გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო დაცული ტერიტორიების მასშტაბების გაზრდის მიმართულებით  აქტიურად მუშაობს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო დაცული ტერიტორიების მასშტაბების გაზრდის მიმართულებით აქტიურად მუშაობს

access_time2018-12-07 18:10:04

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურად მუშაობს საქართველოს ტერიტორიაზე დაცული ტერიტორიების მასშტაბების გაზრდის მიმართულებით. ამის შესახებ „კომერსანტს“ სამინისტროდან აცნობეს.


„სამინისტროს ინიციატივით, უკვე მომზადებულია კანონპროექტი არაგვისა და თრუსოს დაცული ლანდშაფტების შექმნისა და გურიის მხარეში პონტოს მუხის აღკვეთილის შექმნასთან დაკავშირებით. ასევე, პარლამენტის მიერ, პირველი მოსმენით მიღებულია ცვლილება, რომლის საფუძველზეც, ყაზბეგის ეროვნული პარკის ტერიტორიის ფართობი 69 518 ჰექტრით იზრდება. აღნიშნული კანონპროექტით, ასევე გათვალისწინებულია კინტრიშის დაცული ლანდშაფტისა და სახელმწიფო ნაკრძალის რეკლასიფიკაცია და, შედეგად, კინტრიშის ეროვნული პარკისა და კინტრიშის სახელმწიფო ნაკრძალის ჩამოყალიბება. კანონში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე ასევე მოხდება ალგეთის ეროვნული პარკის, კინტრიშის დაცული ტერიტორიების (კინტრიშის ეროვნული პარკი და კინტრიშის სახელმწიფო ნაკრძალი), ჭაჭუნის აღკვეთილის, ქცია-ტაბაწყურის აღკვეთილისა და თერობის აღკვეთილის დემარკაციის შედეგად მიღებული ზუსტი კოორდინატების კანონში ასახვა.




ყოველივე ზემოაღნიშნული ნათლად ასახავს სახელმწიფოს პოლიტიკას ქვეყნაში დაცული ტერიტორიებთან და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებასთან მიმართებაში. შესაბამისად, სრულიად უსაფუძვლოა გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ბუფერულ ზონებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება, საფრთხეს უქმნის კონკრეტული პარკების ბიომრავალფეროვნებას და რომელიმე სახეობის, მათ შორის, ხონთქრის ქათმის გადაშენების მიზეზი შეიძლება გახდეს. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ხონთქრის ქათამზე ნადირობა მოქმედი კანონმდებლობით აკრძალულია და, შესაბამისად, დასჯადია. ხონთქრის ქათმის, სახეობის გადარჩენის მნიშვნელობის გათვალისწინებით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული საშენი მეურნეობა ახორციელებს ხონთქრის ქათმის გამოყვანის პროექტს, შემდგომში მისი ბუნებაში აღდგენის მიზნით“ – ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაში.







“საქართველოს ხელისუფლებამ მაქსიმალურად უნდა გაითვალისწინოს საერთაშორისო სავალუტო ფონდის რჩევები“ - დარგის სპეციალისტები კრისტინ ლაგარდის ვიზიტს “კომერსანტთან“ აფასებენ

“საქართველოს ხელისუფლებამ მაქსიმალურად უნდა გაითვალისწინოს საერთაშორისო სავალუტო ფონდის რჩევები“ - დარგის სპეციალისტები კრისტინ ლაგარდის ვიზიტს “კომერსანტთან“ აფასებენ
access_time2019-05-20 19:00:52
...

Google Amazon-ს კონკურენციას გაუწევს

Google Amazon-ს  კონკურენციას გაუწევს
access_time2019-05-20 20:00:13
რამდენიმე დღის წინ Google-მა განაახლა სერვისები, რომლებიც დაკავშირებულია ონლაინ ვაჭრობასთან. განახლებული Google Shopping და Google Express დაეხმარება კლიენტებს საქონლის მოძიებაში და ფასების შედარებაში სხვადასხვა გამყიდველებთან. ექსპერტების აღნიშნავენ, რომ ეს არის ახალი ტენდენცია - Google აქტიურად იწყებს ბრძოლას ონლაინ-ვაჭრობის ბაზარზე პირველობისთვის. 16 წლის წინ კომპანიამ, რომელიც ჯერ ბირჟაზეც კი არ იყო გასული,...

თემურ ბასილია: „მიდგომა, რომელიც დღეს ქვეყანაში საპენსიო სისტემასთან დაკავშირებით არსებობს, სწორია“

თემურ ბასილია: „მიდგომა, რომელიც დღეს ქვეყანაში საპენსიო სისტემასთან დაკავშირებით არსებობს, სწორია“
access_time2019-05-20 18:00:16
„საპენსიო რეფორმის წარმატება დამოკიდებულია იმაზე, როგორ მოხდება ამ რესურსების მართვა,“— ასე აფასებს  2019 წლის 1 იანვარს ამოქმედებულ  საპენსიო რეფორმას საქართველოს ყოფილი ყოფილი ვიცე პრემიერი, ყოფილი პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩეველი თემურ ბასილია „კომერსანტთან“  ექსკლუზიურ ინტერვიუში. როგორც ბასილია განმარტავს, მიდგომა, რომელიც დღეს ქვეყანაში საპენსიო სისტემასთან დაკავშირებით არსებობს, სწორია. მისივე...

მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი: ე.წ. სტაიანშიკების მიმართ მოწყალებას ვიჩენთ

მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი: ე.წ. სტაიანშიკების მიმართ მოწყალებას ვიჩენთ
access_time2019-05-20 17:00:16
წელიწადზე მეტია, რაც საპარკინგე ადგილების ადმინისტრირება თბილისის სატრანსპორტო კომპანიის დაქვემდებარებაში გადავიდა, თუმცა არჩევნებამდე დაპირებული პარკირების  პრობლემა არათუ მოგვარდა, კიდევ ურო დამძიმდა. უამრავ მიზეზებთან ერთად “კომერსანტთან“ ექსპერტები ე.წ. სტაიანშიკებსაც ასახელებენ, რომლებიც დედაქალაქში თვითნებურად მუშაობენ და საკუთარ წესებს ადგენენ. თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი მამუკა მუმლაძე ამ თემაზე...

„m²“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებს სასტუმროების ქსელის განვითარების კონცეფცია გააცნო

„m²“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებს სასტუმროების ქსელის განვითარების კონცეფცია გააცნო
access_time2019-05-20 13:25:06
ა/წ 17მაისს, 18:00 საათზე, სასტუმრო „რუმს ჰოტელ თბილისში“ დეველოპერულმა კომპანია „m²“-მა, ამერიკის სავაჭრო პალატასთან ერთად, მიღება გამართა და სავაჭრო პალატის წევრ კომპანიებს სასტუმროების ქსელის განვითარების ახალი მიმართულებისკონცეფცია წარუდგინა. ამ ეტაპზე, სასტუმროების ქსელის განვითარების მიმართულებით, საქართველოს მასშტაბით, 10 სასტუმროს გახსნა იგეგმება, რომლებიც,საერთო ჯამში,1,000-ზე მეტ ნომერს გააერთიანებს.სრული ინვესტიცია სასტუმროების განვითარების...


მსგავსი სიახლეები

up