გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი: „უკანასკნელ წლებში  სამინისტრომ სატყეო სექტორში მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელა“

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი: „უკანასკნელ წლებში სამინისტრომ სატყეო სექტორში მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელა“

access_time2021-04-23 11:10:00

სატყეო სექტორში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვისა და გამოყენების საკითხებთან დაკავშირებით გამართულ ონლაინ შეხვედრაში მონაწილეობა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა, ესტონეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში, რიინა კალიურანდმა და ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, არჩილ ნიკოლეიშვილმა მიიღეს. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.


მინისტრის მოადგილემ, მისასალემებელ სიტყვაში, მადლობა გადაუხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სატყეო სეტორში თანამედროვე ტქნოლოგიის დანერგვაში გაწეული მხარდაჭერისთვის.


„უკანასკნელ წლებში სამინისტრომ სატყეო სექტორში მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელა. 2013 წელს, დამტკიცდა ეროვნული სატყეო კონცეფცია, რის საფუძველზეც, შემუშავდა „ტყის ახალი კოდექსი’’, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის მაისში დაამტკიცა. ახალი რეგულაციების მიღებით, სატყეო სექტორი გადადის გარდამავალ ეტაპზე. რეგულაციების ეფექტიანად შესრულებისთვის, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ტყესთან დაკავშირებული ზუსტი ინფორმაციის არსებობა და აღნიშნული მონაცემების ერთიან სისტემაში განთავსება. 2016 წლიდან, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს ტყის საინფორმაციო და მონიტორინგის სისტემის შექმნაზე. თითქმის დასრულდა მუშაობა ტყის საინფორმაციო და მონიტორინგის სისტემის (FIMS) პირველ კომპონენტზე „ტყის მართვის გეგმის ინვენტარიზაციის“ პროგრამაზე. ჩვენთვის მნიშნელოვანია სატყეო სექტორში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა და გამოყენება. ხე-ტყის აღრიცხვის ელექტრონული სისტემის ესტონური მოდელი თანხვედრაში უნდა იყოს ტყის საინფორმაციო და მონიტორინგის სისტემასთან (FIMS), რაც ხელს შეუწყობს ხე-ტყის მოძრაობის და მოცულობის ანგარიშგების გაუმჯობესებას და დაეხმარება ტყის მართვისა და ზედამხედველობის ორგანოებს ტყითსარგებლობასა და ტყის დაცვის სფეროში სახელმწიფო კონტროლის ეფექტიანად განხორციელებაში“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.


საქართველოში, ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, პროექტი „მდგრადი სატყეო საქმიანობის გაძლიერება Timbeter-ის ინოვაციური ხე-ტყის საზომი ტექნოლოგიის განხორციელება“ მიმდინარეობს. „Timbeter” წარმოადგენს ხე-ტყის გაზომვის ციფრულ გადაწყვეტას, რომელიც იყენებს ავტომატური პროგრამული ალგორითმების სწავლის ტექნოლოგიას და ხელოვნურ ინტელექტს მორის ზუსტი ზომების დასადგენად. ასევე, იძლევა ანგარიშგების გამარტივებულ საშუალებას. „Timbeter”-ის მიზანი ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების აღმოფხვრა და მერქნის მიწოდების გაუმჯობესებაა.








ირაკლი ნადარეიშვილი: „ყველა საკითხი, რასაც ბიზნესი აყენებს რეგულაციების შემსუბუქების თუ ვაქცინაციის კუთხით, საქართველოს მთავრობის დღის წესრიგშია და მიმდინარეობს აქტიური განხილვა

