გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროექტის „საქართველოში ნარჩენების მართვისა და ცირკულარული ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა“ პრეზენტაცია გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროექტის „საქართველოში ნარჩენების მართვისა და ცირკულარული ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა“ პრეზენტაცია გაიმართა

access_time2022-10-04 14:40:00

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროექტის „საქართველოში ნარჩენების მართვისა და ცირკულარული ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა“ პრეზენტაცია გაიმართა. ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს.



„ორწლიანი პროექტის მიზანს, რომელიც კონსორციუმის - COWI და კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (REC Caucasus) მიერ განხორციელდება - ნარჩენების მართვის პოლიტიკის შემუშავება, ნარჩენების მართვაში ტექნოლოგიური სისტემების დანერგვა და ცირკულარული ეკონომიკის მხარდაჭერა წარმოადგენს.



ევროკავშირის წარმომადგენლობის ენერგიის, გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილებების სექტორის კოორდინატორის, ალექსანდრე დარასის განცხადებით, ორწლიანი პროექტის ფარგლებში, საქართველოში მნიშვნელოვანად გაუმჯობესდება ნარჩენების მართვის პრაქტიკა. პროექტის მოსალოდნელი შედეგი ნარჩენების დახარისხება/გადამუშავება/ხელახალი გამოყენება და საზოგადოებაში მწვანე ეკონომიკის კონცეფციის დანერგვის მხარდაჭერაა.




ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერამ ქვეყანაში ნარჩენების ეროვნული პოლიტიკისა და საკანონმდებლო ბაზის ჰარმონიზაციის პროცესი მნიშვნელოვნად დააჩქარა. აღსანიშნავია, რომ ნარჩენების მართვის სექტორში საქართველოს მთავრობის, საერთაშორისო პარტნიორების და არასამთავრობო სექტორის ერთობლივი ძალისხმევით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა.



პროექტის განხილვას სამინისტროს შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელი პირები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და დაინტერესებული მხარეები ესწრებოდნენ“ – ნათქვამია ინფორმაციაში.






„ბორჯომის“ თანამფლობელი რუსი ოლიგარქი მიხაილ ფრიდმანი ლონდონში დააკავეს

„ბორჯომის“ თანამფლობელი რუსი ოლიგარქი მიხაილ ფრიდმანი ლონდონში დააკავეს
access_time2022-12-03 22:50:49
    დიდი ბრიტანეთის დანაშაულის ეროვნული სააგენტო (NCA) იტყობინება, რომ 58 წლის რუსი ბიზნესმენი ლონდონში დააკავეს, შემდეგ კი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. რუსეთის ცენტრალური სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს (TASS) წყარო ირწმუნება, რომ ის Alfa Group-ის დამფუძნებელი მიხაილ ფრიდმანია. ინფორმაციას ...

2021 წელს ევროკავშირმა კვლევასა და განვითარებაზე 328 მლრდ ევრო დახარჯა

2021 წელს ევროკავშირმა კვლევასა და განვითარებაზე 328 მლრდ ევრო დახარჯა
access_time2022-12-03 22:20:33
2021 წელს ევროკავშირმა 328 მლრდ ევრო დახარჯა კვლევასა და განვითარებაზე, (R & D) რაც 6%-ით მეტია წინა წელთან შედარებით. 2020 წელს ამ მიმართულებით 310 მლრდ ევრო დაიხარჯა, მონაცემებს ევროსტატი აქვეყნებს.   2021 წელს R&D ხარჯები მშპ-ს პროცენტულად ყველაზე მაღალი დაფიქსირდა: შვედეთში (3.35%), ავსტრიასა (3.22%) და ბელგიაში (3.19%). ყველაზე დაბალი - რუმინეთში (0.48%), მალტასა (0.65%) და ლატვიაში...

ნოემბერში მარცვლეულის მსოფლიო ფასები 1,3%-ით შემცირდა - გაეროს

ნოემბერში მარცვლეულის მსოფლიო ფასები 1,3%-ით შემცირდა - გაეროს
access_time2022-12-03 19:30:40
მარცვლეულის მსოფლიო ფასი ნოემბერში 1,3%-ით დაეცა. ამის მიზეზია შავი ზღვაზე „მარცვლეულის შეთანხმების“ ინიციატივის გაგრძელება.   შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმება 120 დღით გახანგრძლივდა ამის შესახებ გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მთავარმა ეკონომისტმა მაქსიმო ტორერომ ბრიფინგზე განაცხადა.   „მარცვლეულის ფასის ინდექსი 1,3%-ით დაეცა. ნოემბერში კლება განპირობებულია შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის...

შუა დერეფანი „მწვანე“ და ელექტრონულ სატრანსპორტო მარშრუტად გადაიქცევა

შუა დერეფანი „მწვანე“ და ელექტრონულ სატრანსპორტო მარშრუტად გადაიქცევა
access_time2022-12-03 20:00:58
სამომავლოდ, შუა დერეფნის (ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი) „მწვანე“ და ელექტრონულ სატრანსპორტო მარშრუტად გადაქცევა იგეგმება. ამის შესახებ ჟურნალისტებს ბაქოს საერთაშორისო საზღვაო სავაჭრო პორტის გენერალურმა დირექტორმა ტალეჰ ზიადოვმა განუცხადა.   მისი თქმით, უახლოეს 10 წელიწადში შუა დერეფანი შესაძლოა, აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი მთავარი რგოლი გახდეს.   მისივე თქმით „მწვანე კონცეფცია“ ათ წელიწადში უფრო მეტად აქტუალური...

მეცნიერები C ჰეპატიტის ვაქცინის შექმნას ერთი ნაბიჯით მიუახლოვდნენ

მეცნიერები C ჰეპატიტის ვაქცინის შექმნას ერთი ნაბიჯით მიუახლოვდნენ
access_time2022-12-03 19:00:47
C ჰეპატიტის ვირუსი (HCV) ყოველწლიურად 70 მილიონზე მეტ ადამიანს აინფიცირებს და დაახლოებით 400 000-ს კლავს. ვირუსი ღვიძლის ქრონიკულ ინფექციას იწვევს და უფრო მძიმე შემთხვევებში შეიძლება ღვიძლის ქსოვილის ნაწიბურების წარმოქმნა ან კიბოც კი გამოიწვიოს, წერს Inverse-ი.   ამჟამად HCV-ის შედეგად გამოწვეული ინფექციების მკურნალობა შესაძლებელია, მაგრამ ძვირია და პაციენტს ხელახალი...


მსგავსი სიახლეები

up