გარემოს ეროვნულ სააგენტოში აკვაკულტურის განვითარების სტრატეგია მუშავდება

გარემოს ეროვნულ სააგენტოში აკვაკულტურის განვითარების სტრატეგია მუშავდება

access_time2021-09-16 13:10:00

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ორგანიზებით, ონლაინ სემინარი „საქართველოს აკვაკულტურის განვითარების სტრატეგია“ გაიმართა. ინფორმაციას სააგენტო ავრცელებს.



„სემინარზე ექსტენსიური აკვაკულტურის, მარიკულტურის და ხმელეთზე განთავსებული თევზსაშენი მეურნეობების მიმართულებებით საერთაშორისო გამოცდილება განიხილეს და კერძო სექტორის ჩართულობით საქართველოს აკვაკულტურის განვითარების ეროვნული სტრატეგიის შესახებ დოკუმენტის შემუშავების საკითხზე იმსჯელეს.



აღნიშნული დოკუმენტი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს დარგის განვითარებას, წარმოების მოცულობის ზრდას, სექტორის განვითარებაში არსებული ბარიერების აღმოფხვრას და სახელმწიფო პროგრამების შემუშავებას.




ონლაინ შეხვედრაში მონაწილეობდნენ როგორც საჯარო სექტორის, ისე საერთაშორისო და კერძო ორგანიზაციების წარმომადგენლები. მონაწილეებმა დარგში არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით პრეზენტაციები წარმოადგინეს“ – ნათქვამია ინფორმაციაში.







რა ენერგეტიკული შეცდომები დაუშვა ევროპამ

რა ენერგეტიკული შეცდომები დაუშვა ევროპამ
access_time2021-10-17 20:00:44
ევროპა თავადაა დამნაშავე საკუთარ ენერგეტიკულ პრობლემებში. ამის შესახებ Financial times-ი იუწყება. რუსეთს ხშირად ადარებენ დათვს, თუმცა, გაზზე ფასების ზრდა მეტყველებს, რომ ამჟამად მასხარის როლი უფრო მოუხდებოდა. ბუნებრივი გაზი რუსეთის ერთ-ერთი მთავარი საექსპორტო საქონელია, ევროკავშირს კი ის დღეს ძალიან აკლია. ფასების ზრდა ევროპაში მცირე მარაგებისა და აზიაში მაღალი მოთხოვნის შედეგია, რაც რუსეთის...

დასავლეთი უკრაინას ევროკავშირში წევრობის იმედს არ აძლევს

დასავლეთი უკრაინას ევროკავშირში წევრობის იმედს არ აძლევს
access_time2021-10-17 18:00:22
ევროკავშირი უკრაინაში რეფორმების პროცესის დამუხრუჭებით უკმაყოფილოა, უკრაინა კი თავის მხრივ უკმაყოფილოა ევროკავშირში წევრობის პერსპექტივის არარსებობით. ბრიუსელს და კიევს შორის ურთიერთობებში აშკარა სიცივე იგრძნობა. ევროპის აუდიტის...

საქართველოს მოსახლეობის 17%-მდე საარსებო შემწეობას იღებს

საქართველოს მოსახლეობის 17%-მდე საარსებო შემწეობას იღებს
access_time2021-10-17 11:00:07
სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემების მიხედვით, ქვეყანაში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა სულ უფრო იზრდება. სტატისტიკა მზარდია, არა მხოლოდ წლიურ, არამედ თვიურ...

თურქეთი საქართველოს გავლით პროდუქციის ევროკავშირში ექსპორტს შეძლებს

თურქეთი საქართველოს გავლით პროდუქციის ევროკავშირში ექსპორტს შეძლებს
access_time2021-10-16 12:11:40
თურქეთმა მიიღო უფლება თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმში განახორციელოს თურქულ ნედლეულზე საქართველოში წარმოებული პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირში.  ახალი შეთანხმება არ...

2022 წლის ბიუჯეტში პანდემიის მართვისთვის თანხა მცირდება

 2022 წლის ბიუჯეტში პანდემიის მართვისთვის თანხა მცირდება
access_time2021-10-17 12:00:40
ხელისუფლება 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში პანდემიის მართვისთვის საჭირო თანხას ამცირებს. სახელმწიფო ხაზინის პირველადი პროექტის თანახმად, კოვიდ 19-თან დაკავშირებული ხარჯები 310 მლნ ლარითაა შემცირებული. 276 მილიონი ლარით იკლო მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისთვის განსაზღვრულმა დაფინანსებამაც. ხელისუფლება ჯანდაცვის სექტორის...


მსგავსი სიახლეები

up