გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი  ქართული თაფლის მწარმოებლებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ქართული თაფლის მწარმოებლებს შეხვდა

access_time2019-03-05 17:58:38

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ქართული თაფლის მწარმოებლებს შეხვდა. მხარეებმა დეტალურად განიხილეს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების განხორციელების პროცესში ფუტკრის მოვლასთან დაკავშირებული საკითხები.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მეფუტკრეების მაქსიმალური ჩართულობა აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში. პრაქტიკოს მეფუტკრეებთან თანამშრომლობით ზუსტად უნდა განისაზღვროს შეწამვლითი სამუშაოების ვადები. აღსანიშნავია, რომ გასული ორი წლის გამოცდილების გათვალისწინებით, წელს მოსახლეობის შეტყობინების უფრო მოქნილი სისტემა იმუშავებს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

შეხვედრაზე მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დარგის განვითარების ხელშეწყობისთვის აქტუალურია ცოდნის გაღრმავება. შესაბამისად, სამინისტრო საკონსულტაციო კომპანიების, დარგის მაღალკვალიფიციური სპეციალისტების საქართველოში მოწვევის, ასევე, ქართველი მეფუტკრეების საზღვარგარეთ სასწავლო მივლინების  მიმართულებით დაიწყებს მუშაობას.

საუბარი შეეხო ცხოველთა რეგისტრაცია-იდენტიფიკაციის სისტემის საკითხს. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია მიკვლევადობა და ამ მიმართულებით მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განხორციელებული მხარდაჭერა. 


შეხვედრაზე გადაწყდა, რომ მარტის ბოლოს სამინისტროში მეფუტკრეებთან შეხვედრა კვლავ გაიმართება, სადაც შეჯერდება მოსაზრებები და დაგეგმილი კონკრეტული აქტივობები.

ქართველ მეფუტკრეებთან გამართულ შეხვედრას სურსათის ეროვნული სააგენტოს და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.





ბიძინა ივანიშვილის გარემოცვა ჩართული არის ელიტარულ კორუფციაში

ბიძინა ივანიშვილის გარემოცვა ჩართული არის ელიტარულ კორუფციაში
access_time2020-02-25 19:00:51
პარლამენტის დარგობრივ სხდომაზე ფინანსთა მინისტრი არ მივიდა. ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრმა ლევან კობერიძემ გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“  განაცხადა,რომ ფინანსთა მინისტრმა ისინი მოატყუა. „ჩვენ გავაგზავნეთ ფინანსთა და ჯანდაცვის მინისტრებთან წერილი,რომ მობრძანებულიყვნენ ფრაქციაში და კონკრეტულ საკითხებზე გვესაუბრა. ეს საკითხებია დღგ-ს ნაწილში ყალბი აქტივის შექმნა, ტელევიზიების მიერ არგადახდილი დღგ და აზარტული თამაშები.  კითხვები გვქონდა...

როგორ მივაღწიოთ ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას საქართველოში?

როგორ მივაღწიოთ ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას საქართველოში?
access_time2020-02-25 17:00:17
ISET-ი ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით კვლევას აქვეყნებს. მათი ინფორმაციით,საქართველოში ბოლო ათწლეულებში ეკონომიკური პოლიტიკის გარკვეული ინიციატივები ერთმანეთთან შეუსაბამობაში მოდის. მაგალითად, ერთი მხრივ, მთავრობა ცდილობს, წაახალისოს მცირე ფერმერები, გადაინაცვლონ ეკონომიკის სხვა სექტორებში (რისთვისაც წარმოების ხელშემწყობ სააგენტოებს აარსებს), მეორე მხრივ, ეხმარება მათ სხვადასხვა პროგრამებით (მაგ. კოოპერატივების მხარდაჭერით), აიმაღლონ პროდუქტიულობა და დარჩნენ სოფლის მეურნეობაში....

გლობალური პანდემია შესაძლოა მსოფლიოს 1 ტრილიონი დოლარი დაუჯდეს

გლობალური პანდემია შესაძლოა მსოფლიოს 1 ტრილიონი დოლარი დაუჯდეს
access_time2020-02-25 20:00:35
შემაშფოთებელი პერსპექტივა იმის, რომ კორონავირუსის მასშტაბური გავრცელება გლობალიზაციის ეპოქის პირველი მძლავრი პანდემია აღმოჩნდეს, ბადებს ეჭვებს მსოფლიოს ეკონომიკურ სტაბილურობაზე. კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 3000-ს მიაღწია, დაფიქსირდა 80 000-ზე მეტი შემთხვევა.  იტალიაში ვირუსის გავრცელებამ ეკონომიკის უმდიდრეს ზონებს დარტყმა მიაყენა. ზოგი ეკონომისტი საუბრობს, თუ რა შეიძლება გამოიწვიოს არათანაბარმა განვითარებამ გლობალურ...

876 ათასი ლარი ავეჯის შესაძენად – ვინ მართავს ბათუმის სტადიონს

876 ათასი ლარი ავეჯის შესაძენად – ვინ მართავს ბათუმის სტადიონს
access_time2020-02-25 18:00:17
ბათუმის საფეხბურთო სტადიონისთვის ავეჯის შესაძენად აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შპს „სტადიონმა“ ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. სკამების, მაგიდების, დივნების, კარადების და სხვა ინვენტარის შესაძენად აჭარის ბიუჯეტიდან 876 ათასი ლარია გამოყოფილი.ავეჯის დიზაინი, დეტალური ტექნიკური მახასიათებლები, განლაგების სქემა და ნახაზები ტენდერის პირობებშია...

როგორ კარგავს ბიუჯეტი მნიშვნელოვან თანხებს თხევადი აირის იმპორტიდან

როგორ კარგავს ბიუჯეტი მნიშვნელოვან თანხებს თხევადი აირის იმპორტიდან
access_time2020-02-25 15:45:46
თხევადი აირი (LPG) სულ უფრო პოპულარული ხდება ქართველ მომხმარებელში და ამას აქვს არაერთი მიზეზი. მაგალითად არაოფიციალური მონაცემებით (ოფიციალური სტატისტიკა არ იწარმოება), თუ 2 წლის წინ ამ საწვავზე მომუშავე ავტომანქანების რაოდენობა 1 000 ავტომობილს აღწევდა, დღეს მათი რიცხვი 10 000 ავტომობილს აჭარბებს. LPG -ის სწრაფი პოპულარობის მიზეზი კი როგორც ვახსენეთ რამდენიმეა. პირველი და, რა თქმა უნდა, მთავარი არის ფასი. ერთი კოლოგრამი LPG-ის ღირებულება, საშუალოდ 1.25 ლარია. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ...


მსგავსი სიახლეები

up