გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე,ნინო თანდილაშვილმა ტყის ახალი კოდექსი მესამე მოსმენით განსახილველად წარადგინა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე,ნინო თანდილაშვილმა ტყის ახალი კოდექსი მესამე მოსმენით განსახილველად წარადგინა

access_time2020-05-20 15:57:18

დღეს,პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა ტყის ახალი კოდექსი მესამე მოსმენით განსახილველად წარადგინა.

კოდექსი სატყეო სექტორის რეფორმის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს, რომელიც 6 წლიანი  სამუშაო პროცესის შედეგად მომზადდა ევროკავშირის,  მსოფლიო ბანკის და გერმანიის მთავრობის დახმარებით. კანონპროექტი, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გარდა, საქართველოს პარლამენტის მიერ 2013 წელს დამტკიცებულ ეროვნულ სატყეო კონცეფციას და სამთავრობო გეგმებს პასუხობს. ის ამკვიდრებს ტყის მდგრადი მართვის პრინციპებს. კანონპროექტის ავტორია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.  მასზე ძირითადად ქართველმა მეტყევე სპეციალისტებმა და იურისტებმა იმუშავეს.

რამდენიმე დღეში პარლამენტში დაგეგმილსესიაზე ტყის ახალი კოდექსის ფინალური, მესამე მოსმენა გაიმართება.


კანონპროექტის მთავარი მიზანია მდგრადი და მრავალმიზნობრივი ტყითსარგებლობის დამკვიდრება, ტყის ეკოსისტემების შენარჩუნება და დაცვა, სოციალური და ეკონომიკური სარგებლის გონივრული გამოყენება. აღნიშნულის მიზნით:

  1. შეიქმნება სატყეო მეურნეობები. ე.წ. ,,სოციალური ჭრა“ ეტაპობრივად შეიცვლება სატყეო მეურნეობების აღდგენით; 
  2. სატყეო მეურნეობები და რეფორმა ხელს შეუწყობს ტყეების აღდგენას, მავნებელ-დაავადებებთან ბრძოლისა და ხანძარსაწინააღმდეგო ქმედებების ეფექტიანად განხორციელებას;
  3. ტყის მართვაში სავალდებულო ხდება მეტყევისა და სატყეო საქმის სპეციალისტების მონაწილეობა. გაიზრდება რეგიონში დასაქმებულთა რაოდენობა.ხელი შეეწყობა რეგიონებში მიგრაციის პრობლემის მოგვარებას. მოგვარდება სატყეო დარგიდან პროფესიონალი კადრების გადინების პრობლემა.
  4. ტყიდან ფიჩხის, სოკოსა და სხვა არამერქნული პროდუქტების პირადი სარგებლობა უსასყიდლოდ განხორციელდება;
  5. მუნიციპალიტეტებში შეიქმნება საქმიანი ეზოები, შესაბამისად გაჩნდება ლეგალური წვდომა სამასალე და საშეშე მერქანზე, ეს ასევე ხელს შეუწყობს  რეგიონებში მოსახლეობის დასაქმებას; წახალისდება ენერგოეფექტური ქმედებები ბიომასის წარმოების ხელშეწყობის გზით.
  6. ინერგება  ტყეების მისი ფუნქციური დანიშნულების მიხედვით კატეგორიებად დაყოფის საერთაშორისო პრაქტიკა; შედეგად, გაიზრდება ტყეების მრავალფუნქციური გამოყენება, რაც ასევე გულისხმობს რეკრეაციული, ასევე ეკო-ტურისტული პოტენციალის ათვისებასა და განვითარებას.გარდა ამისა, ხელი შეეწყობა ტყის ეკოსისტემების დაცვას;
  7. დასაშვები ხდება არამერქნული რესურსებით (ხილი, კენკრა, სამკურნალო მცენარეები...) სარგებლობა კომერციული დანიშნულებით, რაც გაზრდის სატყეო სექტორში დასაქმებასა და შემოსავლებს ბიუჯეტში. შედეგად, განვითარდება მცირე საწარმოები და გაიზრდება სოფლად მცხოვრებ პირთა შემოსავლები;
  8. ახალი კოდექსით უქმდება ტყის ფონდის ცნება და შემოდის FAO-სთან მისადაგებული ტყის განმარტება. იცვლება საკუთრების ფორმები.საქართველოს ტყე გააერთიანებს - სახელმწიფო, მუნიციპალურ და კერძო საკუთრებაში არსებულ ტყეებს და მათი რესურსების ერთობლიობას; ახალი განმარტება თავის მხრივ იწვევს ტყის კერძო საკუთრების ფორმის გაჩენასაც (ხაზგასასმელია, რომ აღნიშნული არ ითვალისწინებს ტყეების განკერძოებას, არამედ გარკვეული კერძო ნაკვეთები, მფლობელის სურვილის შემთხვევაში, შესაძლოა ტყის სტატუსის ქვეშ აღმოჩნდეს!).
  9. უქმდება ხე-ტყის გრძელვადიანი ლიცენზიების გაცემის წესი და ტყის მიჩენის წესით სარგებლობა;
  10. მკვიდრდება საერთაშორისოდ აღიარებული ტყეების ეროვნული აღრიცხვის და ტყის საინფორმაციო ერთიანი სისტემა, რომელიც ქვეყანას დაეხმარება პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაში და გამართული საერთაშორისო ანგარიშგების განხორციელებაში;
  11. სავალდებულო ხდება ტყის მართვის 10 წლიანი გეგმების მიხედვით ტყით სარგებლობა, მოვლა და აღდგენა.

                                             





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up