ღარიბაშვილი: ივნისში ეკონომიკა 15-18 პროცენტით გაიზრდება

ღარიბაშვილი: ივნისში ეკონომიკა 15-18 პროცენტით გაიზრდება

access_time2021-07-20 15:00:27

პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ივნისშიც შენარჩუნდება. როგორც მან მთავრობის სხდომაზე აღნიშნა ზრდის ტემპი 15-18 პროცენტის ფარგლებში იმერყვევებს.

12 თვიანი უწყვეტი ვარდნის შემდეგ, ეკონომიკამ ზრდა მარტიდან დაიწყო. თუ მარტში წინ წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4%-იანი ზრდა დაფიქსირდა, აპრილში ზრდის ტემპმა 45%-ს მიაღწია, რამაც ამ დრომდე ბოლომდე პასუხგაუცემელი კითხვები გააჩინა. ზრდის ტემპი 25% იყო მაისშიც. პირველ კვარტალში დაფიქსირებული 4.5%-იანი ვარდნის მიუხედავად, იანვარ-მაისში კი ეკონომიკა ჯამურად 11.5%-ით გაიზარდა.

მშპ-ის ზრდის განსაზღვრისთვის მიმდინარე პერიოდთან ერთად საბაზისო - შესადარისი პერიოდის მაჩვენებლებიც მნიშვნელოვანია. გასულ წელს, ყველაზე მკაცრი ლოქდაუნი აპრილში იყო გამოცხადებული, რა დროსაც გარკვეული პერიოდი კერძო ავტომობილით გადაადგილება და ონლაინ ვაჭრობაც აიკრძალა, რის შედეგადაც ეკონომიკა 16.6%-ით შემცირდა. 13.5%-იანი ვარდნა იყო მაისშიც, ივნისში კი რეგულაციების შემსუბუქების შემდეგ ეკონომიკა შედარებით ნაკლებად - 7.7%-ით შემცირდა. წელს, გარდა იმისა რომ რეგულაციები შერბილებულია ეკონომიკა ძირითადად გასული წლის ვარდნის ფონზე იზრდება.

გასული წლის სექტემბერში, ფინანსთა სამინისტრომ პარლამენტს განსახილველად 2021-ის ბიუჯეტის თავდაპირველი ვერსია წარუდგინა, რომელიც 5%-იან ეკონომიკურ ზრდაზე იყო გათვლილი. ეპიდსიტუაციის დამძიმებისა და სავალუტო ფონდის რეკომენდაციის შემდეგ დეკემბერში დამტკიცებულ ბიუჯეტში ეკონომიკის 4.3%-იანი ზრდა იყო გათვალისწინებული. ამის შემდეგ სავალუტო ფონდმა საქართველოს მშპ-ის ზრდის პროგნოზი კიდევ შეუმცირა და 3.5%-ით განსაზღვრა. აპრილ-მაისის სწრაფი ზრდის შემდეგ კი პროგნოზები საპირისპირო მიმართულებით შეიცვალა მსოფლიო ბანკმა ის 6%-მდე გაზარდა, პარლამენტი კი ბიუჯეტის 1.1 მლრ ლარით გაზრდას განიხილავს და 4.3%-იან ზრდაზე დაგეგმილ ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს 7.7%-იან ზრდაზე აკეთებს.


ქვეყანაში რეგულაციების რეალური შემსუბუქება 17 მაისიდან კომენდანტის 23:00 სთ-მდე გადაწევითა დარესტორნებისთვის შაბათ-კვირას დახურულ სივრცეში მუშაობის მიცემის უფლებით  დაიწყო. ივნისში სახმელეთო საზღვრების გაიხსნა, ასევე გაუქმდა ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება. 1-ლი ივლისიდან გაუქმდა კომენდანტის საათიც.

დღემდე მთავარ გამოწვევად ვაქცინაციის დაბალი ტემპი და გაუარესებული ეპიდსიტუაცია რჩება. აპრილში ისრაელიდან ვიზიტორთა რაოდენობა 13 000%-ით გაიზარდა, მაისში 24 000%-ით, ივნისში კი 34 000%-ით. ზრდა სავარაუდოდ შენელდება, რადგან 23 ივლისიდან საქართველოდან ისრაელში დაბრუნებულ ნებისმიერ პირს, მაშინაც კი თუ სრულადაა აცრილი და კოვიდიც გადატანილი აქვს 7 დღიანი სავალდებულო კარანტინი მოუწევს. გაუარესბულ ეპიდვითარებას 5 ივლისს პოლონელი ტურისტის დაჭრაც დაემატა, რის შემდეგაც სპონტანურად ასობით ჯავშანი გაუქმდა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up