გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა ჯავახეთის დაცული ტერიტორიების გაფართოებას მხარი დაუჭირა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა ჯავახეთის დაცული ტერიტორიების გაფართოებას მხარი დაუჭირა

access_time2019-12-16 18:00:54

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი უძღვებოდა, მესამე - საბოლოო მოსმენით განიხილეს კანონპროექტი „ჯავახეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს.



კანონპროექტი მიზნად ისახავს ჯავახეთის დაცული ტერიტორიების გაფართოებას.



საკითხის გამოტანისას, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა განაცხადა, რომ მეორე მოსმენის შემდეგ კანონპროექტმა ცვლილებები არ განიცადა. მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ამ კანონპროექტით იქმნება ახალი დაცული ტერიტორიები და კანონპროექტის ამოქმედება გათვალისწინებულია 2021 წლის პირველი იანვრიდან.



აღნიშნული კანონპროექტის თანახმად, ჯავახეთის დაცული ტერიტორიების გაფართოების მიზნით, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში იქმნება სამი ახალი აღკვეთილი: ფარავნის ტბის - 4 031 ჰა, საღამოს ტბის - 629 ჰა და აბულის ტბის - 211 ჰა. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ევროკავშირის მხრიდან გვაქვს მხარდამჭერი პროექტები, მათ შორის, დაცულ ტერიტორიებზე ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშემწყობი და წინაპირობა, რომ ამ პროექტის ფარგლებში დამატებითი სახსრები მიგვეღო, იყო ის, რომ გარკვეულწილად გაგვეფართოებინა დაცული ტერიტორიები. მისივე თქმით, შესაბამისად, ამ კანონპროექტის მიღება იქნება სწორედ ის წინაპირობა, რომ 2020 წელს საქართველო ევროკავშირისგან დამატებით ფინანსურ დახმარებას მიიღებს, რომელიც ისევ და ისევ დაცულ ტერიტორიებს და ადგილზე მცხოვრები მოსახლეობისთვის სიკეთეების შექმნას მოხმარდება.



მინისტრის მოადგილემ დღევანდელ სხდომაზე მოსახლეობის საყურადღებოდ, კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ტრადიციული თევზჭერა, ის, რაც დასაშვებია ამ ტბებზე, არ შეიზღუდება და პირიქით, 2021 წლიდან ამოქმედდება ცალკე სახელმწიფო პროგრამაც თევზჭერისა და აქვაკულტურის განვითარების ფინანსური მხარდაჭერისა ადგილობრივი მოსახლეობისათვის.



საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის განაცხადებით, მარტში იგეგმება დაცული ტერიტორიების სააგენტოს საქმიანობის თაობაზე საკომიტეტო მოსმენა.



„ეს იქნება მოსმენა დაცული ტერიტორიების ეკონომიკური სარგებლიანობის კუთხით გამოყენებასთან დაკავშირებით, ისინი ჩაგვაბარებენ ანგარიშს და გვეცოდინება რამდენად გამართლებულია ეს ჩვენი სტრატეგია და პოლიტიკა ამ მიმართულებითაც გარდა იმისა, რომ გარემოს დაცვისა და ეკოლოგიის კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.



კომიტეტმა ასევე განიხილა მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი დოკუმენტი გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის „კიოტოს ოქმის დოჰას ცვლილებასთან“ შეერთების თაობაზე.



ეს საკითხიც ნინო თანდილაშვილმა გამოიტანა. საქართველო გაეროს კლიმატის ჩარჩო კონვენციის კიოტოს ოქმს, რომელიც ეხება სათბური გაზების ემისიების შემცირებას, შეუერთდა 1999 წელს. დოჰას ცვლილება წარმოადგენს კიოტოს ოქმის მეორე სამოქმედო დოკუმენტს 2020 წლამდე და საქართველო მასთან შეერთებით, ადასტურებს სურვილს, რომ გააძლიეროს აქტიური საქმიანობა კლიმატის ცვლილების მიმართულებით.



„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით საქართველომ, როგორც სახელმწიფომ, თავისი წვლილი კონტრიბუცია შეიტანოს“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.



დასასრულ, კომიტეტმა ორივე საკითხს ერთხმად დაუჭირა მხარი.






