გარემოს დამცველები ტექდათვალიერების ხარვეზებზე საუბრობენ

გარემოს დამცველები ტექდათვალიერების ხარვეზებზე საუბრობენ

access_time2018-12-07 11:05:11

მანანა ქოჩლაძე: „მანქანებს, რომლებზეც გვეუბნებიან, რომ ინსპექტირება გაიარეს, გამონაბოლქვი აქვთ“


თბილისის გარდა, ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით, მძიმე მდგომარეობაა რეგიონებშიც. განსაკუთრებით ბათუმში, ქუთაისში და იმ ქალაქებში, სადაც სხვადასხვა ტიპის მადნეულს მოიპოვებენ. ამის შესახებ დეტალურად გარემოს დამცველმა მანანა ქოჩლაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში ისაუბრა. მისი მტკიცებით, ქალაქებში, რომლებშიც ბევრი ავტომობილი მოძრაობს ან რაიმე სახის საწარმო ფუნქციონირებს, იმაზე მძიმე მდგომარეობაა, ვიდრე გარემოს დაცვის სამინისტრო წარმოაჩენს.


მანანა ქოჩლაძე განმარტავს, რომ ჰაერის დაბინძურებაში 75%-იანი წილი ავტომობილის გამონაბოლქვზე მოდის. ამბობს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი არანაირ სტანდარტს არ შეესაბამება და პრობლემაა ტექნიკური ინსპექტირების თვალსაზრისითაც.



„ეს კანონი, ტექდათვალიერების, შეღავათს არ მოგვცემს. ხშირად, „მანქანებს, რომლებზეც გვეუბნებიან, რომ ინსპექტირება გაიარეს, გამონაბოლქვი აქვთ. 2019 წლის პირველი იანვრიდან დაიწყება ჩვეულებრივი მოქალაქეების მსუბუქი ავტომობილების ინსპექტირება. მათთვის 2020 წლამდე საერთოდ მოხსნილია გარემოზე ზემოქმედების შეფასების ნაწილში ინსპექტირება. არადა, ის, რომ კატალიზატორი აუცილებელია ყველა მანქანაზე, არის ორჯერ ორი. კატალიზატორი ძალიან ბევრ მავნე ნივთიერებას აკავებს“, - აცხადებს გარემოს დამცველი მანანა ქოჩლაძე.



(NS)





საპენსიო სააგენტო სარეკლამო მომსახურებაში 913 ათას ლარზე მეტის დახარჯვას გეგმავს

საპენსიო სააგენტო სარეკლამო მომსახურებაში 913 ათას ლარზე მეტის დახარჯვას გეგმავს
access_time2019-02-23 20:00:56
საპენსიო სააგენტო საინფორმაციო და სარეკლამო მომსახურებაში 2019 წელს 913 938 ლარის დახარჯვას გეგმავს. შესყიდვების სააგენტოსგან ის ამ მომსახურების ტენდერის გარეშე, პირდაპირი წესით შესყიდვის ნებართვას...

რუსული საფრთხე ქართულ ეკონომიკაში

რუსული საფრთხე ქართულ ეკონომიკაში
access_time2019-02-23 18:00:24
ამ დღეებში სხვადასხვა სახელმწიფო უწყებამ გამოაქვეყნა სტატისტიკური მონაცემები, რომლებიც ერთი შეხედვით გასახარია. კერძოდ,  ნეგატიური პროგნოზების და ღორის გრიპის მიუხედავად, 2019 წლის იანვარში საქართველოში ტურისტების რაოდენობა კვლავ გაიზარდა - ამჯერად 18%-ით 2018 წლის იანვართან შედარებით. გარდა ამისა, აღმოჩნდა, რომ 2018 წელს არნახულად გაიზარდა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის   ექსპორტი, რომელმაც მიაღწია 935 მლნ. დოლარს. ამ პროდუქციის...

„ნუთუ, იქ ყველაფერი სხვანაირია?“ – აფხაზი ჟურნალისტის სამუშაო ვიზიტი ენგურს გამოღმა

„ნუთუ, იქ ყველაფერი სხვანაირია?“ – აფხაზი ჟურნალისტის სამუშაო ვიზიტი ენგურს გამოღმა
access_time2019-02-23 16:00:07
მარიანა კოტოვას ბლოგი...

მნიშვნელოვანი ფაქტები „თიბისი ბანკის“ ისტორიაში - მისი დამფუძნებლები და აქციონერები

მნიშვნელოვანი ფაქტები „თიბისი ბანკის“ ისტორიაში - მისი დამფუძნებლები და აქციონერები
access_time2019-02-23 14:00:34
მამუკა ხაზარაძე „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს, მაგრამ აქციების გაყიდვას არ გეგმავს და ბანკის აქციონერად რჩება - ამის შესახებ „თიბისი ბანკში“...

როგორი იქნება განათლებისა და მეცნიერების 23-მილიონიანი ქალაქი დიდ დიღომში

როგორი იქნება განათლებისა და მეცნიერების 23-მილიონიანი ქალაქი დიდ დიღომში
access_time2019-02-23 12:00:54
საქართველოს განათლების, მეცნიერები, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის ინიციატივით, თბილისში, დიდი დიღმის ტერიტორიაზე საგანმანათლებლო კომპლექსი - "ახალი განათლებისა და მეცნიერების ქალაქი“ აშენდება. განათლების სამინისტროს განცხადებით, "ახალი ქალაქი უზარმაზარ საგანმანათლებლო სივრცეს გააერთიანებს და განათლების რეფორმის განხორციელებისა და მისი მიღწევების გაზიარების ჰაბი...


მსგავსი სიახლეები

up