გარემოს დაცვის სამინისტრომ და გაეროს განვითარების პროგრამამ 7 წლიანი პროექტი დაასრულეს

გარემოს დაცვის სამინისტრომ და გაეროს განვითარების პროგრამამ 7 წლიანი პროექტი დაასრულეს

access_time2017-01-25 18:43:30

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ და გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) დაასრულეს 1 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების შვიდწლიანი პროექტი, რომელიც საქართველოს დაცული ტერიტორიების სისტემის გრძელვადიან ფინანსურ მდგრადობას უზრუნველყოფს. გარემოს დაცვის სამინისტროს ცნობით, სასტუმრო „თბილისი რუმსში" პროექტის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა საქართველოში - ნილს სკოტმა მიმართეს.

 

 

პროექტი გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) და გაეროს განვითარებოს პროგრამის (UNDP) დაფინანსებით განხორციელდა კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) და დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ ტრანსსასაზღვრო გაერთიანებული სამდივნოს (TJS) თანამონაწილეობით.

 

 

პროგრამის ფარგლებში, საქართველოს ათ დაცულ ტერიტორიასა და ეროვნულ პარკში რამდენიმე ინფრასტრუქტული პროექტი განხორციელდა. განახლდა დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციული შენობები და ტურისტებისათვის განკუთვნილი ინფრასტრუქტურა, ახალი ტექნიკით აღიჭურვა ბიომრავალფეროვნების მონიტორინგისა და რეინჯერთა სამსახურები. მნიშვნელოვანია სოციალური კომპონენტი, რაც გულისხმობს სახელფასო დანამატს პარკების ადმინისტრაციების თანამშრომელთათვის, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევის თანადაფინანსებას და დანამატს საკვებზე ღამისთევის პატრულირებაში მონაწილე რეინჯერებისათვის.

 

 

დაცული ტერიტორიების ხელშეწყობა საქართველოს მთავრობის, გლობალური გარემოსდაცვითი ფონდისა (GEF) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) უფრო ფართო თანამშრომლობის ნაწილია, რომელიც ემსახურება გარემოსდაცვითი საკითხების ინტეგრირებას სოციალური და ეკონომიკური განვითარების ყველა სფეროში.

 

 



Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.1794 ლარად ივაჭრება, ბანკებში კი 1 დოლარი 3.2200 ლარი ღირს

Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.1794 ლარად ივაჭრება, ბანკებში კი 1 დოლარი 3.2200 ლარი ღირს
access_time2020-04-07 12:30:10
ლარი გაუფასურების ტენდენციას განაგრძობს. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/3.1762-ით დაიწყო, 12:20 საათისთვის 1 დოლარი 3.1794-ის ნიშნულზეა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 6 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.1740 ლარი შეადგინა.  შედარებით განსხვავებულია კომერციულ ბანკებში არსებული კურსი. „თიბისი ბანკში“ 1 აშშ დოლარის ყიდვა 3.2000 ლარადაა შესაძლებელი, ხოლო მისი გაყიდვა - 3.1500 ლარად. „საქართველოს...

უაქციზო სასაქონლო ნომენკლატურის კოდზე გაურკვეველი, სავარაუდოდ აქციზური პროდუქტის იმპორტი ხორციელდება რაც გონივრულ ეჭვებს აჩენს-შავლეგ მიშველაძე

უაქციზო სასაქონლო ნომენკლატურის კოდზე  გაურკვეველი, სავარაუდოდ აქციზური პროდუქტის იმპორტი ხორციელდება რაც გონივრულ ეჭვებს აჩენს-შავლეგ მიშველაძე
access_time2020-04-07 12:25:48
ყოველდღიური ზარალი სახელმწიფო ბიუჯეტს: უაქციზო სასაქონლო ნომენკლატურის კოდზე (2901 10 000 00) გაურკვეველი, სავარაუდოდ აქციზური პროდუქტის იმპორტი ხორციელდება რაც გონივრულ ეჭვებს აჩენს - აცხადებს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და გაზის კომიტეტის თავმჯდომარე, შავლეგ მიშველაძე. მიმდინარე წლის მარტის თვეში 2901 10 000 00 სასაქონლო კოდით (ორგანული ქიმიური ნაერთები, ნახშირწყალბადები, აციკლური გაჯერებული) - რეკორდული რაოდენობის...

6 აპრილი - ქართული ლარი გაუფასურდა, თურქული ლირა მცირედით გამყარდა

6 აპრილი - ქართული ლარი გაუფასურდა, თურქული ლირა მცირედით გამყარდა
access_time2020-04-06 19:00:47
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის დასაწყისიდან ლარის მნიშვნელოვანი გაუფასურება დაიწყო და წლის დასაწყისთან შედარებით, დაახლოებით 22%-ით გაუფასურდა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაშიც ბოლო პერიოდის განმავლობაში ლარი ძირითადად მკვეთრად უფასურდებოდა, რეგიონის ვალუტის კურსები კი ან მცირედით და ეტაპობრივად უფასურდება, ან მყარდება. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 6 აპრილის ვაჭრობის შედეგად, ქართული...

ბაზისბანკის ციფრული არხებით სარგებლობა უფასოა

ბაზისბანკის ციფრული არხებით სარგებლობა უფასოა
access_time2020-04-06 17:30:46
ბაზისბანკი შექმნილი ვითარებისა და მომხმარებელთა ინტერესების გათვალისწინებით, თავის მომხმარებლებს ინტერნეტ და სმს ბანკინგს 3 თვის განმავლობაში უფასოდ მიაწოდებს. ბანკის ელექტრონული სერვისების საშუალებით საჭირო საბანკო ოპერაციების განხორციელებას სახლიდან გაუსვლელად, ბანკის ოფისებში ვიზიტის გარეშე, უწყვეტ რეჟიმში შეძლებთ. ბაზისბანკის ინტერნეტ და მობაილ ბანკით თქვენ შეგიძლიათ: უფასოდ...

„სახელმწიფო, როგორც გარანტორი ბევრი ბიზნესისთვის მაშველი რგოლი იქნება, თუმცა, საკითხავია, რამდენს გაწვდება ბიუჯეტი“ - ბიზნესი მთავრობის ინიციატივაზე

„სახელმწიფო, როგორც გარანტორი ბევრი ბიზნესისთვის მაშველი რგოლი იქნება, თუმცა, საკითხავია, რამდენს გაწვდება ბიუჯეტი“ - ბიზნესი მთავრობის ინიციატივაზე
access_time2020-04-07 10:00:59
„ფინანსებზე ხელმისაწვდომობა ერთმნიშვნელოვნად დაეხმარება ბიზნესს და ეკონომიკას იმიტომ, რომ პოსტკრიზისულ სიტუაციაში, როგორც წესი ნაღდი ფულის ნაკლებობაა.  ბაზრები შემცირებულია და დიდი ალბათობით რეცესია იქნება. იმედია, რომ დიდი ეკონომიკური კრიზისი არ გველოდება.“ - ამის შესახებ ბიზნესმენმა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა „კომერსანტთან“  სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესებისთვის სესხის გადაზღვევის ინიციატივის შეფასებისას...


მსგავსი სიახლეები

up