გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონპროექტის მესამე მოსმენაზე განხილვას მხარი დაუჭირა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონპროექტის მესამე მოსმენაზე განხილვას მხარი დაუჭირა

access_time2021-03-02 13:30:00

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომზადებული „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონპროექტის მესამე მოსმენაზე განხილვას მხარი დაუჭირა. ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს.



კომიტეტის სხდომაზე განსახილველად საკანონმდებლო პაკეტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა წარადგინა.



„კანონპროექტს შემოაქვს სრულიად ახალი, ევროპული სტანდარტის გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის მექანიზმი. თუ საწარმოს საქმიანობის შედეგად, გარემოს მიადგება მნიშვნელოვანი ზიანი, საწარმო ვალდებულია გასწიოს ამ ზიანის გამოსასწორებლად საჭირო ხარჯები და შეასრულოს ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებები, რაც მიმართული იქნება დაზიანებული გარემოს პირვანდელ მდგომარეობაში ან მასთან მიახლოებულ მდგომარეობაში აღდგენაზე. ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, კანონპროექტს, ევროპული სტანდარტების შესაბამისად, შემოაქვს საკმაოდ მაღალი საჯარიმო სანქციები“, - აღნიშნა ნინო თანდილაშვილმა.



„გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონპროექტი ითვალისწინებს გარემოსდაცვითი ზიანის ფონდის შექმნას. ცალკეულ შემთხვევაში, ზიანის ფულადი ანაზღაურების შედეგად გადახდილი თანხები სწორედ აღნიშნულ ფონდში ჩაირიცხება. მსგავსი ფონდები უკვე მრავალი წელია არსებობს და წარმატებით ფუნქციონირებს თითქმის ყველა ევროპულ ქვეყანაში. საქართველო არის პირველი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის, სადაც ასეთი ტიპის ფონდი შეიქმნება. აღნიშნულ ფონდში აკუმულირებული თანხები მოხმარდება გარემოს მდგომარეობის აღდგენას საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, პრიორიტეტული გარემოსდაცვითი ღონისძიებების დასაფინანსებლად და გარემოს მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.




როგორც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ აღნიშნა, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ კანონპროექტი წინგადადგმული ნაბიჯია, ერთი მხრივ, ევროკავშირთან ასოცირების ვალდებულებების შესრულების თვალსაზრისით, ხოლო, მეორე მხრივ, გარემოსდაცვითი მმართველობის გაუმჯობესების კუთხით.




საკანონმდებლო ცვლილებების ნაწილი, მათ შორის „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილება მიმდინარე წელს, ხოლო გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ კანონის დიდი ნაწილი, 2022 წლის 1 ივლისიდან შევა ძალაში, რაც კანონქვემდებარე აქტების მიღებისა და აღსრულების ეფექტიანად განხორციელებისთვის, სამინისტროს ინსტიტუციური გაძლიერების უზრუნველყოფით არის განპირობებული.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ კანონპროექტი ევროკავშირის დახმარებით შეიმუშავა. კანონპროექტზე მუშაობის პროცესში აქტიურად მიმდინარეობდა შეხვედრები ყველა დაინტერესებულ მხარესთან, როგორც ბიზნესის წარმომადგენლებთან, ასევე სამოქალაქო სექტორთან. კანონპროექტი პირველი ორი მოსმენით მე-9 მოწვევის პარლამენტმა მიიღო.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up