2019 წელს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ 2750 ინსპექტირება განხორციელდა

2019 წელს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ 2750 ინსპექტირება განხორციელდა

access_time2019-12-30 15:38:31

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, 2019 წელს, 2750 რეგულირების ობიექტის გეგმური და არაგეგმური ინსპექტირება განახორციელეს, რომლის შედეგად, 1992 სამართალდარღვევა გამოვლინდა. ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.


„მათ შორის შემოწმდა: ხე-ტყის დამზადების სპეციალური 9 ლიცენზია, სამონადირეო მეურნეობისა და თევზჭერის სპეციალური 10 ლიცენზია, გარემოზე ზემოქმედების ნებართვის/ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის მფლობელი 106 ობიექტი. მათ შორის შემოწმდა პარკების მწარმოებელი 33 ობიექტი, 20 ობიექტზე აიღეს ნიმუშები გენმოდიფიცირებული ცოცხალი ორგანიზმების იდენტიფიცირების მიზნით და ასევე - ქვეყნის მასშტაბით, 188 ავტოგასამართი სადგურის რეზერვუარებიდან დიზელის საწვავის 270 ერთეული სინჯია აღებული.



გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ერთ-ერთი მთავარი საქმიანობა, პრევენციული ღონისძიებების გატარებაა. სწორედ ამ მიზნით განხორციელდა გენმოდიფიცირებული ცოცხალი ორგანიზმების, საწვავის ხარისხის, შავი ზღვის დაბინძურების, თევზჭერის, მრგვალი ხე-ტყის გადამამუშავებელი საამქროებისა და სხვა ობიექტების კონტროლი.



2019 წელს განხორციელდა პრევენციული ღონისძიებები არარეგისტრირებული სახერხი საამქროების ფუნქციონირების, ასევე უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის გადამუშავების ფაქტების პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით. დღეს არსებული მდგომარეობით, მერქნული რესურსების მართვის ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირებულია მრგვალი ხე-ტყის (მორის) გადამამუშავებელი 741 საამქრო. ამასთან, გამოვლინდა 225 არარეგისტრირებული, უკანონო სახერხი საამქრო.




რაც შეეხება შავი ზღვის დაბინძურებისა და თევზჭერის კონტროლს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს მიერ, 2019 წელს განხორციელდა საქართველოს ნავსადგურებში შემოსული 251 გემის ინსპექტირება გარემოსდაცვით მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით; სხვადასხვა დარღვევის გამო, 32 მცურავი საშუალების პასუხისმგებელ პირთა მიმართ გატარდა შესაბამისი ზომები. დაფიქსირდა გემებიდან ზღვის დაბინძურების 6 შემთხვევა. პასუხისმგებელი პირები დაჯარიმდნენ - თითოეული 65 000 ლარით. გარემოსთვის მიყენებული ზიანის საერთო ოდენობამ შეადგინა 10 806,9 ლარი. შავი ზღვის აკვატორიაში განხორციელებული კონტროლის შედეგად გამოვლინდა თევზჭერის წესების დარღვევის 24 ფაქტი.



გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეფექტური მუშაობისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში მოქმედ, 24-საათიან ცხელ ხაზს. 2019 წელს, ცხელ ხაზზე (153) გარემოსდაცვითი სავარაუდო სამართალდარღვევის შესახებ 3 174 შეტყობინება შემოვიდა. აღსანიშნავია მოქალაქეების აქტიურობა და შეტყობინებების თემატიკის მრავალფეროვნება: სახერხი საამქროების ტექნიკური რეგლამენტის დარღვევა, ტყის კანონმდებლობის დარღვევა, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება, ნარჩენებით გარემოს დაბინძურება, უკანონო თევზჭერა, უკანონო ნადირობა და სხვა.



თითოეულ შეტყობინებაზე დეპარტამენტის მიერ განხორციელდა რეაგირება და გატარდა კანონმდებლობით დადგენილი ზომები“ – ნათქვამია ინფორმაციაში.







