გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გაეროს განვითარების პროგრამას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გაეროს განვითარების პროგრამას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

access_time2021-04-14 10:30:00

გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის კანონის აღსრულების ხელშეწყობის მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გაეროს განვითარების პროგრამას (UNDP) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.


მემორანდუმს ხელი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და UNDP-ის მოქმედმა ხელმძღვანელმა, ანა ჩერნიშოვამ მოაწერეს.



მემორანდუმი სამინისტროს, მის სისტემაში შემავალ უწყებებსა და კერძო სექტორს შორის მჭიდრო თანამშრომლობას ითვალისწინებს გარემოზე ზემოქმედების შეფასების მოქნილი მექანიზმის შემუშავების, გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებისა და საშუალო სკოლებში გარემოსდაცვითი განათლების დანერგვის მიმართულებებით.



„საჯარო, კერძო და სამოქალაქო სექტორების თანამშრომლობა მნიშვნელოვანია საქართველოს გარემოსდაცვითი მიზნების მისაღწევად. ჩვენთვის გარემოსდაცვითი კანონმდებლობის შემუშავება და აღსრულება უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს. მადლობას ვუხდი ევროკავშირს, გაეროს განვითარების პროგრამას და შვედეთის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მრავალწლიანი თანამშრომლობისა და გაწეული მხარდაჭერისთვის. გარემოსდაცვითი პოლიტიკის განვითარების პროცესში, ჩვენთვის ტექნიკურ მხარდაჭერას, რომელსაც დონორი და პარტნიორი ორგანიზაციები ახორციელებენ, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს“,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.




„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მემორანდუმი, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში გარემოს დაცვის ეფექტიან უზრუნველყოფას. მოხარული ვარ, რომ მთავრობასთან და შვედ პარტნიორებთან თანამშრომლობით გვექნება საქართველოს მწვანე ქვეყანად განვითარების ხელშეწყობის შესაძლებლობა“, - განაცხადა ანა ჩერნიშოვამ.
106,000 აშშ დოლარის ღირებულების ცხრათვიანი პროექტი UNDP-სა და შვედეთის მთავრობის ფართომასშტაბიანი პროგრამის ფარგლებში განხორციელდება, რომლის მიზანსაც საქართველოს საჯარო სექტორში მიმდინარე რეფორმირების პროცესის ხელშეწყობა წარმოადგენს.


„გარემოს დაცვა ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა. შვედეთი მხარს უჭერს საქართველოს მიერ მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას. მოხარული ვარ ქვეყანაში გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის კანონის აღსრულების ხელშეწყობის პროცესში მონაწილეობით”, - განაცხადა საქართველოში შვედეთის ელჩის მოადგილემ, შვედეთის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ერიკ ილესმა.


აღსანიშნავია, რომ, 2021 წლის მარტში, საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ, რომელიც ძალაში 2022 წელს უნდა შევიდეს. UNDP-ის მხარდაჭერით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო დაასრულებს აღნიშნული კანონის ხუთი კანონქვემდებარე აქტის შემუშავებას, რომლებშიც დეტალურად იქნება გაწერილი გარემოზე ზემოქმედების მონიტორინგისა და მიყენებული ზიანის შემთხვევაში ვალდებულების დაკისრებისა და აღსრულების მექანიზმები.


მემორანდუმის ფარგლებში, სამინისტროს 60 თანამშრომელი გადამზადდება გარემოსდაცვითი მონიტორინგის ჩატარებისა და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის აღსრულების საკითხებში.


ღონისძიებას მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი თამარ ალადაშვილი, ევროკავშირის წარმომადგენელი საქართველოში, ატაშე/კავშირის, ენერგიის, გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილებების სექტორის კოორდინატორი ალექსანდრე დარასი და სამინისტროს შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up