გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე სოფლის განვითარების საზოგადოებრივი ქსელის შეხვედრას დაესწრო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე სოფლის განვითარების საზოგადოებრივი ქსელის შეხვედრას დაესწრო

access_time2019-12-17 14:15:18

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი ხანიშვილი სოფლის განვითარების საზოგადოებრივი ქსელის (GRDN) შეხვედრას დაესწრო. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. 



შეხვედრაზე საქართველოს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების, კერძო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ორმოცდაათზე მეტმა წარმომადგენელმა სოფლის განვითარებაში საზოგადოებრივი ქსელების წვლილზე და ამ მიმართულებით ევროკავშირისა და საქართველოს პრაქტიკაზე იმსჯელა.



„საზოგადოებრივი ქსელი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს სოფლის განვითარებაში. საქართველოს მთავრობის მიერ პლატფორმის შესაქმნელად ის პირველადი ნაბიჯები გადადგმულია, რითაც ინფორმაციის გაზიარება, ცნობადობის გაზრდა და სოფლის განვითარების პოლიტიკის გაუმჯობესება შესაძლებელი იქნება“, - განაცხადა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა.



შეხვედრის მონაწილეებმა სოფლის განვითარებაში საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლობის გზებზე და სოფლად წარმატებული ბიზნესის განვითარებასა და არაფერმერულ სექტორში შემოსავლების შექმნის კუთხით ახალგაზრდების როლზე იმსჯელეს. განსაკუთრებული ყურადღება საზოგადოებრივი ქსელის განვითარების პერსპექტივებს დაეთმო, რომელმაც მხარდამჭერები და უშუალო მონაწილეები სოფლის განვითარების გარშემო უნდა გააერთიანოს.




„საზოგადოებრივი ქსელი თანამშრომლობისა და სიახლის შექმნის საუკეთესო გზაა, რომელიც სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას ყველგან ემსახურება“, - აღნიშნა ესტონეთის სოფლის განვითარების ქსელის დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ავე ბრემსემ, რომელმაც წლევანდელ შეხვედრაში მომხსენებლის სტატუსით მიიღო მონაწილეობა.



სოფლის განვითარების ქსელები ევროკავშირში მიღებული პრაქტიკაა და ყველა ევროპულ ქვეყანაში მოქმედებს. საქართველოს სოფლის განვითარების საზოგადოებრივი ქსელი (GRDN) ესტონეთისა და ფინეთის ანალოგიური ქსელების წარმატებულ პრაქტიკას ითვალისწინებს. საზოგადოებრივი ქსელი ონლაინ პლატფორმის სახით შეიქმნება, რომლის ადმინისტრირებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო განახორციელებს. ქსელის მიზანია ინფორმაციისა და ცოდნის გაცვლა სოფლის განვითარების პოლიტიკის განხორციელებაში ჩართულ ყველა პარტნიორსა და დაინტერესებულ მხარეს - საჯარო და კერძო სექტორს, სამოქალაქო საზოგადოებასა და სათემო ჯგუფებს შორის.



ღონისძიება ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით, სამოქალაქო განვითარების სააგენტოსთან (CiDA) თანამშრომლობითა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის (ENPARD) ფარგლებში გაიმართა.



ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სოფლის განვითარების პროგრამა, ENPARD, 2013 წლიდან ხორციელდება და 2022 წლამდე გაგრძელდება, ხოლო მისი სრული ბიუჯეტი 179,5 მილიონ ევროს შეადგენს. მეტი ინფორმაცია პროგრამაზე ENPARD ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე: www.enpard.ge







ინდივიდუალური კალამი, პირბადე, ფარი, დეზინფექცია ყოველ 3 სთ-ში - რა წესების დაცვა მოგიწევთ არჩევნებზე

ინდივიდუალური კალამი, პირბადე, ფარი, დეზინფექცია ყოველ 3 სთ-ში - რა წესების დაცვა მოგიწევთ არჩევნებზე
access_time2020-09-14 14:15:25
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უკვე გამოაქვეყნა რეკომენდაციები, თუ რა წესების დაცვა იქნება სავალდებულო საარჩევნო უბნებზე 31 ოქტომბერს დაგეგმილ არჩევნებზე. შემუშავებული რეკომენდაციების თანახმად, აღსანიშნავია, რომ უბნებზე მისულ ამომრჩეველს თერმოსკრინინგი არ ჩაუტარდება და ამასთან, მათ ინდივიდუალური კალმების გამოყენების საშუალება ექნებათ. ცესკოს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები ასე გამოიყურება: კენჭისყრის შენობის შესასვლელთან უნდა განთავსდეს დეზობარიერი (კოლექტიური დაცვის...

პროგრამის - აწარმოე საქართველოში 17 ბენეფიციარს ქონება ჩამოერთვა

პროგრამის - აწარმოე საქართველოში 17 ბენეფიციარს ქონება ჩამოერთვა
access_time2020-09-19 13:45:14
“აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე ქონება 17 კომპანიას ჩამოერთვა. აღნიშნული ინფორმაცია BM.GE-მ ქონების მართვის სააგენტოდან გამოითხოვა. ქონებაჩამორთმეულ კომპანიებს შორისა: შპს “იბერია ევრო პრო”შპს “აილამა”შპს “ენ-ეიჩ-ელ 43 “შპს “წალკის რძის პროდუქტები” ( ხელშეკრულება შეწყდა ვალდებულებების შესრულების ვადის დადგომამდე, მოსალოდნელი შეუსრულებლობით)შპს „ხევი“შპს “ნ.გ...

უნივერსიტეტებს უცხოელი სტუდენტების დაკარგვის ეშინიათ

უნივერსიტეტებს უცხოელი სტუდენტების დაკარგვის ეშინიათ
access_time2020-09-19 12:00:34
საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში 13 000-ზე მეტი უცხოელი სტუდენტი სწავლობს. ახალი სასწავლო წელი მათთვის და მათი სასწავლებლებისთვის გამკაცრებული რეგულაციებით და გაზრდილი ხარჯით იწყება....

„ლარი გარბის“ - ეკონომიკის ყველა მინისტრი კი 2013 წლიდან ერთსა და იმავეს ლაპარაკობს - „ლარი სტაბილურად მოძრაობსო“

„ლარი გარბის“ - ეკონომიკის ყველა მინისტრი კი 2013 წლიდან  ერთსა და იმავეს ლაპარაკობს - „ლარი სტაბილურად მოძრაობსო“
access_time2020-09-19 10:00:49
ლარი გარბის“ - ეკონომიკის ყველა მინისტრი კი 2013 წლიდან ერთსა და იმავეს ლაპარაკობს - „ლარი სტაბილურად მოძრაობსო“, - ამის შესახებ ბიზნესმენმა, პარტიის „პროგრესი და თავისუფლების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ცეზარ ჩოჩელმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“...

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-09-18 21:00:58
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი:   1. რესპუბლიკური საავადმყოფო - საპარტნიორო ფონდის მორიგი ჩავარდნილი პროექტი ქვეყნის ერთ-ერთმა ყველაზე მაღალანაზღაურებადმა მენეჯერმა დავით საგანელიძემ ამორტიზებული და უმძიმესს მდგომარეობაში მყოფი კლინიკების განვითარებისთვის არაფერი...


მსგავსი სიახლეები

up