ირაკლი ნადარეიშვილი: „ყველა საკითხი, რასაც ბიზნესი აყენებს რეგულაციების შემსუბუქების თუ ვაქცინაციის კუთხით, საქართველოს მთავრობის დღის წესრიგშია და მიმდინარეობს აქტიური განხილვა
access_time2021-05-15 11:53:01
„ბიზნესთან აქტიური კომუნიკაცია წარმოადგენს საქართველოს მთავრობის პრიორიტეტს და პანდემიასთან დაკავშირებული გამოწვევების ფონზე განსაკუთრებით აქტუალურია, მათთან ერთად ვიმსჯელოთ როგორც რეგულაციების შემსუბუქების ან ეტაპობრივი მოხსნის, ასევე ვაქცინაციის და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, რათა დავიცვათ ბალანსი და ვიპოვოთ ისეთი შუალედი, რომ მაქსიმალურად დავიცვათ როგორც ბიზნესის, ასევე ჩვენი საზოგადოების ინტერესები და ეპიდემიოლოგების რეკომენდაციები - ამის შესახებ...

14 მაისი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გამყარდა

14 მაისი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გამყარდა
access_time2021-05-14 18:00:19
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი ქართული ლარის კურსზე მკვეთრად აისახა. 2021 წლის 14 მაისის ოფიციალური კურსების მიხედვით, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 16 პუნქტით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 62 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი პრაქტიკულად უცვლელია. ეროვნული ბანკის მიერ 14 მაისის ვაჭრობის შედეგად (რომლის ოფიციალური კურსი 15 მაისისთვისაა) ეროვნული ვალუტა აშშ...

584 000 ლარიანი ჯარიმა ფულის გათეთრებისთვის - სებ-მა ბანკი და მისო დააჯარიმა

584 000 ლარიანი ჯარიმა ფულის გათეთრებისთვის - სებ-მა ბანკი და მისო დააჯარიმა
access_time2021-05-14 16:00:30
ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, საგადახდო მომსახურების პროვაიდერი და ვალუტის გადამცვლელი პუნქტი (რაოდენობა უცნობია) ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისათვის დააჯარიმა. ფულის გათეთრებისა...

ბაზარზე ზეითუნის ზეთის და ზეთისხილის 20-22% უკვე ქართულია - „ქართული ზეთისხილი“

ბაზარზე ზეითუნის ზეთის და ზეთისხილის 20-22% უკვე ქართულია - „ქართული ზეთისხილი“
access_time2021-05-14 17:00:56
,,კარგი მოვლის შემთხვევაში, 1 ჰექტრიდან 8-9 ათასი დოლარის შემოსავლის მიღება არის შესაძლებელი“ - ამის შესახებ ,,ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ,,ქართული ზეთისხილის დამფუძნებელმა და მსოფლიო ზეთისხილის საბჭოს პრეზიდენტმა განაცხადა.   გიორგი სვანიძის თქმით, წელს გასულ წელთან შედარებით 2-ჯერ გაზრდილ მოსავალს ელოდებიან, ქართული ზეთისხილი კი რუსეთსა და ნიდერლანდებშიც გაიყიდება.   ,,წელს, საკმაოდ კარგი მოლოდინი გვაქვს მოსავლის კუთხით. დაახლოებით 2-ჯერ მეტს...

Los-Angeles times: ახალ ამერიკულ სანქციებს არასწორი სამიზნე აქვთ

Los-Angeles times: ახალ ამერიკულ სანქციებს არასწორი სამიზნე აქვთ
access_time2021-05-14 20:00:23
აშშ-ს საელჩომ მოსკოვში რუსეთის მოქალაქეებისთვის არასაემიგრაციო ვიზების გაცემა შეაჩერა. რუსები, რომლებსაც შტატებში ბიზნესისთვის ან სასწავლებლად წასვლა სურთ, ვიზების მიღება მესამე ქვეყნებში შეუძლიათ.   საკონსულო მომსახურეობის შეჩერება - ვაშინგტონს და მოსკოვს შორის სანქციების გაცვლის შედეგებია - პრინციპი „თვალი თვალის წილ“ დიპლომატიაშიც მოქმედებს.   ამერიკა უფრო შორს წავიდა და მოსკოვში თავის საელჩოში რუსეთის მოქალაქეების დასაქმება აკრძალა, რაც...


მსგავსი სიახლეები

up