გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი ინერტული ნარჩენების მდგრადი მართვის თაობაზე თემატურ მოკვლევას იწყებს

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი ინერტული ნარჩენების მდგრადი მართვის თაობაზე თემატურ მოკვლევას იწყებს

access_time2021-09-23 23:59:58

პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციიდან გამომდინარე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი ინერტული ნარჩენების მდგრადი მართვის შესახებ თემატურ მოკვლევას იწყებს. ამის შესახებ გადაწყვეტილება კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე მიიღო. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.



მოკვლევის მთავარ მიზანს წარმოადგენს გამოავლინოს ის პრაქტიკული, საკანონმდებლო და მარეგულირებელი ხარვეზები და ნაკლოვანებები, რომელიც ჩვენს კანონმდებლობაში არსებობს ინერტული ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით, რაც პირდაპირ კავშირშია როგორც ჰაერის დაბინძურებასთან, ასევე, ნიადაგის დაბინძურებასთან და სამშენებლო სექტორის საქმიანობისას ინერტული ნარჩენების წარმოქმნასთან და დასაწყობებასთან.



თემატური მოკვლევა წარიმართება რამდენიმე თვის განმავლობაში და სავარაუდოდ წლის ბოლოს უკვე გარკვეული შედეგები იქნება მზად. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ ასევე წარმოადგინა იმ ჯგუფის შემადგენლობა, რომელიც თემატურ მოკვლევას წარმართავს.



სხდომაზე კომიტეტმა განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „საქართველოსა და ამინდის საშუალოვადიანი პროგნოზების ევროპის ცენტრს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება“.



კერძოდ, საკითხი ეხება ამინდის საშუალოვადიანი პროგნოზების ევროპის ცენტრში საქართველოს გაწევრიანებას.



გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა კომიტეტს განუმარტა, რომ კლიმატის ცვლილების ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სტიქიური პროცესების წინასწარი და უკეთესი პროგნოზირება, რათა დროული და სრულყოფილი ინფორმაცია მიიღოს მოსახლეობამ და შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგას ასეთი პროცესების პრევენციისთვის.




ასევე, გაუმჯობესდება ამინდის პროგნოზირების სისტემა.



კომიტეტმა სხდომაზე განიხილა კანონპროექტი „ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.



მომხსენებლის, ნინო თანდილაშვილის თქმით, კანონპროექტით განისაზღვრება ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის, როშკის ბუნების ძეგლის და ასის აღკვეთილის ახალი ფართობები და საზღვრების კოორდინატები.



ასევე, დაზუსტდება ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების სახელმწიფო მართვის, დაცვის და გამოყენების რეჟიმთან დაკავშირებული საკითხები.



პროექტის შესაბამისად, დაცული ტერიტორიების საზღვრებიდან გამოტანილი იქნება დაცული ტერიტორიებისთვის არატიპიური ინფრასტრუქტურა, სახელმწიფო და ადგილობრივი მნიშვნელობის გზები და სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტები, ფიზიკური ან იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული ტერიტორიები. ასევე, სახეცვლილი ტერიტორიები, საკარმიდამო ნაკვეთები, ხეხილის ბაღები და სხვა.



კანონპროექტით, დაცული ტერიტორიების საზღვრებში შევა ტყით დაფარული და გატყევებული ფართობები, რომლებიც ძველი საზღვრებით დაცული ტერიტორიის ფარგლებს გარეთ იყო დარჩენილი.



კომიტეტმა დღის წესრიგით განსაზღვრული კიდევ ერთი საკითხი კანონპროექტი „რეგულირების საფასურის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განიხილა.



კანონპროექტის თანახმად, დგინდება, რომ 2025 წლის პირველ იანვრამდე სსიპ - წიაღის ეროვნული ეროვნულ სააგენტოს მიერ ყოველწლიურად მიღებული რეგულირების საფასურის ნაწილი, 7 მლნ ლარი სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოსთან შეთანხმებით, ამ კანონის საფუძველზე მიიმართება სსიპ - გარემოს ეროვნული სააგენტოს ანგარიშზე, მისი ბიუჯეტების ფორმირების მიზნებისათვის, მისივე ფუნქციების განსახორციელებლად.



კომიტეტმა განხილულ საკითხებს კენჭისყრით დაუჭირა მხარი.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up