გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური და შპს ,,ეკოსერვის ჯგუფი’’დედაქალაქში შადრევნების მოწყობა-რეაბილიტაციას  ახორციელებენ

გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური და შპს ,,ეკოსერვის ჯგუფი’’დედაქალაქში შადრევნების მოწყობა-რეაბილიტაციას ახორციელებენ

access_time2019-10-08 18:26:00

გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურისა და შპს ,,ეკოსერვის ჯგუფის’’ მიერ დედაქალაქის მასშტაბით, შადრევნების მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ინფორმაციას საქალაქო სამსახური ავრცელებს.



 “თბილისობის” დღესასწაულისთვის, რიყის პარკის სტუმრებს ორი განახლებული ხელოვნური მდინარე და აღდგენილი შადრევანი დახვდათ. წლების განმავლობაში რიყის პარკში მხოლოდ ცენტრალური შადრევანი მუშაობდა, ხოლო ხელოვნური მდინარეები და დამატებითი შადრევანი არ ფუნქციონირებდა.



 უკვე დაიწყო ვარკეთილის 3, IIIა მ/რ, კორპ. 325-ის მიმდებარედ არსებულ სკვერში ახალი შადრევნის მოწყობის სამუშაოები. უახლოეს დღეებში კი დაიწყება ოპერის ბაღში მდებარე, ვ. ჭაბუკიანის სახელობის ბაღში მდებარე, 300 არაგველის ბაღში მდებარე და ჟ.კალანდაძის სახელობის სკვერში მდებარე შადრევნების სრული რეაბილიტაციის სამუშაოები.




 „შპს ეკოსერვის ჯგუფმა“ დაფუძნებიდან ერთი წლის განმავლობაში რამდენიმე შადრევნის სრული რეაბილიტაცია განახორციელა, მათ შორის ვარკეთილში, ვაზისუბანში და ჩიტაიას სკვერში მდებარე შადრევნების.



 გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის მიერ ყაზბეგის გამზირზე, ვასო გოძიაშვილის სახელობის ბაღში (ე.წ. წითელი ბაღი), ამორტიზებულ შადრევანს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა, 2019 წელს დედაქალაქს შეემატა სრულიად ახალი შადრევანი გლდანის პარკშიც.



ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკის რეაბილიტაციის ფარგლებში, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის მიერ, განახლებული იერსახით აღდგება ორი შადრევანი, რომელიც ათწლეულობის განმავლობაში უმოქმედო იყო.







რატომ ჭიანურდება ბათუმის ბულვარის გაგრძელების და ჭოროხზე ხიდის მშენებლობის საკითხი

რატომ ჭიანურდება ბათუმის ბულვარის გაგრძელების და ჭოროხზე ხიდის მშენებლობის საკითხი
access_time2020-02-17 19:00:13
საქართველოს მთავრობის დაკვეთით უნდა მომზადებულიყო კვლევა, რომელიც ბათუმის ბულვარის, სანაპიროზე გზის გაგრძელებას, ჭოროხზე ახალი ხიდის მშენებლობას და გონიოს ყოფილი პოლიგონის განვითარებას შეეხებოდა. შესაბამისი დაფინანსება ერთი წლის წინ მოძიებული იყო, თუმცა, მთავრობამ კვლევის ჩატარება მაინც ვერ უზრუნველყო. მთავრობა საჭირო თანხას ამ ეტაპზე ხელახლა ეძებს. „ბათუმელებმა“ აღნიშნულ საკითხზე ინფორმაციის მისაღებად, წერილობით, საქართველოს მთავრობას და რეგიონული...

DailyMail: სტალინის საბჭოთა რივიერა - წყალტუბოს შთამბეჭდავი აბანოები და სანატორიუმები

DailyMail: სტალინის საბჭოთა რივიერა -  წყალტუბოს შთამბეჭდავი აბანოები და სანატორიუმები
access_time2020-02-17 20:00:57
წყალტუბო, რომელიც ადრე ცნობილი იყო, როგორც საბჭოთა კავშირის რივიერა, დღეს ფოტოგრაფების საყვარელი ადგილია. ევროპელი ფოტოგრაფი ამოს ჩაპლი იანვარში 3 დღით ეწვია ამ ქალაქს, რომელზე დაყრდნობითაც ბრიტანულმა გამოცემა Dailymail-მა წყალტუბოს საბჭოთა ნაგებობებს ვრცელი ფოტორეპორტაჟი მიუძღვნა.    Radio Free Europe-ის  ფოტოგრაფის თქმით, კურორტი წყალტუბო საქართველოში ყველაზე გასაოცარი ადგილია  დიდი კრისტალური ჭაღებითა და...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-02-17 21:30:17
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.გადახდის სისტემა, რომელიც “თაღლითობის” საშუალებას იძლევა სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა თბილისის სატრანსპორტო კომპანიის შემოსავლები შეისწავლა და მნიშვნელოვანი...

„ქართულ ოცნებას“ ქვეყანა არ უყვარს, თორემ მას ასე უდიერად არ მოექცეოდნენ“

„ქართულ ოცნებას“ ქვეყანა არ უყვარს, თორემ მას ასე უდიერად არ მოექცეოდნენ“
access_time2020-02-17 18:00:43
„საქართველოში ერთადერთი სფერო,რომელიც ვითარდებოდა იყო ტურიზმი. გასულ წელს კი სექტორი კრიზისში შევიდა. ამის მიზეზი კი „ქართული ოცნების“ არასწორი სტრატეგიაა.“- ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ რადიო „კომერსანტის“  გადაცემა „ცოდნა და წარმატება“ ნანა ტოხვაძესთან ერთად ისაუბრა. მისი თქმით, სფერო,რომელიც დამოუკიდებლად ვითარდებოდა, ჩამოშლის...

გიორგი ზედელაშვილის დედის კომპანიამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 105 მილიონ ლარზე მეტი მიიღო

გიორგი ზედელაშვილის დედის კომპანიამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 105 მილიონ ლარზე მეტი მიიღო
access_time2020-02-17 15:00:40
“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” რეგულარულად ახორციელებს სახელმწიფო შესყიდვების მონიტორინგს. კვლევისას გამოიკვეთა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის ყოფილი პირველი მოადგილის - გიორგი ზედელაშვილის დედის კომპანიას, შპს “საგზაო სამშენებლო-სარემონტო კომპანია სერპანტინს” დომინანტური პოზიცია უკავია ტენდერებსა და გამარტივებულ შესყიდვებში. “სერპანტინმა” მხოლოდ კახეთის რეგიონში განხორციელებული პროექტებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან, 2013 წლიდან დღემდე,...


მსგავსი სიახლეები

up