ღარიბაშვილი - 6 წელიწადში, 1150 სტუდენტს ხელი შევუწყეთ საუკეთესო უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელებაში

ღარიბაშვილი - 6 წელიწადში, 1150 სტუდენტს ხელი შევუწყეთ საუკეთესო უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელებაში

access_time2021-07-31 11:58:42

„ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტი კონცენტრირებული იყოს მხოლოდ საკუთარ განათლებაზე და არ ფიქრობდეს დამატებით ფინანსების მოძიებაზე, ჩემს თავზე მაქვს გამოცდილი და მოტივაცია აქედან მივიღე,რომ განათლების საერთაშორისო ცენტრის პროექტი განგვეხორციელებინა“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განათლების საერთაშორისო ცენტრის 2021-2022 წლის სტიპენდიანტებსა და კურსდამთავრებულებთან შეხვედრისას განაცხადა.

 

 

მთავრობის მეთაურის თქმით, განათლების საერთაშორისო ცენტრმა  6 წელიწადში 1150 საუკეთესო სტუდენტი შეარჩია და ხელი შეუწყო მათ საუკეთესო უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელებას.


 

 

"პირველ რიგში მე მინდა მოგილოცოთ ზოგს დაბრუნება, ზოგი მე ვიცი, რომ მიემგზავრებით. ძალიან მოკლედ მინდა ჩვენს მოსახლეობას და ახალგაზრდებს ვუთხრა,  რომლებიც გვისმენენ ახლა, ამ პროექტის შესახებ. პროექტი, რომელიც ჩვენ ერთად დავიწყეთ 2014 წელს, აღმოჩნდა, რომ არის ძალიან წარმატებული. მე შედეგებით და ფაქტებით ვისაუბრებ. 6 წელიწადში დაახლოებით 1150 საუკეთესო სტუდენტი შევარჩიეთ და ხელი შევუწყეთ მათ საუკეთესო უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელებას. რა თქმა უნდა, ამ პროექტიდან ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ მაქსიმალური ინვესტიცია ჩავდეთ ჩვენს ყველაზე დიდ აქტივში-ახალგაზრდობაში. ადრეც მითქვამს და მინდა გავიმეორო, რომ ჩვენთვის ყველაზე დიდი ფასეულობა არის განათლება და ზოგადად ჩვენი ახალგაზრდობა, ვინაიდან მომავალი გეკუთვნით თქვენ. მე ვიცი, რომ ძალიან ბევრ გამორჩეულად ნიჭიერ ახალგაზრდას არ აქვს შესაძლებლობა, რომ სანამ საქართველოში იქნება შესაბამისი სტანდარტების განათლების დონე, სწავლა გააგრძელონ უცხოეთში, უმაღლეს სასწავლებლებში. მე ვიცი რაოდენ მნიშვნელოვანია მათთვის სწავლის გაგრძელება უცხოეთში. მე პირადად მაქვს გამოცდილი, ჩემს თავზე, 20 წლის წინ, როცა მე ვსწავლობდი საფრანგეთში, ვიცი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ზოგადად ის, რომ სტუდენტი კონცენტრირებული იყოს მხოლოდ საკუთარ განათლებაზე და არ ფიქრობდეს თუნდაც დამატებით ფინანსების მოძიებაზე და აშ.. ეს ჩემს თავზე მაქვს გამოცდილი და სწორედ ინსპირაცია თუ მოტივაცია აქედან მივიღე და მოგვეცა შესაძლებლობა, რომ ჩვენ ყველამ ეს პროექტი განვახორციელეთ. ვიმეორებ, 6 წელიწადში 1150 საუკეთესო სტუდენტი იქნა შერჩეული და გაგზავნილი უცხოეთში, რომლებიც დაბრუნდნენ საქართველოში",-განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up