დღეს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი კლიმატის მწვანე ფონდის მიერ დაფინანსებულ პროექტს წარადგენს. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
„პროექტი სატყეო სექტორის რეფორმის მხარდაჭერას ითვალისწინებს. ამ მიზნებისთვის კლიმატის მწვანე ფონდი საქართველოს 33 მილიონი ევროს ოდენობის გრანტს გადასცემს. პროექტის თანადამფინანსებლები არიან გერმანიის მთავრობა და შვეიცარიის კონფედერაცია.
ღონისძიებას დაესწრებიან გერმანიისა და შვეიცარიის ელჩები საქართველოში, პარლამენტის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები“ – ნათქვამია ინფორმაციაში.