7 აპრილი - ქართული ლარი გაუფასურდა, თურქული ლირა გამყარდა

7 აპრილი - ქართული ლარი გაუფასურდა, თურქული ლირა გამყარდა
access_time2020-04-07 19:00:39
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის დასაწყისიდან ლარის მნიშვნელოვანი გაუფასურება დაიწყო და წლის დასაწყისთან შედარებით, დაახლოებით 22%-ით გაუფასურდა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაშიც ბოლო პერიოდის განმავლობაში ლარი ძირითადად მკვეთრად უფასურდებოდა, რეგიონის ვალუტის კურსები კი ან მცირედით და ეტაპობრივად უფასურდება, ან...

„ქართული ღვინო ყველაზე დიდ დიპლომატიურ როლს თამაშობს“- კომპანია „მტევინო“ ჰობით დაწყებული ბიზნესი

„ქართული ღვინო ყველაზე დიდ დიპლომატიურ როლს თამაშობს“- კომპანია „მტევინო“ ჰობით დაწყებული ბიზნესი
access_time2020-04-07 17:55:17
ხამში- ეს არის ძველისძველი ისტორიული სოფელი გარე კახეთში, რომელიც საფერავის საუკეთესო ღვინოსთან ასოცირდება. უახლოეს მომავალში, როდესაც კორონავირუსის პანდემია გადაივლის და ცხოვრება ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ეს პატარა სოფელი,...

„20-მდე კომპანიის გადამოწმების შედეგად, 6-ს საქმიანობის გაგრძელებაზე განაცხადი არ დაუკმაყოფილდა“

„20-მდე კომპანიის  გადამოწმების შედეგად, 6-ს საქმიანობის გაგრძელებაზე განაცხადი არ დაუკმაყოფილდა“
access_time2020-04-07 16:45:20
ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის ბექა ფერაძის ინფორმაციით, საქმიანობის ნებართვის გაგრძელების სურვილის მქონე 20-მდე კომპანია გადამოწმდა, რომელთაგან 6-ს განაცხადი ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შეუსრულებლობის გამო არ დაუკმაყოფილდა. როგორც ბექა ფერაძემ „ინტერპრესნიუსს“ საწარმოების მხრიდან რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის პროცესის შესახებ განუცხადა, ერთი დღის განმავლობაში COVID 19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით...

პაატა ბაირახტარი: ეროვნულ ბანკს უნდა გაეკეთებინა ის, რასაც აკეთებს ახლა. უბრალოდ, ეს უნდა გაეკეთებინა თავის დროზე

პაატა ბაირახტარი: ეროვნულ ბანკს უნდა გაეკეთებინა ის, რასაც აკეთებს ახლა. უბრალოდ, ეს უნდა გაეკეთებინა თავის დროზე
access_time2020-04-07 15:00:16
მარტის თვის მდგომარეობით ქვეყანაში ინფლაციის დონე მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, 6.1%-ს შეადგენს და მიზნობრივ მაჩვენებელს ორჯერ აღემატება. ჩნდება კითხვა, - რატომ ვერ ართმევს ცენტრალური ბანკი თავს თავის უმთავრეს მოვალეობას  და რატომ ვერ ახერხებს ფასების საერთო დონის მოთოკვას. ამ კითხვებით „კომერსანტმა“, ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის - „აფბას“ ვიცე-პრეზიდენტს, პაატა ბაირახტარს მიმართა. - პაატა,...

„დანკინმა“ ინფექციურის და პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის მედიკოსებს საუზმე მიართვა

„დანკინმა“  ინფექციურის  და პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის მედიკოსებს საუზმე მიართვა
access_time2020-04-07 12:30:35
ამერიკული რესტორნების ქსელმა „დანკინმა“ ინფექციურის და პირველი საუნივერსიტეტო კლინიკების ბოქსირებული განყოფილების მედიკოსებს დაუღალავი შრომისთვის მადლობის ნიშნად საუზმე მიართვა და საშუალება მისცა „დანკინის“ ყავით და დესერტებით ენერგიულად დაეწყოთ დილა. აქცია „ვისოლ ჯგუფის“ სოციალური კამპანიის ნაწილია, რომელიც საზოგადოებას თანამედროვე გმირებს გააცნობს დევიზით #შექმენიისტორია. შეგახსნებთ, რომ „დანკინის“ რესტორნები ახალი რეგულაციების გათვალისწინებით განაგრძობენ მუშაობას და...


მსგავსი სიახლეები

up