გარემოს დაცვისა დ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ლაბორატორია 15 წლისაა

გარემოს დაცვისა დ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ლაბორატორია 15 წლისაა

access_time2019-08-06 16:25:31


შპს ღვინის ლაბორატორიამ დაარსებიდან 15 წლის იუბილე აღნიშნა.



„ღვინის ლაბორატორიას ქართული ღვინის პოპულარიზაციის საქმეში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს. ქართული ღვინის ხარისხის სისტემის ჩამოყალიბებისა და კერძო სექტორის ევროპულ სტანდარტებზე გადასვლის ხელშეწყობის მიზნით, ლაბორატორია საქართველოში გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების (GTZ) მხარდაჭერით 2004 წელს დაარსდა. საამაყოა, რომ ჩვენს ლაბორატორიაში მუშაობენ პროფესიონალები, შესაბამისი განათლებისა და გამოცდილების მქონე ენოლოგები, ქიმიკოსები და ბიოლოგები. თითოეულ მათგანს ვულოცავ იუბილეს და წარმატებებს ვუსურვებ“, - განაცხადა გარემოს დაცვისა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ხატია წილოსანმა საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე.



აღსანიშნავია, რომ ღვინის ლაბორატორია აღჭურვილია თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზით. ლაბორატორიაში დანერგილია ხარისხისა და მაქსიმალურად დაცული, კონფიდენციალური, უნივერსალური მონაცემთა ბაზის (LIMS) სისტემები, რომელიც ითვალისწინებს ყველა დეტალს ნიმუშის მიღებიდან ანალიზის პასუხის გაცემამდე.
ლაბორატორია მუშაობს, როგორც ევროპული და საერთაშორისო კანონმდებლობით გათვალისწინებული და დაშვებული, ასევე ადგილობრივი, აპრობირებული და დოკუმენტალურად აღწერილი მეთოდიკებით.




მისასალმებელ სიტყვაში ლაბორატორიის დირექტორმა, ირმა ჭანტურიამ იუბილე მიულოცა ლაბორატორიის თანამშრომლებს, მადლობა გადაუხადა ნაყოფიერი საქმიანობისთვის და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.



2014 წლიდან ღვინის ლაბორატორია სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დაქვემდებარებაშია და წარმოადგენს ბაზას, სადაც ხორციელდება ცენტრში მიმდინარე კვლევები მეღვინეობისა და სოფლის მეურნეობის პროდუქტთა შენახვა-გადამუშავების მიმართულებით.



ლაბორატორია თანამშრომლობს, როგორც კერძო სექტორთან, ასევე სახელმწიფო და საერთაშორისო სტრუქტურულ ერთეულებთან და ორგანიზაციებთან, ასევე, უნივერსიტეტებთან, მევენახეობა-მეღვინეობაში ახალგაზრდა, კვალიფიციური კადრის მომზადების ხელშეწყობისთვის.



იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას ღვინის ლაბორატორიის, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, ღვინის ეროვნული სააგენტოს, აკრედიტაციის ცენტრის, საერთაშორისო ორგანიზაციების, საგანმანათლებლო უნივერსიტეტებისა და ღვინის კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.





20 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი და სომხური დრამი გაუფასურდა

20 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი და სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2020-10-20 18:15:11
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 20 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი გაუფასურდა და ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2222 ლარი შეადგინა. ქართული ლარის...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-20 21:30:45
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1. როგორ უნდა მოიქცეთ, თუ Covid-19 დაგიდასტურდათ - ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმების რჩევები როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, თუ მას კორონავირუსის სიმპტომები გამოუვლინდა? როდის უნდა მიმართოს სიმპტომიანმა ოჯახის ექიმს და როდის გადაუდებელი დახმარების ცენტრს? საჭიროა თუ არა მედიკამენტოზური მკურნალობა? ...

მსხვილი სასტუმრო ქსელები დისტანციურად მომუშავეთა მოზიდვას ცდილობენ

მსხვილი სასტუმრო ქსელები დისტანციურად მომუშავეთა მოზიდვას ცდილობენ
access_time2020-10-20 20:45:26
მსხვილი სასტუმრო ქსელები, ისეთები, როგორც InterContinental Hotels Group, Marriott დ Accor-ი ახალი სისტემის - გამოწერის -  ამუშავებას გეგმავენ იმისთვის, რომ დისტანციურად მომუშავეებმა მოგზაურობა და სხვადასხვა ქალაქებში ერთი და იგივე ქსელის სასტუმროებში ცხოვრება შეძლონ.   მაგალითად, სექტემბერში ტურისტულმა ჯგუფმა Inspirato-მ განაცხადა, რომ მთლიანად გამოწერაზე  გადავიდა და აქცენტს სწორედ ამ სერვისზე გააკეთებს. ქსელის კლიენტები შტატებში,...

Bloomberg: ჩინეთის ეკონომიკა ზრდის კრიზისამდელ მაჩვენებელს უახლოვდება

Bloomberg:  ჩინეთის ეკონომიკა ზრდის კრიზისამდელ მაჩვენებელს უახლოვდება
access_time2020-10-20 19:00:20
2020 წლის დასაწყისიდან პირველი 6 თვის ვარდნის შემდეგ ჩინეთის ეკონომიკა 0,7%-ით გაიზარდა.   ჩინეთი შესაძლოა მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა გახდეს, რომლის ეკონომიკაც წელს გაიზრდება და ამას საფუძვლად კორონავირუსის აგრესიული შეკავება დაედება.   2020 წლის მე-3 კვარტალში ჩინეთის ეკონომიკა 2019 წლის ანალოგიური პერიოდთან შედარებით 4,9%-ით გაიზარდა, წლიურ ჭრილში კი 0,9%. შესაძლოა ეს რიცხვები მოკრძალებულად მოგეჩვენოთ, თუმცა, საუბარია ზრდაზე იმ დროს, როდესაც...

„ბასტი ბუბუ“ დახურვის პირასაა - პანდემიის გამო, სტუდიას 120 000 ლარის დავალიანება დაუგროვდა

„ბასტი ბუბუ“ დახურვის პირასაა - პანდემიის გამო, სტუდიას 120 000 ლარის დავალიანება დაუგროვდა
access_time2020-10-20 17:25:36
„უკვე მერვე თვეა „ბასტი ბუბუს“ არც ერთი თანამშრომელი ხელფასს არ იღებს - „ბასტი ბუბუ“ დგას დახურვის პირას, სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა“,- ამის შესახებ რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ საბავშვო სტუდია „ბასტი ბუბუს“ დირექტორმა პაატა ამონაშვილმა განაცხადა.   მისი თქმით, პანდემიის გამო, სტუდიას დაგროვილი აქვს 120 000 ლარის დავალიანება, რომლის გადახდაც გაჩერებული მუშაობის პირობებში ვერ ხერხდება. ამას კი, ღონისძიებების გაურკვეველი დროით აკრძალვაც...


მსგავსი სიახლეები

up