გარემოს ეროვნულ სააგენტოში ჰაერის ხარისხის მონიტორინგის მიმართულებით მიმდინარე სამუშაოების შედეგები განიხილეს

გარემოს ეროვნულ სააგენტოში ჰაერის ხარისხის მონიტორინგის მიმართულებით მიმდინარე სამუშაოების შედეგები განიხილეს

access_time2022-08-10 16:28:59

გარემოს ეროვნულ სააგენტოში შვედეთის მთავრობის დაფინანსებით მიმდინარე პროგრამის „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო" ფარგლებში, ჰაერის ხარისხის მონიტორინგის მიმართულებით მიმდინარე სამუშაოების შედეგები განიხილეს.



შეხვედრას გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი თამარ ფიცხელაური, სააგენტოს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები და პროექტის განმახორციელებელ ჯგუფის წევრები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე, გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტმა ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის საკითხებზე პრეზენტაცია წარმოადგინა.




გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის, თამარ ფიცხელაურის განცხადებით, გარემოს ეროვნული სააგენტოსთვის პრიორიტეტული მიმართულებაა ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის ქსელის გაფართოება, რისთვისაც უმნიშვნელოვანესია საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და მათი მხარდაჭერა.



პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო" ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტის „ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელის გაუმჯობესება საქართველოში“ ბენეფიციარი უწყება გარემოს ეროვნული სააგენტოა. პროექტის ფარგლებში, სააგენტო ჰაერის ხარისხის მონიტორინგის 8 ავტომატურ და 1 მობილურ სადგურს შეიძენს.




საქართველოს„მთავრობა მაქსიმალურად გვერდში უდგას და მაქსიმალურად ვეხმარებით ბიზნესს“

საქართველოს„მთავრობა მაქსიმალურად გვერდში უდგას და მაქსიმალურად ვეხმარებით ბიზნესს“
access_time2022-10-04 18:21:22
ჩემი მთავარი გზავნილი იყო და არის შემდეგი, რომ საქართველოს მთავრობა მაქსიმალურად გვერდში უდგას ბიზნესს, ჩვენ მაქსიმალურად ვეხმარებით ბიზნესს. ბიზნესი არის აბსოლუტურად თავისუფალი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მას შემდეგ, რაც მთავრობამ დაიწყო აქტიური მუშაობა და პანდემიის შემდეგ ქვეყანა გაიხსენა, ბიზნესმა დაიჯერა მთავრობის პოლიტიკის, შარშან ქვეყანამ მიიღო ორნიშნა...

„ევროპაში ჩვენგან განსხვავებით არის რეცესია, ჩვენ გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რომელიც აბალანსებს გამოწვევას, რომელიც უკავშირდება ინფლაციას“

„ევროპაში ჩვენგან განსხვავებით არის რეცესია, ჩვენ გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რომელიც აბალანსებს გამოწვევას, რომელიც უკავშირდება ინფლაციას“
access_time2022-10-04 18:25:38
ევროპაში ჩვენგან განსხვავებით არის რეცესია, ჩვენ გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რომელიც აბალანსებს გამოწვევას, რომელიც უკავშირდება ინფლაციას, - ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ბიზნესთან შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტების კითხვის პასუხად განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში ინფლაცია 20%-საც კი ასცდა. „ინფლაცია არის მთელი მსოფლიოსთვის გამოწვევა. ეს გამოიწვია პირველ რიგში პანდემიამ რადგან სრული ლოკდაუნი იყო მთელს მსოფლიოში. და რომ გაიხსნა...

საქართველოში 116 ტელევიზია მაუწყებლობს

საქართველოში 116 ტელევიზია მაუწყებლობს
access_time2022-10-04 18:15:26
არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ სატელევიზიო სარეკლამო ბაზრების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში მიმოხილულია ქართული სატელევიზიო ბაზარი და ტელევიზიების შემოსავლები. ანგარიშის მიხედვით 2021 წლის მდგომარეობით საქართველოში სულ  116 ტელევიზია მაუწყებლობს.  სარეკლამო შემოსავლების მხრივ 5 ყველაზე შემოსავლიან ტელევიზიას მთლიანი სარეკლამო ბაზრის 81% უჭირავს. ესენია: იმედი ჰოლდინგი,...

ლარის კურსი დოლართან 0.78 თეთრით გამყარდა, ევროსთან კი 2.72 თეთრით გაუფასურდა

ლარის კურსი დოლართან 0.78 თეთრით გამყარდა, ევროსთან კი 2.72 თეთრით გაუფასურდა
access_time2022-10-04 17:00:26
4 ოქტომბერის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.78 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8150 ლარი გახდა. სებ-ის ცნობით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 2.72 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.7860 ლარი გახდა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში კი ლარით და რეგიონალური ვალუტებით ვაჭრობა დღის განმავლობაში მცირედი ცვლილებებით გამოირჩეოდა. ქართული ლარის კურსი Bloomberg-ზე კი დილიდან...

ფიზიკის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატები გამოვლინდნენ

ფიზიკის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატები გამოვლინდნენ
access_time2022-10-04 15:36:57
ნობელის კომიტეტმა 4 ოქტომბერს გამოაცხადა 2022 წლის ლაურეატები ფიზიკის დარგში. ისინი არიან ფრანგი ალენ ასპე, ამერიკელი ჯონ კლაუერი და ავსტრიელი ანტონ ცაილინგერი. მათ ნობელის პრემია მიენიჭათ ჩახლართული ფოტონების სფეროში ექსპერიმენტებისთვის, ბელის უტოლობის დარღვევის კვლევისთვის და ნაშრომებისთვის კვანტურ ინფორმატიკაში.   მეცნიერებმა ნოვატორული ექსპერიმენტების ჩატარება შეძლეს ჩახლართული კვანტური მდგომარეობებით, როცა ორი ნაწილაკი იქცევა როგორც ერთი მთელი, მაშინაც კი, როცა...


მსგავსი სიახლეები

up