გარემოს ეროვნული სააგენტო, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, ქვეყანაში ზედაპირული და მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლების მონიტორინგის ქსელის გაუმჯობესებისთვის აქტიურად მუშაობს

გარემოს ეროვნული სააგენტო, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, ქვეყანაში ზედაპირული და მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლების მონიტორინგის ქსელის გაუმჯობესებისთვის აქტიურად მუშაობს

access_time2021-06-15 11:40:00

პროექტის „ევროკავშირის წყლის ინიციატივა პლიუსი აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებისათვის (EUWI+)“ ფარგლებში, მოეწყო და თანამედროვე დანადგარებით აღიჭურვა ზედაპირული და მიწისქვეშა წყლების სადამკვირვებლო სადგურები, რომლებიც ძირითადი რაოდენობრივი და ხარისხობრივი მახასიათებელი პარამეტრების (წყლის დონე, დებიტი, ტემპერატურა, წყალში გახსნილი მყარი ნაწილაკები, ელექტროგამტარობა, წყალბად-იონთა კონცენტრაცია) შესახებ უწყვეტ მონიტორინგს და მონაცემთა ავტომატურ რეჟიმში მოწოდების საშუალებას იძლევა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.


მიღებული მონაცემების საფუძველზე, შესაძლებელია ზედაპირული და მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლების მაჩვენებლების დროში ცვალებადობის გამოვლენა-დადგენა, რაც ითვალისწინებს ჰიდროლოგიური და ჰიდროგეოლოგიური მოკლე ან გრძელვადიანი პროგნოზების შედგენას.



„ევროკავშირი აგრძელებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერას წყლის რესურსების მართვის რეფორმის განხორციელების პროცესში. ევროკავშირის პროექტის ფარგლებში, გარემოს ეროვნულ სააგენტოს მონიტორინგის სადგურები გადაეცა, რომლებიც მიწისქვეშა წყლების დაკვირვების სისტემის სრულყოფას ემსახურება. რეფორმის განხორციელების პროცესი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იმისათვის, რომ საქართველომ შეძლოს რაციონალურად და მდგრადად აითვისოს როგორც ზედაპირული, ასევე მიწისქვეშა წყლები”, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა.




აღსანიშნავია, რომ ზედაპირული და მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლების მონიტორინგის ქსელის გაუმჯობესება ხელს შეუწყობს წყლის რესურსების ეფექტურად მართვის უზრუნველყოფას.



საქართველოში, ევროკავშირის წყლის ჩარჩო დირექტივის მოთხოვნათა შესაბამისად, წყლის სექტორის მნიშვნელოვანი რეფორმა ხორციელდება, რომელიც უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, ევროკავშირის წყლის ჩარჩო დირექტივით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისა და წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვის პრინციპების დანერგვისთვის.



პროექტი ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD), გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) და ევროკავშირის წევრი ქვეყნების კონსორციუმის მიერ ხორციელდება, რომელიც შედგება ავსტრიის გარემოს სააგენტოს (Umweltbundesamt) და საფრანგეთის წყლის საერთაშორისო ოფისისგან (International Office of Water / Office International de l’Eau).







ლარი მცირედით გაუფასურდა

ლარი მცირედით გაუფასურდა
access_time2021-08-03 18:00:52
3 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.06 თეთრით 3.1048-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე კი დღის ბოლოს კურსი 3.1065-ზე დაფიქსირდა. დოლარის მსგავსად ლარი ასევე გაუფასურდა ევროსთან, 0.13 თეთრით 3.69.19-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 0.86 თეთრით 4.3247-მდე, თურქულ ლირასთან 0.17 თეთრით 0.3729-მდე, 100 რუსულ რუბლთან 0.55 თეთრით 4.2633-მდე, 1000 სომხურ დრამთან 2.92 თეთრით 6.3566-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან კი უმნიშვნელო 0.01 თეთრით 1.8265-მდე...

