გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს მოუსმინეს

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს მოუსმინეს

access_time2020-06-03 22:20:15

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა საკომიტეტო მოკვლევის - „გარემოს ტყვიით დაბინძურების შეფასება საქართველოში“ ფარგლებში დღეს მორიგი ზეპირი მოსმენა გამართა, რომელშიც სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

 

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა ნინო წილოსანმა ზეპირი მოსმენის მონაწილეებს გააცნო საკომიტეტო მოსმენის პროცედურა და იმედი გამოთქვა, რომ დღევანდელი მოსმენის შედეგად მიღებული ინფორმაცია დაეხმარება სამუშაო ჯგუფს იმ რეკომენდაციების შემუშავებაში, რომელთა განხორციელება უდავოდ წაადგება ტყვიით დაბინძურებისაგან გარემოს დაცვას.

 

ნინო წილოსანის ინფორმაციით, სამუშაო ჯგუფის წევრებმა უკვე მოუსმინეს გარემოს ტყვიით დაბინძურებასთან დაკავშირებით ფონდის პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის, „მწვანე ალტერნატივას“ წარმომადგენლებს, დამოუკიდებელ ექსპერტებს, რომლებმაც კანონმდებლებს თავიანთი წინადადებები და რეკომენდაციები გააცნეს. ამ შეხვედრაზე ტყვიით გარემოს დაბინძურებისა და უშუალოდ ადამიანზე მისი ზემოქმედების ძირითად წყაროებად დასახელდა საყოფაცხოვრებო დანიშნულების საღებავები, ინდუსტრიული ნარჩენები, საწვავი, სამომხმარებლო პროდუქცია.

 

როგორც ნინო წილოსანმა აღნიშნა, ამ მოსმენების დროს გამოიკვეთა მოსაზრება, რომ არ არსებობს ნიადაგის და ჰაერის ერთიანი მონიტორინგის სისტემა, იშვიათია ერთი და იმავე ადგილზე ნიადაგის და ჰაერის სინჯებში ტყვიის კონცენტრაციის დინამიკაში განსაზღვრა. წარმოდგენილი წინადადებებით, სინჯები ყოველთვის სხვადასხვა ადგილზეა აღებული, რაც სწორი მონიტორინგის და დაკვირვების საშუალებას არ იძლევა. მისივე თქმით, ექსპერტთა მხრიდან ასევე გაჟღერდა ინფორმაცია, რომ ერთი და იმავე სადგურზე გარკვეული პერიოდით არ ხდება სინჯების აღება, რაც შედარების საშუალებას არ იძლევა. ნინო წილოსანმა საჯარო მოსმენის მონაწილეებს ექსპერტთა მიერ წარმოდგენილი სხვა პოზიციებიც გააცნო და სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებს ამის თაობაზე განმარტებების გაკეთება სთხოვა.

 


ნინო წილოსანის განცხადებით, ასევე აღსანიშნავია, რომ 2019 წელს ჩატარდა მასშტაბური კვლევა იუნისეფის დახმარებით და დაავადებათა კონტროლის სააგენტოს ხელმძღვანელობით და გამოიკვეთა საკმაოდ შემაშფოთებელი მონაცემები დასავლეთ საქართველოში ბავშვებში ტყვიის მატებასთან დაკავშირებით. იმის გამო, რომ ტყვიის დონის მატება პირდაპირ კავშირშია ბავშვთა განვითარების დონესთან, მისი თქმით, ამ კუთხით მნიშვნელოვანია, რომ დეტალურად იყოს გამოკვლეული ის განმაპირობებელი ფაქტორები, თუ საიდან ხვდება ტყვია ბავშვებში და რატომ არის განსაკუთრებულად დასავლეთ საქართველო ამ კუთხით პრობლემური.

 

დღევანდელ საჯარო მოსმენაზე, რომელიც ძირითადად, კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მასში მონაწილეობდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოს ეროვნული სააგენტოს, სურსათის ეროვნული სააგენტოს, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის, ნავთობისა და გაზის ეროვნული სააგენტოს, წიაღის ეროვნული სააგენტოს, საბაჟო დეპარტამენტის, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს წარმომადგენლები.

 

საჯარო მოსმენაზე დეტალურად იმსჯელეს ტყვიის კონცენტრაციის ადამიანებში, ნიადაგში, ჰაერში, სურსათში, ბენზინში, პესტიციდებსა და სხვა სასუქებში განსაზღვრის საკითხებზე და, საერთოდ, ამ კუთხით არსებულ პრობლემებზე.

 

„კომიტეტი ამის შემდეგ ექსპერტთან ერთად შეიმუშავებს რეკომენდაციებს, რომლებიც წარედგინება სახელმწიფო უწყებებს, იმისთვის, რომ ამ თემის ირგვლივ მოკვლეული პრობლემატიკა იქნეს მაქსიმალურად აღმოფხვრილი და გატარდეს ის ღონისძიებები, რასაც კომიტეტი მიიჩნევს აუცილებლად იმისთვის, რომ პრობლემა აღმოიფხვრას“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

 

სამუშაო ჯგუფის მხრიდან, ნინო წილოსანთან ერთად, მოსმენაში მონაწილეობდნენ პარლამენტის წევრები ენძელა მაჭავარიანი,გიორგი გაჩეჩილაძე, ზაზა ხუციშვილი. პროექტი ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით ხორციელდება.


imedinews.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up