გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ევროკომისიის წარმომადგენლებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ევროკომისიის წარმომადგენლებს შეხვდა

access_time2019-03-19 13:51:54

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი ევროკომისიის წარმომადგენლებს მეთიუ ბუსკეტსა და მიქაელა ჰაუფს შეხვდა. 



როგორც „კომერსანტს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე სოფლის მეურნეობისა და სოფლად განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) IV ფაზის ძირითადი კომპონენტები განიხილეს.



მონაწილეებმა არსებული შედეგები შეაჯამეს და სოფლის მეურნეობის განვითარების და სოფლად ცხოვრების პირობების გაუმჯობესებისთვის ახალ შესაძლებლობებსა და პერსპექტივებზე ისაუბრეს.



მინისტრის მოადგილემ შეხვედრის მონაწილეებს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სტრატეგიების განხორციელების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ ENPARD IV ფაზაში აქცენტი გარემოსდაცვით ასპექტებზე და სოფლის მეურნეობის მდგრად განვითარებაზე გაკეთდება.




შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა, რომ სტრატეგიის ჩამოყალიბების პროცესში სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) და ითვალისწინებს მათ რეკომენდაციებს, სოფლის მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად.



„სურსათის უვნებლობა ENPARD IV ფაზის მნიშვნელოვანი კომპონენტი იქნება. სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიასთან თანამშრომლობით, ქვეყანაში ინერგება ხარისხის მართვის სისტემის ISO 9001 სტანდარტი, რაც ქვეყნის რეპუტაციაზე დადებითად აისახება და შედეგად, ადგილობრივი მოსახლეობა უფრო მეტად დაცული იქნება, ასევე, გაიზრდება ქართული პროდუქციის სანდოობა საექსპორტო ბაზრებზე“, - განაცხადა ხატია წილოსანმა.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ENPARD IV უნდა დაეფუძნოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ახალ სტრატეგიას. სტრატეგიის პირველადი ვერსიის შემუშავება წლის ბოლომდე დასრულდება.



აღსანიშნავია, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი 179.5 მილიონ ევროს (2013-2022) შეადგენს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა, სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითრების პრინციპების დაცვით.



შეხვედრას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის სამსახურის პროექტების განყოფილების უფროსი ვინსენტ რეი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი და სამინისტროს სისტემაში შემავალი სხვა უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.



ევროკომისიის წარმომადგენლები დაეთანხმნენ სამინისტროს ინიციატივას, რაც გულისხმობს კერძო სექტორისთვის დახმარების გაწევას სურსათის უვნებლობის მიმართულებით სახელმწიფოს მიერ შემუშავებული პოლიტიკის დანერგვაში, ასევე, სამინისტროს შესაძლებლობების გაძლიერებას, მესაქონლეობის მიმართულებით გარკვეული ინიციატივების დაფინანსებას.
აღინიშნა, რომ ინდიკატორები, რომლებიც შემუშავდება საბიუჯეტო დახმარების მისაღებად თავსებადი იქნება საქართველოს მთავრობის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულებასთან.








კომპანია „ფრანს ავტო“ საქართველოს მთავრობისთვის 135 თეთრი ფერის Renault Duster-ს რუმინეთიდან ჩამოიყვანს

კომპანია „ფრანს ავტო“ საქართველოს მთავრობისთვის 135 თეთრი ფერის Renault Duster-ს რუმინეთიდან ჩამოიყვანს
access_time2019-07-23 15:30:15
საქართველოს მთავრობა 135 თეთრი ფერის Renault Duster შეისყიდის. ამის შესახებ კომერსანტს კომპანია „ფრანს ავტოს“ გაყიდვებისა და ლოგისტიკის ხელმძღვანელმა განუცხადა. თამარ მეტრეველის თქმით, მანქანებს კომპანია ევროპიდან, კერძოდ კი რუმინეთიდან ჩამოიყვანს. ავტომობილის ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები კი შემდეგნაირია: ძრავა 1,6,  115 ცხენის ძალა, გადაცემათა კოლოფი - 6-სიჩქარიანი მექანიკა, 4X4, მაქსიმალური სიჩქარე – 163 კილომეტრია...

Bloomberg-ზე 1 დოლარი 2,9000 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ზე 1 დოლარი 2,9000 ლარად ივაჭრება
access_time2019-07-23 13:16:07
Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 13:00 საათზე ერთი დოლარი 2,900 ლარად ივაჭრება. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გუშინ დადგენილი კურსით, დღეს ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8831 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.2357 ლარია. ეროვნული ბანკი ახალ კურსს დღეს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.აღსანიშნავია, რომ დღეს დილით, 11 საათისთვის Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე ერთი დოლარი 2.8900 ლარად...

4Hospitals - საიმედო პარტნიორი

4Hospitals - საიმედო პარტნიორი
access_time2019-07-23 10:30:06
4Hospitals წარმოადგენს სამედიცინო პროდუქციის და სერვისის მიმწოდებელ კომპანიას კლინიკებისათვის. კომპანია 5 წლის წინ დაარსდა და დღეს უკვე მრავალი გლობალური ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში და ახლა უკვე - სომხეთშიც. კომპანია 1000-ზე მეტი დასახელების სამედიცინო პროდუქტს აწვდის საქართველოს 100 მეტ კლინიკას, რომელთა მომხმარებელია მრავალი ექიმი და მათი მეშვეობით ასეულ ათასობით პაციენტი. დაარსების დღიდან კომპანიამ...

აშშ-მ თურქეთი წინააღმდეგ სანქციების დაწესება დაიწყო

აშშ-მ თურქეთი წინააღმდეგ სანქციების დაწესება დაიწყო
access_time2019-07-22 20:00:40
“ვაშინგტონმა აუკრძალა ანკარას მონაწილეობა გამანადგურებლის F-35-ის შექმნის და წარმოების პროგრამაში. ამის მიზეზია თურქეთის მიერ რუსული საზენიტო კომპლექსების ს-400-ის ყიდვა,“  - ნათქვამია თეთრი სახლის ოფიციალური განცხადებაში. დოკუმენტში წერია, რომ ამერიკული სამხედრო თვითმფრინავების გამოყენება რუსულ სადაზვერვო ტექნიკასთან გვერდით დაუშვებელია, რადგანაც ამ ტექნიკის ერთ-ერთი ამოცანა არის სწორედ F-35-ს საბრძოლო მახასიათებლებზე ინფორმაციის...

“ავერსი“ ყოფილი ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორიაზე გამხმარი ფიჭვების მოჭრას სექტემბერში დაიწყებს - რა ჯიშის ხეებით ჩანაცვლდება “ელდარის ფიჭვები“

“ავერსი“ ყოფილი ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორიაზე გამხმარი ფიჭვების მოჭრას სექტემბერში დაიწყებს - რა ჯიშის ხეებით ჩანაცვლდება “ელდარის ფიჭვები“
access_time2019-07-22 19:00:11
ყაზბეგის გამზირზე, ყოფილი ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორიაზე, ორი წლის წინ დაავადებული და გამხმარი ფიჭვების მოჭრა სექტემბერში დაიწყება და მათ ადგილას როგორც წიწოვანი, ასევე ფოთლოვანი ხეები დაირგვება.  ამის შესახებ “კომერსანტს“  „ავერსი-ფარმას“ გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ფურცელაძემ განუცხადა.   როგორც ირაკლი ფურცელაძე ამბობს,  საავადმყოფოს ტერიტორიაზე ფიჭვების დაავადების შესახებ დაახლოებით...


მსგავსი სიახლეები

up