომის, სოციალური დაცვის და ბავშვთა დაცვის საკითხსაც მოიცავს. დღევანდელი განცხადება არსებულ დღის წესრიგს აცდენილი იყო, ასევე წინააღმდეგობაში მოდიოდა და უარყოფდა ბევრ რამეს არსებული მოდელის შესახებ. გასაგებია, რომ კოდექსმაც უნდა გადაიხედოს სოციალური დახმარებების სისტემებს და არსებულ სქემებს, მაგრამ ჯერ ვერავინ საუბრობს ჯანდაცვის სამინისტროში კონკრეტულად რა იქნება გადასახედი. ის, რომ შრომისუნარიანი ადამიანები იღებენ დახმარებას, გაკრიტიკებული არ არის თვით სოციალური პოლიტიკის დამგეგმარებლების მხრიდან ჯანდაცვის სამინისტროში. ასევე ბოლო წლების ცვლილებაა ისიც, რომ სოციალურ დახმარებას არ უხსნიან ადამიანებს იმის გამო, რომ მათ დასაქმება დაიწყეს. ის, რომ ე.წ. სოციალური დახმარებები ადამიანებს სიღარიბის მახეში აბამს, ესეც არასწორი განცხადებაა და აცდენილია მათსავე პოლიტიკას, რადგან ბოლო წლებში თავადვე გადახედეს სოციალური დახმარებების იმ სისტემას, რომელიც გამორიცხავდა დახმარების მიღებას დასაქმების შემთხვევაში“, - განაცხადა თათული ჭუბაბრიამ.

 


სოციალური სამართლიანობის ცენტრის სოციალური პოლიტიკის პროგრამის დირექტორის თქმით, ქართული ოცნება მუშაობს იმ მოდელით, რომელიც ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებამ შეიმუშავა. მისი თქმით, წლების განმავლობაში სოციალური დაცვის კუთხით ფუნდამენტური ცვლილება არ განხორციელებულა.




„პრობლემა, რაზეც წლებია ვსაუბრობთ, არის ის, რომ მიზნობრივი დახმარებები არის მწირი. დახმარებები, რომელიც სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ ადამიანებს ენიშნებათ, ბაზისურ საჭიროებებსაც ვერ ფარავს. სოციალური გასაცემლების მოცულობა ბიუჯეტიდან არაადეკვატურად დიდია და მაინც ვერ ფარავს საჭიროებებს. ახლა სწორედ ამის გადაფასება შეიძლება მოხდეს, მაგრამ დაახლოებით  ორი დეკადაა ამ პოლიტიკას ჯერჯერობით გადაფასება არ ჰქონია. მიზნობრივი დახმარებების გაცემა მხოლოდ მოწყვლად ჯგუფებზე მწირი ოდენობებით მიზანს ვერ აღწევას“, - აცხადებს თათული ჭუბაბრია.

 


შეგახსენებთ, რომ შრომის ბაზარზე არსებული გამოწვევის საპასუხოდ გასული წლის 1-ლი იანვრიდან დასაქმების სააგენტო ამოქმედდა. თუმცა, უმუშევრობის პრობლემასთან ბრძოლის სახელმწიფოს მესამე მცდელობაც წარუმატებელი აღმოჩნდა. 4 მილიონი ლარის ბიუჯეტის მქონე დასაქმების სააგენტომ გასულ წელს 352 ადამიანი დაასაქმა.


ბაჩო ადამია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up