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი
access_time2021-08-03 21:00:09
დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი:   1. ბიზნესმენების აზრი – იყო თუ არა გახარია „ბოლი“ პრემიერი? ბიზნესმენი დავით ბეგიაშვილი: „ბიზნესს გიორგი გახარიამ ვერანაირი სარგებელი ვერ მოუტანა. ჯერ კიდევ ბიზნესომბუდსმენის პოსტზე, მას სექტორის სასარგებლად ფაქტობრივად არაფერი გაუკეთებია“.   2. ინფლაცია 10–წლიან...

კულუმბეგოვი შეზღუდვების, მათ შორის კომენდანტის საათის შემოღებას ითხოვს

კულუმბეგოვი შეზღუდვების, მათ შორის კომენდანტის საათის შემოღებას ითხოვს
access_time2021-08-03 16:00:25
ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი„ფეისბუქის“ პირად გვერდზე გარკვეული შეზღუდვების სასწრაფოდ დაწესების აუცილებლობაზე საუბრობს.   „კომერსანტი“ მის პოსტს უვლელად გთავაზობთ:   „სამედიცინო პირბადე ყველგან, KN95 პირბადე რისკის დაავადების პირებისთვის, ღამის გადაადგილების აკრძალვა, რესტორნები მხოლოდ ღია სივრცეში, 5 ადამიანზე მეტის შეკრების შეზღუდვა, მასიური ტესტირების და ვაქცინაციის ცენტრები...   შეზღუდვები უსწრაფესად ასამოქმედებელია,...

GALT & TAGGART: ინფლაციის ორნიშნა მაჩვენებელს 2022 წლის I კვარტალშიც უნდა ველოდოთ

GALT & TAGGART: ინფლაციის ორნიშნა მაჩვენებელს 2022 წლის I კვარტალშიც უნდა ველოდოთ
access_time2021-08-03 17:00:00
ივლისში ინფლაციის ტემპი კიდევ უფრო დაჩქარდა და ორნიშნულიან მაჩვენებელს 11.9%-ს მიაღწია, რაც 10-წლიანი რეკორდია. ამ ფონზე, Galt & Taggart-ის ეკონომისტი ლაშა ქავთარაძე ინფლაციის ორნიშნა მაჩვენებელს პროგნოზირებს 2022 წელსაც. მისი თქმით, მომდევნო თვეებში ინფლაცია კვლავ ორნიშნა მაჩვენებელზე იქნება და შესაძლოა უფრო მაღალიც იყოს მიმდინარე წლის დეკემბერში. “ივნისის ინფლაციაზე მოქმედი ფაქტორები შენარჩუნდა ივლისშიც, რომელსაც კიდევ ერთი ფაქტი ემატება,...

ონლაინკაზინოების წილმა ინტერნეტშესყიდვებში 67%-ს გადააჭარბა

ონლაინკაზინოების წილმა ინტერნეტშესყიდვებში 67%-ს გადააჭარბა
access_time2021-08-03 15:00:17
ბოლო 10 წელიწადში ინტერნეტშესყიდვების მოცულობა 20-ჯერ გაიზარდა. მკვეთრი ნახტომის მიზეზი Amazon.com-ის ან რომელიმე სხვა მსგავსი საიტის პოპულარობის ზრდა არ გამხდარა. 2020 წელს ბარათებით გადარიცხული 5.458 მლრდ ლარიდან 3.708 მლრდ, ანუ 67.9% ონლაინკაზინოების ანგარიშზე გადამისამართდა. 2011 წელს ბარათებით ინტერნეტშესყიდვების მოცულობამ 185 მლნ ლარი შეადგინა. 2020 წლის დეკემბერში, მხოლოდ 1 თვეში, კაზინოების ანგარიშზე 415 მლნ ლარი ჩაირიცხა. თუ მხოლოდ ქართულ...


მსგავსი სიახლეები

up