გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო: გარემოსდაცვითი პოლიტიკა გულისხმობს, ნებისმიერი პროექტის განხორციელების დროს, მინიმუმამდე იქნას დაყვანილი გარემოზე უარყოფითი ზემოქმედება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო: გარემოსდაცვითი პოლიტიკა გულისხმობს, ნებისმიერი პროექტის განხორციელების დროს, მინიმუმამდე იქნას დაყვანილი გარემოზე უარყოფითი ზემოქმედება

access_time2021-02-02 16:10:00

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი პოლიტიკა გულისხმობს, ნებისმიერი მასშტაბური თუ მცირე პროექტის განხორციელების დროს, მინიმუმამდე იქნას დაყვანილი გარემოზე უარყოფითი ზემოქმედება. ამის შესახებ ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს.


„2020 წელს, სამინისტროს მიერ ქვემო ნამახვანის ჰესის პროექტზე ნებართვის (გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების) გაცემას წინ უძღვოდა დეტალური კვლევები, სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის საველე კვლევები, ჰიდროლოგიის, გეოლოგიის, ბიომრავალფეროვნების და სხვა მიმართულებებით. პროექტის შესწავლის პროცესი იყო ხანგრძლივი. პროცესში ჩართული იყვნენ მაღალკვალიფიციური ექსპერტები და სხვადასხვა დარგის როგორც ქართველი ასევე უცხოელი სპეციალისტები. აღსანიშნავია, რომ შესაბამისი ექსპერტების შეფასებების და დასკვნების საფუძველზე, პროექტის პირველად ვარიანტში გარკვეული ცვლილებები რამდენმეჯერ შევიდა. თავდაპირველი პროექტი მოიცავდა სამსაფეხურიანი კასკადის (ტვიში, ნამახვანი, ჟონეთი) მშენებლობას. დეტალური კვლევებისა და შეფასებების გათვალისწინებით, რა დროსაც განსაკუთრებული ყურადღება გარემოზე ზემოქმედების საკითხებს დაეთმო, პროექტში შევიდა ცვლილება; 2015 წელს შესაბამისი ნებართვები გაცემულია ორსაფეხურიანი ჰესების კასკადის (ტვიში ჰესი და ნამახვანი-ჟონეთი ჰესი) მშენებლობასა და ექსპლუატაციაზე. მოგვიანებით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ჰესების კასკადის თავდაპირველ პროექტში ცვლილებების შეტანის და ოპტიმიზაციის თაობაზე, რასაც წინ უძღვოდა საპროექტო არეალში საველე დაკვირვებების საფუძველზე დამატებით ჩატარებული კვლევები. 2020 წელს სამინისტრომ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება გასცა მხოლოდ ქვემო ნამახვანის პროექტზე. აღნიშნული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით, გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების რისკები კიდევ უფრო მინიმუმამდეა დაყვანილი.



რაც შეეხება გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების პირობებს, რომელიც მსჯელობის საგანი გახდა სხვადასხვა დაინტერსებული ორგანიზაციის მიერ. გასათვალისწინებელია, რომ მოქმედი კანონმდებლობით პირდაპირ არის განსაზღვრული, რომ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება უნდა მოიცავდეს პირობებს, რომელთა შესრულებაც სავალდებულოა მშენებლობისა და ექსპლუატაციის პერიოდში და ექსპლუატიის დასრულების შემდეგ. შესაბამისად, სამინისტრომ გაცემული გადაწყვეტილებით და შესაბამისი პირობების დადგენით ერთგვარად მინიმუმამდე დაიყვანა როგორც სამშენებლო საქმიანობის, ასევე მშენებლობის და ექსპლუატაციის პერიოდში საქმიანობის განხორციელების შედეგად მოსალოდნელი შესაძლო რისკები შესაბამისად ამ საკითხზე სპეკულირება ყოველგვარ არგუმენტს მოკლებულია.



რაც შეეხება უშუალოდ გადაწყვეტილების მიღების პროცესს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით, ქვემო ნამახვანის პროექტთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე გაიმართა 2 საჯარო განხილვა (სკოპინგისა და გზშ-ის ეტაპებზე), სადაც ადგილობრივ მოსახლეობას, დაინტერესებულ პირებს და ორგანიზაციებს შესაძლებლობა ჰქონდათ გამოეთქვათ საკუთარი მოსაზრებები და შენიშვნები. აღსანიშნავია, რომ საჯარო განხილვებს ესწრებოდნენ ასევე განცხადების ავტორი ცალკეული ორგანიზაციების წარმომადგენლებიც. სამინისტრომ გამოიყენა კანონით გათვალისწინებული ყველა საშუალება ინფორმაციის გავრცელებისთვის, კერძოდ, ინფორმაცია საჯარო განხილვების ჩატარების თარიღის და ადგილის შესახებ, განთავსდა პროექტის არეალში მოქცეულ ყველა მუნიციპალიტეტში, საზოგადოების თავშეყრის დამკვიდრებულ ადგილებში, რომ მოსახლეობას, დაინტერესებულ საზოგადოებას შესაძლებლობა ჰქონოდა მიეღო ინფორმაცია დაგეგმილი საჯარო განხილვების შესახებ. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ პროექტთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტაცია საჯარო და ხელმისაწვდომია სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე. ინფორმაცია ასევე მიეწოდა შესაბამის მუნიციპალიტეტს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ყველა დაინტერესებულ პირს, როგორც გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცესში, ასევე დღეს აქვს შესაძლებლობა დეტალურად გაეცნოს არსებულ კვლევებს.




გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ეკიდება გარემოზე მნიშვნელოვანი ზემოქმედების მქონე საქმიანობებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების გაცემას. სამინისტრო უკომპრომისოა, როდესაც საქმე ეხება გარემოზე შეუქცევად ზემოქმედებას და რეალურ საფრთხეებს. აღნიშნულს ადასტურებს ორი ჰესის მშენებლობაზე სამინისტროს მიერ გაცემული უარყოფითი გადაწყვეტილება - ერთი ბორჯომში, სადაც ჰესის და მისი სადერივაციო არხის მშენებლობა ეწინააღმდეგებოდა წარმოდგენილ ტერიტორიაზე გავრცელებულ რეჟიმს და არსებობდა იქ არსებულ მინერალურ წყლებზე ზემოქმედების რისკები და მეორე გუდამაყარში, სადაც მდინარე არაგვზე მშენებარე ჰესები ბუნებრივ ლანდშაფტების პირველად სახეს ცვლიდა და დაცულ ტერიტორიებს სტატუსს უკარგავდა.



აღნიშნულის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, სახელმწიფოსა და საზოგადოების გარემოსდაცვითი, სოციალური და ეკონომიკური ინტერესების თანაზომიერი გათვალისწინება. სხვა შემთხვევაში, დაუსაბუთებელი არგუმენტებით, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტის წინააღმდეგ გამოსვლას და სამინისტროს მიერ გაცემული ნებართვების ლეგიტიმურობის ეჭქვეშ დაყენებას გამართლება არ აქვს“ – ნათქვამია ინფორმაციაში.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up