გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის  საკანონმდებლო საკითხებზე საჯარო განხილვა გაიმართა

გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის საკანონმდებლო საკითხებზე საჯარო განხილვა გაიმართა

access_time2021-12-01 11:30:00

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებების პროექტების საჯარო განხილვა გაიმართა. ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს.



„მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საჯარო განხილვები ხელს უწყობს გადაწყვეტილების მიღების პროცესში დაინტერესებული საზოგადოების წარმომადგენელთა მაქსიმალურ ჩართულობას.



შეხვედრა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა, თამარ ალადაშვილმა გახსნა. გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის კანონის შესახებ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის იურიდიული სამსახურის უფროსმა, არჩილ ადამიამ ისაუბრა, კანონქვემდებარე აქტების პროექტები მონაწილეებს მთავარმა სახელმწიფო ინსპექტორმა, ნელი კორკოტაძემ გააცნო.




საჯარო განხილვა ონლაინ გაიმართა და მასში მონაწილეობის შესაძლებლობა ყველა დაინტერესებულ პირს ჰქონდა. მონაწილეებმა კანონთან მიმართებაში თავიანთი მოსაზრებები წარადგინეს.



,,გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ” კანონი, რომელიც 2021 წელს დამტკიცდა, „დამბინძურებელი იხდის“ პრინციპს ეფუძნება და მისი მიზანი გარემოსთვის ზიანის მიყენებასთან დაკავშირებული საკითხების პრევენციის და აღმოფხვრის ხელშეწყობაა. კანონის თანახმად, თუ საწარმო, საქმიანობის შედეგად, მნიშვნელოვნად დააზიანებს გარემოს, ის თავად იქნება ვალდებული, გაიღოს საჭირო ფინანსური რესურსი და აღმოფხვრას გარემოსთვის მიყენებული ზიანი.
აღსანიშნავია, რომ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში საქართველო პირველია, რომელიც ქმნის, გარემოსდაცვით ფონდს. გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებისთვის გადახდილი თანხები მიემართება სახელმწიფო ბიუჯეტში შექმნილ სპეციალურ ანგარიშზე, ე.წ., გარემოსდაცვით ფონდში. აღნიშნულ ფონდში დაგროვებული თანხები მოხმარდება გარემოს მდგომარეობის გასაუმჯობესებელი ღონისძიებების დაგეგმვას და განხორციელებას.



„გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ” საქართველოს კანონის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტები შემუშავდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, მმართველობის რეფორმის ფონდის (GRF) პროექტის ფარგლებში“ – ნათქვამია ინფორმაციაში.



თეგები:
განხილვა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up