გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი: დეპარტამენტის ადმინისტრაციული მიწერილობის საფუძველზე სოკოს საწარმო „თეთრმა ქუდმა“ საქმიანობა უნდა შეაჩეროს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი: დეპარტამენტის ადმინისტრაციული მიწერილობის საფუძველზე სოკოს საწარმო „თეთრმა ქუდმა“ საქმიანობა უნდა შეაჩეროს

access_time2021-08-02 16:20:00

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მიმდინარე წლის 29 ივლისს შპს „თეთრი ქუდის“ კუთვნილი სოკოს საწარმოს დათვალიერება მოახდინეს. ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.


„გაირკვა, რომ საწარმო კომპოსტის (ნარჩენის აღდგენა) წარმოების მიზნით საქმიანობას კვლავ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გარეშე ახორციელებს.


დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დათვალიერების შესახებ ინსპექტირების აქტი შეადგინეს და ფოტომასალა გადაიღეს. ვინაიდან გამოვლენილი სამართალდარღვევა არ არის პირველი შემთხვევა და მასში სისხლის დანაშაულის ნიშნები იკვეთება, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, პროკურატურაში გადაიგზავნა.



კომპანიას კი, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გაეგზავნა ადმინისტრაციული მიწერილობა, რომლის თანახმად, „გარემოს დაცვის შესახებ“ კანონის საფუძველზე, „თეთრმა ქუდმა“ დაუყოვნებლივ უნდა შეაჩეროს სოკოს საწარმოში საქმიანობა კომპოსტის წარმოების მიზნით. საქმიანობა უნდა შეჩერდეს, სანამ შპს „თეთრი ქუდი“ არ მიიღებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ, სავალდებულო, შესაბამის გარემოსდაცვით გადაწყვეტილებას.




დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბოლო 3 წელში „თეთრ ქუდში“ არაერთი სამართალდარღვევა გამოავლინეს; 2019 წელს „თეთრი ქუდის“ მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 79 (7) მუხლის პირველი ნაწილით შეადგინეს.


აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს საქმიანობის განხორციელებას შესაბამისი სკრინინგის გადაწყვეტილების ან გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გარეშე.


დეპარტამენტის მიერ, შპს „თეთრ ქუდზე“ გაიცა ადმინისტრაციული მიწერილობა და მას დაევალა არ განეხორციელებინა გარემოზე ზემოქმედების შეფასებისთვის დაქვემდებარებული საქმიანობა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გარეშე. ოქმის საფუძველზე კი, 2020 წელს, გარდაბნის მაგისტრმა სასამართლომ „თეთრი ქუდი“ სამართალდამრღვევად სცნო და 7 500 ლარის ოდენობის ჯარიმაც დააკისრა.



2020 წლის აგვისტოში, დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა შპს „თეთრი ქუდის“ მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი ისევ შეადგინეს, ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 79 (7) მუხლის მეორე ნაწილით. ოქმის საფუძველზე, რუსთავის სასამართლომ „თეთრი ქუდი“ სამართალდამრღვევად ცნო და განმეორებითი სამართალდარღვევისთვის, 20 ათასი ლარით დააჯარიმა. „თეთრი ქუდი“ სამართალდამრღვევად ცნო თბილისის სააპელაციო სასამართლომაც“ – ნათქვამია ინფორმაციაში.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up