გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა, მწვანე ნარგავების (ტყეების) მართვის გეგმის შესაბამისად, ფიჭვის სახეობებისგან ფორმირებული ტყის კორომებში, ბუნებრივი განახლების ხელშემწყობი ღონისძიებები განახორციელა.
პირველ ეტაპზე, კოჯრის სატყეოში, 4, 75 ჰექტარ ფართობზე ბუნებრივი განახლების სამუშაოები განხორციელდა.
სამუშაოების ფარგლებში, შემოიღობა ტერიტორია, ხმელი და დაავადებული ხეები მოიჭრა, ფართობი ეკალ-ბარდებისგან გაიწმინდა და ნიადაგი აიჩიჩქნა.
დღესდღეობით, თბილისსა და მის შემოგარენში, ხელოვნურად გაშენებული კულტურების ხმობა, კერძოდ ფიჭვის სახეობის ხეების ინტენსიური ხმობა, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა.
აღნიშნული პრობლემის გადაჭრის მიზნით, ქ. თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური, ბუნებრივი განახლების ხელშემწყობ ღონისძიებებს ახორციელებს.
აღნიშნული ღონისძიებების მიზანი, ხელოვნურად გაშენებულ კორომებში სამომავლოდ ბუნებრივად წარმოშობილი ფოთლოვანი სახეობების მიღებაა, რომელსაც მეტი უნარი შესწევთ რეზისტენტული იყვნენ კლიმატის ცვლილებისა თუ სხვა ნეგატიური ფაქტორის მიმართ.
ასეთ კორომებში ხანძრისა და მავნებლის გაჩენის შემთხვევაში, მათ მიმდებარე ტყის მასივებზე გადასვლის რისკი საგრძნობლად შემცირებულია.
city.kvira.ge