გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო: არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამა აქტიურად მიმდინარეობს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო: არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამა აქტიურად მიმდინარეობს

access_time2020-09-17 11:43:19

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, შიდა ქართლის რეგიონის რწმუნებულის მოადგილესთან, ნუგზარ სამხარაძესთან ერთად ხილის გადამმუშავებელ კომპანიაში „გსქ კულა“ იმყოფებოდა, სადაც არასტანდარტული ვაშლის მიღების პროცესს გაეცნო. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.



„გსქ კულა“ არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის საკოორდინაციო შტაბში რეგისტრირებული კომპანიაა.



„დღეისათვის არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამაში ჩართული 9 კომპანიის მიერ გადამუშავებულია 2,000 ტონაზე მეტი არასტანდარტული ვაშლი.



მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის ფაქტიც რომ, წლიდან წლამდე უმჯობესდება ქართული გადამმუშავებელი სექტორის მდგომარეობა, ხდება ტექნიკური გადაიარაღება და ავტომატიზაცია. რაც ერთის მხრივ პროდუქციის თვითღირებულებას აიაფებს და კონკურენტუნარიანს ხდის, მეორეს მხრივ ზრდის სტანდარტებს, რომლითაც ქართული პროდუქცია თავისუფლად შედის მსოფლიო ბაზრებზე.“ -განაცხადა გიორგი ხანიშვილმა



კომპანიის დირექტორის ივანე გოგლიძის განცხადებით, „გსქ კულა“ პროგრამის დაწყებიდან ჩაერთო ვაშლის ჩაბარების პროცესში. უკვე მიღებული და გადამუშავებულია 700 ტონაზე მეტი ვაშლი. საწარმო იბარებს როგორც არასტანდარტულ ისე სტანდარტულ ვაშლს. კომპანიას დღე-ღამეში 200 ტონა ნედლეულის გადამუშავების სიმძლავრე გააჩნია.
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სოფლის განვითარების სააგენტო 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 0.10 ლარის ოდენობის სუბსიდიას გასცემს. სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებენ ხილის გადამმუშავებელი ის კომპანიები, რომლებიც 2020 წლის 1 დეკემბრამდე მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 0.22 ლარად შეისყიდიან.




თეგები:
ვაშლი



უგულავა თუ ივანიშვილი, ვინ ფლობს კანაფის კულტივაციის პროექტს ურუგვაიში?

უგულავა თუ ივანიშვილი,  ვინ ფლობს კანაფის კულტივაციის პროექტს ურუგვაიში?
access_time2020-09-19 20:46:58
საქართველოს თანაინვესტირების ფონდის განცხადებით, "ქართული ოცნების" ლიდერ ბიძინა ივანიშვილს ურუგვაიში კანაფის კულტივაციის პროექტთან არავითარი კავშირი არ აქვს და მისი მფლობელი ბიზნესმენი თემურ უგულავაა. ფონდმა განცხადება დღეს ტელეკომპანია "პირველის" ეთერში გასული ანონსის შემდგომ გაავრცელა. მასში ნათქვამი იყო, რომ ბიძინა ივანიშვილი ურუგვაიში კანაფის კულტივაციის ბიზნესს ფლობს. "გვსურს, გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია "პირველის" ეთერში გასულ ანონსს, თითქოს ბატონი ბიძინა ივანიშვილი...

ერთადერთი გზა, რომლითაც გვარდება ზოგადად კორუფციის პრობლემა, არის რეგულაციის გაუქმება.

ერთადერთი გზა, რომლითაც გვარდება ზოგადად კორუფციის პრობლემა, არის რეგულაციის გაუქმება.
access_time2020-09-19 18:40:22
კორუფცია არსებობს მხოლოდ მაშინ როცა არსებობს ბიუროკრატია და ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც ობიექტურად გვაქვს გამოცდილება კორუფციის დამარცხების, მაგალითად ბენდუქიძის დროს.როგორ დავამარცხეთ 2004-დან 2006 წლამდე კორუფცია? ვიღაცას შესაძლოა ჰგონია რომ ჩვენ იმ პერიოდში გვქონდა ისეთი პროკურატურა და სასამართლო, რომ ყველა ადამიანი ვინც ფულს აიღებდა აუცილებლად დაისჯებოდა. მაგრამ ასე არ მომხდარა. ქვეყანაში არსებობდა ათასი ლიცენზია და ნებართვა. კახა ბენდუქიძის რეფორმის შედეგად დარჩა...

Handelsblatt: 2050 წლისთვის 31 სახელმწიფო გაქრება

Handelsblatt: 2050 წლისთვის 31 სახელმწიფო გაქრება
access_time2020-09-19 20:00:45
2050 წლისთვის სივრცე, სადაც დღეს მილიარდზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, არსებობისთვის გამოუსადეგარი გახდება. ქარიშხლები, წყალდიდობები, წლის და სურსათის დეფიციტი - კვლევების თანახმად, ყველა ეს პრობლება 30 წლის მანძილზე მილიონობით კვადრატული კილომეტრის ტერიტორიას დააცარიელებს. საუბარი არ არის ჯუნგლებზე და უდაბნოებზე, სადაც ისედაც არავინ ცხოვრობს - პრობლემა მილიარდზე მეტი ადამიანის მიერ დასახლებულ სივრცეს ეხება. კლიმატის ცვლილება, კონფლიქტები, რესურსების...

შეაფერხეს თუ არა ბანკებმა საქართველოს საფონდო ბირჟის განვითარება?- მამუკა ხაზარაძის პასუხი

შეაფერხეს თუ არა ბანკებმა საქართველოს საფონდო ბირჟის განვითარება?- მამუკა ხაზარაძის პასუხი
access_time2020-09-19 14:49:13
ის, რომ დღეს საქართველოს საფონდო ბირჟა განვითარებული არ არის, არის თუ არა მეტწილად ბანკების ბრალი, როგორც ამას ფინანსისტთა ნაწილი მიიჩნევს და შეუშალეს თუ არა მათ ხელოვნურად ხელი ბირჟის განვითარებას, ამ კითხვით Forbes Talks-ში წამყვანის მიერ დასმულ კითხვას „ლელო საქართველოს“ თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ უპასუხა. პოლიტიკაში წასული ბიზნესმენი კატეგორიულად ამბობს, რომ არა! მისი თქმით, აქ პრობლემა რეგულაციებშია. ხაზარაძე Forbes Georgia-ს მთავარ რედაქტორთან ინტერვიუში ეროვნული ბანკის...

ინდივიდუალური კალამი, პირბადე, ფარი, დეზინფექცია ყოველ 3 სთ-ში - რა წესების დაცვა მოგიწევთ არჩევნებზე

ინდივიდუალური კალამი, პირბადე, ფარი, დეზინფექცია ყოველ 3 სთ-ში - რა წესების დაცვა მოგიწევთ არჩევნებზე
access_time2020-09-14 14:15:25
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უკვე გამოაქვეყნა რეკომენდაციები, თუ რა წესების დაცვა იქნება სავალდებულო საარჩევნო უბნებზე 31 ოქტომბერს დაგეგმილ არჩევნებზე. შემუშავებული რეკომენდაციების თანახმად, აღსანიშნავია, რომ უბნებზე მისულ ამომრჩეველს თერმოსკრინინგი არ ჩაუტარდება და ამასთან, მათ ინდივიდუალური კალმების გამოყენების საშუალება ექნებათ. ცესკოს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები ასე გამოიყურება: კენჭისყრის შენობის შესასვლელთან უნდა განთავსდეს დეზობარიერი (კოლექტიური დაცვის...


მსგავსი სიახლეები

up