გარემოსდაცვითი განათლების ღონისძიებათა კოორდინაციის გაუმჯობესების მიზნით,  საკოორდინაციო საბჭო შეიქმნა

გარემოსდაცვითი განათლების ღონისძიებათა კოორდინაციის გაუმჯობესების მიზნით, საკოორდინაციო საბჭო შეიქმნა

access_time2022-08-05 12:30:00

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში გარემოსდაცვითი განათლების საკოორდინაციო საბჭო შეიქმნა. ინფორმაციას გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ავრცელებს.


გარემოსდაცვითი განათლების საკოორდინაციო საბჭოს შექმნის მიზანი ქვეყნის მასშტაბით დაგეგმილი გარემოსდაცვითი განათლების ღონისძიებათა კოორდინაციის გაუმჯობესებაა. ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობისა და ერთმანეთთან დაკავშირებულ თემებზე ერთობლივი კამპანიების ჩატარების პრაქტიკის დანერგვა ორგანიზაციებს უფრო მეტი სამიზნე ჯგუფისა თუ არეალის დაფარვის საშუალებას მისცემს და, შესაბამისად, გაზრდის საინფორმაციო კამპანიებისთვის გამოყოფილი ფინანსური რესურსების ხარჯეფექტიანობას.


საბჭოს პირველი შეხვედრა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა გახსნა და გარემოსდაცვითი განათლების საკოორდინაციო საბჭოს მნიშვნელობაზე ისაუბრა.


„გარემოს დაცვასთან დაკავშირებული საკითხების კომპლექსურობის და მისი სხვა სექტორებთან მჭიდრო კავშირის, ასევე სამიზნე ჯგუფების სიმრავლისა და მრავალფეროვნების გამო, მნიშვნელოვანია ცნობიერების ამაღლების კამპანიების უფრო მეტად სტრუქტურიზება და სისტემატიზაცია“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.



საბჭოს ფარგლებში შეიქმნება ინფორმაციის გაცვლის პლატფორმა, რომელიც საშუალებას მისცემს სხვადასხვა გარემოსდაცვითი პროექტის განმახორციელებელ ორგანიზაციებს, გაცვალონ ინფორმაცია მათ მიერ დაგეგმილი ღონისძიების თაობაზე და ასევე, მიიღონ ინფორმაცია სხვა დაგეგმილი კამპანიების შესახებ.





დმიტრო კულება - უკრაინაში ომი მხოლოდ პუტინის არ არის, მას რუსების უმეტესობა უჭერს მხარს, მოდით, რუსები დატკბნენ რუსეთით

დმიტრო კულება - უკრაინაში ომი მხოლოდ პუტინის არ არის, მას რუსების უმეტესობა უჭერს მხარს, მოდით, რუსები დატკბნენ რუსეთით
access_time2022-08-11 23:50:01
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა გერმანიის კანცლერს უპასუხა....

კოპენჰაგენში გამართულ დონორთა კონფერენციაზე უკრაინის დასახმარებლად 1,5 მილიარდი ევროს გამოყოფაზე შეთანხმდნენ

კოპენჰაგენში გამართულ დონორთა კონფერენციაზე უკრაინის დასახმარებლად 1,5 მილიარდი ევროს გამოყოფაზე შეთანხმდნენ
access_time2022-08-11 23:00:12
​კოპენჰაგენში გამართულ დონორთა კონფერენციაზე უკრაინის დასახმარებლად 1,5 მილიარდი ევროს გამოყოფაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ განცხადება დანიის თავდაცვის მინისტრმა, მორტენ ბედსკოვმა გააკეთა. ინფორმაციას...

გაერო-ს გენერალური მდივანი მოითხოვს, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან სამხედრო აქტივობა დაუყოვნებლივ შეწყდეს

გაერო-ს გენერალური მდივანი მოითხოვს, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან სამხედრო აქტივობა დაუყოვნებლივ შეწყდეს
access_time2022-08-11 22:00:03
გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიუ...

ევროკომისია - რუსებისთვის ვიზის გაცემის საკითხი წევრი ქვეყნების კომპეტენციაა

ევროკომისია - რუსებისთვის ვიზის გაცემის საკითხი წევრი ქვეყნების კომპეტენციაა
access_time2022-08-11 21:00:11
ევროკომისიაში აცხადებენ, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის საკითხი წევრი ქვეყნების კომპეტენციაა და ცალკეულ სახელმწიფოს შეუძლია საკუთარი უსაფრთხოებიდან გამომდინარე მიიღოს გადაწყვეტილება. ამის შესახებ ევროკომისიის წარმომადგენელმა ანიტა ჰიპერმა...

მიმდინარე თვის ბოლოსთვის საწვავის ფასების შემცირებას ველოდებით — ლევან დავითაშვილი

მიმდინარე თვის ბოლოსთვის საწვავის ფასების შემცირებას ველოდებით — ლევან დავითაშვილი
access_time2022-08-11 20:00:25
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და ფინანსთა მინისტრები ლევან დავითაშვილი და ლაშა ხუციშვილი დღეს საწვავის რეალიზატორი მსხვილი ქსელების წარმომადგენლებს შეხვდნენ და მათთან ერთად ნავთობპროდუქტების სამომხმარებლო ბაზარზე არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს. ეკონომიკის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე, რომელშიც ასევე კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი ლექვინაძე მონაწილეობდა, საწვავის ბაზარზე არსებული პროგნოზები, კონკურენციის საკითხები და მარჟების მინიმუმამდე დაყვანის შესაძლებლობები...


მსგავსი სიახლეები

up