არაექსპლუატირებადი ტერასები, დაუსრულებელი მოაჯირები, გაუქმებული მწვანე სახურავი- რა სამშენებლო დარღვევები აღმოაჩინა მუნიციპალურმა ინსპექციამ „გალერია თბილისში“

არაექსპლუატირებადი ტერასები, დაუსრულებელი მოაჯირები, გაუქმებული მწვანე სახურავი- რა სამშენებლო დარღვევები აღმოაჩინა მუნიციპალურმა ინსპექციამ „გალერია თბილისში“
access_time2020-02-24 20:00:17
მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ „გალერია თბილისი“ 4 000 ლარით დააჯარიმა, მიზეზი ის სამშენებლო სამართალდარღვევებია, რომელიც დედაქალაქის მთავრობამ მრავალფუნქციურ სავაჭრო ცენტრში აღმოაჩინა.   სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება მუნიციპალურმა ინსპექციამ გასული წლის 19 ნოემბერს დაიწყო. ოფიციალური დოკუმენტის მიხედვით ირკვევა, რომ ბიძინა ივანიშვილის...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-02-24 21:30:50
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.ვასილ ურუშაძე: ქვეყნის ლოგისტიკური ეფექტიანობა ფსკერზეა, გამართული სატრანსპორტო სისტემის გარეშე ბიზნესის კეთება აბსურდია ლოგისტიკური მაჩვენებლების გაუარესების ფონზე არის თუ არა შესაძლებელი საქართველო ბიზნესის საკეთებლად...

დამსაქმებელთა ასოციაციის და English Book Education-ის ერთობლივ ნეთვორქინგ ღონისძიებას უმასპინძლებენ

დამსაქმებელთა ასოციაციის და English Book Education-ის ერთობლივ ნეთვორქინგ ღონისძიებას უმასპინძლებენ
access_time2020-02-24 14:30:17
ბიზნეს გაერთიანება - საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციისა და English Book Education-ის ორგანიზებით “ნეთვორქინგ” ღონისძიება გაიმართება, რომელსაც 100-მდე კომპანიის წარმომადგენელი დაესწრება. საქართველოში დღითიდღე აქტუალური ხდება TOEIC ტესტი, რომლის ჩაბარებაც 1979 წლიდან აუცილებელი მოთხოვნაა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში საერთაშორისო ორგანიზაციებში თანამშრომლების მისაღებად. ღონისძიების მიზანია, მონაწილეებმა მიიღებენ ინფორმაცია თავიანთი ბიზნეს საქმიანობის სტანდარტების გაუმჯობესების...

რუსეთის დუმის დეპუტატი გენადი ონიშენკო სვირინგების აკრძალვას ითხოვს

რუსეთის დუმის დეპუტატი გენადი ონიშენკო სვირინგების აკრძალვას ითხოვს
access_time2020-02-24 18:30:23
რუსეთის დუმის დეპუტატი,განათლების კომიტეტის მდივანი   გენადი ონიშნეკო  რუსულ რადიოსთან ინტერვიუში სვირინგების საშიშროებაზე ალაპარაკდა. ონიშენკო მიიჩნევს, რომ სვირინგების მიმართ სიყვარული სქესობრივი ჰორმონების სიჭარბეს უკავშირდება. „ეს უფრო მძიმე გამოვლინებაა იმ სულიერი ინტელექტუალური კრიზისის, რომელსაც საზოგადოება გაინცდის. საერთოდაც, ეს სვირინგები უნდა აიკრძალოს.“ - განაცხადა პარლამენტარმა. მისი თქმით, სვირინგებით სხეულის...

ფაბიო მანინი -„ქუთაისის „ტორპედოს“ დიდი ისტორია აქვს,ჩვენ ამ სახელით სასტუმროს აშენება გვინდა“

ფაბიო მანინი -„ქუთაისის „ტორპედოს“ დიდი ისტორია აქვს,ჩვენ ამ სახელით   სასტუმროს აშენება გვინდა“
access_time2020-02-24 16:30:04
„არ ვეძებდი მცირე და უმნიშვნელო კლუბებს, მინდოდა საუკეთესო. ქუთაისის „ტორპედო“  არაერთი თასის მფლობელი გახდა, ორი წლის წინ ასევე დიდი გამარჯვება მოიპოვა, შესაბამისად ჩავთვალე, რომ ეს საუკეთესო ვარიანტი იყო ჩემთვის“-ამის შესახებ „კომერსანტთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში  ქუთაისის „ტორპედოს“ ახალმა მფლობელმა,იტალიელმა ბიზნესმენმა ფაბიო მანინიმ...


მსგავსი სიახლეები

up