გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა ტყის კოდექსში შესატანი ცვლილებები პირველი მოსმენით განიხილა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა ტყის კოდექსში შესატანი ცვლილებები პირველი მოსმენით განიხილა

access_time2021-10-15 23:40:00

ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტი, ათ თანმდევ საკითხთან ერთად განიხილეს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.


„ტყის კოდექსი, IX მოწვევის პარლამენტმა მიიღო და წარმოადგენს პირველ კოდექსს, რომელიც ტყის მდგრადი მართვის პრინციპებზე დაყრდნობით იქნა შემუშავებული და თავის თავში გულისხმობს ნაკლებ ზეწოლას ტყეზე, მეტი ეკოსერვისის მიღებას ტყის, როგორც მერქნული ასევე არამერქნული რესურსისა ასევე, ეკოტურიზმის განვითარებას და ტყის ხარისხის შენარჩუნებას მომავალი თაობებისთვის“, - აღნიშნულის შესახებ საკითხის ერთ-ერთმა ინიციატორმა და მომხსენებელმა მაია ბითაძემ განაცხადა. მისი განმარტებით, საკანონმდებლო პაკეტში წარმოდგენილი ცვლილებები ეხება თექვსმეტ ძირითად მიმართულებას და ერთ-ერთი მათგანი წარმოადგენს ტერმინთა განმარტებების დაზუსტებას.


მნიშვნელოვანი არსებითი ხასიათის ცვლილებები ეხება ტყის სტატუსის შეწყვეტის საფუძვლებს, რაც შესაძლებელი იქნება მხოლოდ საკურორტო-რეკრეაციული მიზნით ტყით სარგებლობის შემთხვევაში. წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეთით, ზუსტდება რომ მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით შესაძლებელი იქნება ტყის საზღვრების კორექტირება მხოლოდ და მხოლოდ არსებული ხაზობრივი ნაგებობებისა და ინფრასტრუქტურული ნაგებობების ამორიცხვის შემთხვევაში. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ტყის აღრიცხვის საფუძველზე, კორექტირების საკითხის დაყენების უფლება მთავრობის წინაშე ეროვნულ სატყეო სააგენტოს ექნება.



მისი თქმით, მნიშვნელოვანია ცვლილება, რომელიც ტყის ფონდში ინსპექტორების რაოდენობას და პრაქტიკულად ახალი დაწესებულების, ეროვნული სატყეო სააგენტოს რეინჯერების ჩაბმას ეხება ტყის კონტროლის ისეთ ნაწილში, სადაც მათ ადმინისტრაციული სახდელის დადების უფლება ექნებათ. მაია ბითაძის განმარტებით, ცვლილებები ითვალისწინებს ტყის არამერქნული რესურსით სარგებლობას ასევე, ფუტკრის დროებითი სადგომის მოსაწყობად სასოფლო-სამეურნეო მიზნით ტყით სარგებლობას და თევზის მეურნეობის და სამონადირეო მეურნეობის ლიცენზიის გაცემის ინტეგრირებას. მისივე ინფორმაციით, მნიშვნელოვანია ის ცვლილებები, რომელიც წლების განმავლობაში მუშავდებოდა და ეხება ტყეში დასაწყობებულ, უკანონოდ მოპოვებულ მერქნულ რესურსს, რომელიც გამოძიებისთვის ნივთმტკიცებას წარმოადგენს და რომლის ტყიდან გამოტანა გამოძიების დასრულებამდე ვერ ხერხდება. წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, ნივთმტკიცების განკარგვა შესაძლებელი იქნება იმ შემთხვევაში თუ პირის ბრალეულობა არ დადასტურდა.


„ტყის ფონდის მართვის ორგანოს მიერ აღნიშნული რესურსის განკარგვის შედეგად მიღებული თანხები დაუბრუნდება პირს, იმ შემთხვევაში თუ მისი ბრალეულობა არ დადასტურდა. ეს საკითხი არის ძალიან მნიშვნელოვანი ერთი მხრივ, განსაკუთრებით რეგიონში მცხოვრები მოსახლეობისთვის მეორე მხრივ, ეროვნული სატყეო სააგენტოსთვის, რადგან ტყის სანიტარული მდგომარეობა დასაწყობებული მერქნული რესურსით უარესდებოდა“, - განაცხადა მომხსენებელმა.


კანონპროექტთა პაკეტით, წარმოდგენილია ცვლილებები რომლითაც გათვალისწინებულია მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწების რეგისტრაციის საკითხი. პროცესში ერთვება ტყის ფონდის მართვის ორგანო, რომლის ჩართულობით იქნება მართლზომიერ მფლობელობაში მიწის დაკანონების პროცესი წარმართული.







რატომ ღირს საკმეველი და მირონი ასე ძვირი

რატომ ღირს საკმეველი და მირონი ასე ძვირი
access_time2021-12-04 11:00:24
საკმეველი და მირონი მთელ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძვირად ღირებული და ძვირფასი ნედლეულია. მხოლოდ რომის კათოლიკური ეკლესია წელიწადში დაახლოებით 50 ტონა საკმეველს იყენებს. საკმევლის...

ჩინეთი და რუსეთი ამერიკას კოსმოსში ებრძვიან

ჩინეთი და რუსეთი ამერიკას კოსმოსში ებრძვიან
access_time2021-12-04 15:00:08
როდესაც რუსეთი რაკეტის დარტყმით ანადგურებს კოსმოსში განლაგებულ თანამგზავრს, ან ჩინეთი ახალ ზებგერით რაკეტას ცდის, შეიარაღებათა რბოლა, რომელიც მიმდინარეობს დედამიწის ორბიტაზე, მას-მედიაში ახალი ამბების თემა ხდება, თუმცა, ამ აშკარა ფაქტების და ფართო საზოგადოების ყურადღების მიღმა, აშშ და მისი მოწინააღმდეგეები ერთმანეთს კოსმოსში ყოველდღიურად ებრძვიან. სანამ ვაშინგტონის ოფიციალური პირები და ექსპერტები გაზრდილ საფრთხეებზე საუბრობენ, მოწინააღმდეგეები ამერიკულ თანამგზავრებს თითქმის ყოველდღე...

რა გეკუთვნით სახელმწიფოსგან, როგორც ორსულს

რა გეკუთვნით სახელმწიფოსგან, როგორც ორსულს
access_time2021-12-04 12:00:27
...

რა გვიჯდება ბიუროკრატიის შენახვა

რა გვიჯდება ბიუროკრატიის შენახვა
access_time2021-12-04 16:00:11
...

რა ინტერესები აქვს ირანს კავკასიაში

რა ინტერესები აქვს ირანს კავკასიაში
access_time2021-12-04 12:30:45
კავკასიაში დაძაბულობის ახალი კერაა. ყარაბაღში 44-დღიანმა საომარმა მოქმედებებმა ძალთა აქამდე არსებული ბალანსი შეცვლა და ირან-აზერბაიჯანის...


მსგავსი სიახლეები

up