გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო: საავტომობილო დიზელის ხარისხობრივი ნორმები ევროპულ სტანდარტებს კიდევ უფრო დაუახლოვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო: საავტომობილო დიზელის ხარისხობრივი ნორმები ევროპულ სტანდარტებს კიდევ უფრო დაუახლოვდა

access_time2021-01-21 13:30:00

საქართველოს მთავრობამ „დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმების, ანალიზის მეთოდებისა და მათი დანერგვის ღონისძიებათა შესახებ” N238 დადგენილებაში ცვლილებები დაამტკიცა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.


„აღნიშნული გადაწყვეტილებით, დიზელის საწვავი მაქსიმალურად დაუახლოვდა ევროდირექტივით განსაზღვრული პარამეტრების ნუსხას.



დიზელის ხარისხობრივი მოთხოვნები ეტაპობრივად უმჯობესდება და, დადგენილი პარამეტრების ფარგლებში, 2019 წლიდან შეესაბამება ევრო 4 სტანდარტს, რაც გოგირდის მცირე შემცველობას გულისხმობს. დიზელის ხარისხის ევრო 5 ნორმამდე გაზრდა მომავალი წლის 1 იანვრისთვის არის განსაზღვრული.



აღსანიშნავია, რომ, 2020 წლის ბოლოს, ღონისძიებები განხორციელდა ბენზინთან მიმართებითაც და განისაზღვრა ევროდირექტივით დადგენილი ყველა პარამეტრი.




საავტომობილო საწვავის ხარისხის გაუმჯობესება ხელს შეუწყობს ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შემცირებას. ავტომობილებში გაუმჯობესდება წვის პროცესი, რაც უზრუნველყოფს აზოტის დიოქსიდისა და მყარი ნაწილაკების გაფრქვევების შემცირებას.



აღსანიშნავია, რომ საავტომობილო საწვავის ხარისხის დადგენილი ნორმების დარღვევებისთვის სანქციების მნიშვნელოვნად გაზრდის მიზნით, 2020 წელს ცვლილებები შევიდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და სისხლის სამართლის კოდექსში.


საავტომობილო საწვავის რეგულარულ მონიტორინგს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ახორციელებს“ – ნათქვამია ინფორმაციაში.







რას წარმოადგენს Samsung-ის ოფიციალური ჰოლოგრამა?

რას წარმოადგენს Samsung-ის ოფიციალური ჰოლოგრამა?
access_time2021-02-25 18:10:04
სამსუნგი საქართველოში სმარტ მოწყობილობებისათვის ოფიციალურ ჰოლოგრამას იყენებს. ჰოლოგრამა სმარტფონის ყუთის წინა მხარეს არის განთავსებული, მასზე არსებული წარწერები ქართულ ენაზეა (ოფიციალური Samsung საქართველოსთვის), ხოლო ფონად საქართველოს რუქის კონტურია დატანილი. სამსუნგის ოფიციალური ჰოლოგრამით თქვენ მარტივად შეგიძლიათ განასხვაოთ ოფიციალური პროდუქტი არაოფიციალურისაგან. სამსუნგის ოფიციალური სმარტფონის შეძენისას თქვენ გაქვთ ოფიციალური გარანტია და ავტორიზებული სერვის ცენტრის...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-02-25 21:00:23
1. როგორი იქნებოდა საქართველოს ეკონომიკა, რომ არა 1921 წლის 25...

Washington post: ბაიდენის ადმინისტრაცია რუსეთის წინაამღდეგ ახალ სანქციებს ამზადებს

Washington post: ბაიდენის ადმინისტრაცია რუსეთის წინაამღდეგ ახალ სანქციებს ამზადებს
access_time2021-02-25 20:00:09
ბაიდენის ადმინისტრაცია რუსეთის წინაამღდეგ ახალ სანქციების, ამჯერად ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის და ამერიკის საჯარო სტრუქტურებზე კიბერშეტევის გამო ამზადებს.   დამსჯელი ზომების მიზანია მსოფლიოსთვის მკვეთრი სიგნალს გაგზავნა იმაზე, რომ რუსეთი აშშ-ს და მოკავშირეების წინაამღდეგ კიბერ-ინსტრუმენტებს წლების მანძილზე იყენებს, არჩევნებში ერევა, ჰაკერებთან თანამშრომლობს და ბოლო პერიოდში - აშშ-ს სახელმწიფო ორგანოების მუშაობას აფერხებს.   სასჯელი...

GeoFresh სპარსეთის ყურის ქვეყნებში ლურჯი მოცვის და სატაცურის ექსპორტს იწყებს

GeoFresh სპარსეთის ყურის ქვეყნებში ლურჯი მოცვის და სატაცურის ექსპორტს იწყებს
access_time2021-02-25 19:00:13
კომპანია GeoFresh 2021 წელს ლურჯი მოცვის და სატაცურის ექსპორტის დაწყებას სპარსეთის ყურის ქვეყნებში გეგმავს.   კომპანია 2016 წელს 2-მა ებრაელმა ბიზნესმენმა დააარსა და ის დღეს კახეთში 13 ჰექტრის სატაცურის, ხოლო სამეგრელოში ლურჯი მოცვის 7 ჰექტრის  პლანტაციებს ფლობს. სავარაუდოდ, 2021 სატაცურის მოსავალი 20-25, ხოლო ლურჯი მოცვის - 60-70 ტონას მიაღწევს.   ამ დროისთვის კომპანია Global G.A.P  სერტიფიკატის მიღებაზე მუშაობს, რაც შემდგომში...

„ოკტოპუს ფიტნეს კლუბი“ მუშაობის განახლებისთვის 200 000-მდე ლარს დახარჯავს

„ოკტოპუს ფიტნეს კლუბი“ მუშაობის განახლებისთვის 200 000-მდე ლარს დახარჯავს
access_time2021-02-25 18:00:46
„ოკტოპუს ფიტნეს კლუბის“ დირექტორი გიორგი ასათიანი  აცხადებს, რომ კომპანია 15 მარტიდან მუშაობის გასაახლებლად ემზადება. მისი განცხადებით, დაგეგმილია კომპანიის ყველა ფილიალის გახსნა.   როგორც ასათიანი განმარტავს, იმ პირობებში, როდესაც სპორტული დარბაზები 9-10 თვის განმავლობაში დაკეტილები იყვნენ, მუშაობის გასაახლებად საკმაოდ დიდი ფინანსური რესურსია საჭირო.   „სასურველი იქნებოდა, სექტორს გარკვეული ტიპის საგადასახადო შეღავათები ჰქონოდა, რადგან მართლა...


მსგავსი სიახლეები

up