გარემოს დაცვის სამინისტრო თბილისში ჰაერის დაბინძურების საგანგაშო მაჩვენებლის არსებობას უარყოფს

გარემოს დაცვის სამინისტრო თბილისში ჰაერის დაბინძურების საგანგაშო მაჩვენებლის არსებობას უარყოფს

person access_time2016-04-12 12:30:40

გარემოს დაცვის სამინისტრო თბილისში ჰაერის დაბინძურების კრიტიკული მაჩვენებლის არსებობას უარყოფს. „კომერსანტმა“ გასული დღეების განმავლობაში რამდენიმე სტატია გამოაქვეყნა, სადაც თბილისში ჩატარებული, ჰაერის კვლევების შედეგებზეა საუბარი. კვლევის თანახმად, დედაქალაქის რიგ უბნებში ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი მაღალია. თუმცა დღეს გარემოს დაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ, მიუხედავად განსაზღვრებისა "კრიტიკული," რომელიც თავად დასკვნაშია დაფიქსირებული, დაბინძურების ნიშნულის გადაჭარბება არ ნიშნავს, რომ თბილისში ვითარება ამ მხრივ კრიტიკული ან საგანგაშოა.

 

როგორც უკვე ვიუწყებოდით, საქართველოში ჰაერის ხარისხის შესამოწმებლად თბილისის ქუჩებში ეგრედწოდებული ინდიკატორული კვლევა პირველად ჩატარდა. ეს ევროპაში აპრობირებული მეთოდია, რომელიც გარემოს ეროვნულმა სააგენტომ საქართველოში გამოიყენა. შერჩეული იქნა ადგილები, სადაც ტრანსპორტის ინტენსიური მოძრაობაა. მილები აქ 2 კვირით დამონტაჟდა და შემდეგ ბრიტანეთის ლაბორატორიაში გადაიგზავნა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მიღებული შედეგით, თბილისის ზოგიერთ ქუჩაზე საშუალო და კრიტიკულ ზღვართან მიახლოებული მაჩვენებელი გამოვლინდა.


გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე თემურ მურღულია „კომერსანტთან" ამბობს, რომ ინდიკატორული გაზომვების მიხედვით, რომელიც თბილისში ჩატარდა, დაფიქსირდა ნორმაზე ერთჯერადი გადაჭარბება რაც საშუალო დაბინძურებაა. კრიტიკული დაბინძურება კი ნიშნავს დაბინძურების ნორმის მრავალჯერად გადაჭარბებას. თემურ მურღულია ამბობს, რომ დაფიქსირებული გადაჭარბებაც ცუდია და საჭიროებს სახელმწიფოს მხრიდან აქტიურ ზომებს და ამ საკითხზე მიდის სერიოზული მუშაობა. „არ მინდა მოსახლეობამ ჩათვალოს, რომ გვაქვს კრიტიკული მდგომარეობა, გვაქვს ნორმასთან შედარებით ერთჯერადი გადაჭარბება რაც საშუალოა. ძალიან მაღალი და კრიტიკული კი გაცილებით დიდი მნიშვნელობებია," – ამბობს მურღულია. მისივე თქმით, სახელმწიფოსთან ერთად პრობლემის თანაზიარი საზოგადოებაა, რადგან ყველა ის ადამიანი, ვინც თვლის, რომ დანიშნულების წერტილამდე მანქანით უნდა მივიდეს, ვინც ფიქრობს, რომ არ ჭირდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ქმნის ამ პრობლემას. მურღულია განმარტავს, რომ მოსაწესრიგებელია ტრანსპორტის ნაკადი, მანქანების გაუმართაობის პრობლემა და ამაზე აქტიურად მუშაობს მთავრობა, მაგრამ საზოგადოების გარეშე მხოლოდ სახელმწიფოს მხრიდან კონტროლის ზომების გამკაცრებით პრობლემა ვერ მოგვარდება.


მინისტრის მოადგილე ქალაქში ერთ-ერთი საკვანძო პრობლემად მიკრო მტვერს ასახელებს, რომლის გენერაციაც, მისი თქმით, მიწის ზედაპირიდან ხდება. ის ამბობს, რომ არსებობს ამბიციური, ახალი რეკრეაციული ზონების შექმნის გეგმა. „ამ დღეებში მიდიოდა განხილვები მერიასა და კანცელარიაში და ძალიან მალე ეს ინფორმაცია გახდება ცნობილი" – აცხადებს მინისტრის მოადგილე.

 

მისი ინფორმაციით, პროექტის მიხედვით, საუბარია თბილისის გაფართოების გეგმაში ახალ რეკრეაციულ ზონებთან ერთად მოხდეს ჩანაცვლება ანუ ძველ კორპუსებში მცხოვრებლებს მიეცეთ მიწები ახალ ზონებში და ახალი მშენებლობების უფლება, გამოთავისუფლებულ ადგილებში კი გაკეთდეს მწვანე ზონები. თემურ მურღულია ამბობს, რომ ეს მოდელი ბევრ აზიურ ქვეყანაშია გამოყენებული, სადაც იგივე მდგომარეობა იყო, რაც თბილისში. ზუსტად რა ადგილები მოინიშნება, ვინ იქნება თანახმა ახალ თანამედროვე უბანზე გაცვალოს ძველი ნაგებობები, პროექტის დამუშავების შემდეგ გახდება ცნობილი.


ამას გარდა, თემურ მურღულია აღნიშნავს, რომ პრობლემად რჩება მუნიციპალური ტრანსპორტი. მისი ინფორმაციით მომდევნო 5 წლის მანძილზე 800 ახალი ავტობუსი უნდა შემოიყვანონ, რადგან ერთიანად ასეთი რაოდენობის თანხა დედაქალაქს არ გააჩნია და პირველი ნაბიჯები რომ იდგმება, უკვე კარგია. მისივე თქმით, დროთა განმავლობაში დედაქალაქის და შემდეგ მთელი ქვეყნის არა თუ გაზზე, არამედ ელექტროავტობუსებზე გადასვლა მოხდება. მთავრობა სერიოზულად განიხილავს საერთაშორისო ფონდების ჩართულობით ელექტროტრანსპორტის საქართველოში წარმოების საკითხს, თუმცა ეს მინიმუმ 4-5–წლიანი პერსპექტივაა.



გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ მნიშვნელოვანი საკითხია ავტომობილების ტექდათვალიერების ამოქმედება, რომელიც მომავალ წელსაა დაგეგმილი. წელს უკვე ამოქმედდა საწვავის ხარისხის რეგულაცია და ამ მიმართულებით საკმაოდ დიდი ინიციატივების პაკეტია. მურღულია ამბობს, რომ ყველაფერი დაუყოვნებლივ ვერ იქნება, რადგან საჭიროა ინფრასტრუქტურის შექმნა. მინისტრის მოადგილე დასძენს, რომ თუ არ მოხდა მოქალაქეების ჩართულობა, მხოლოდ შემზღუდველი ზომები არ იქნება ეფექტური და სახელმწიფოს გაცილებით მეტი შეზღუდვის დაწესება მოუწევს. რაც მეტ დისკომფორტს შექმნის.


გარემოს ეროვნულმა სააგენტოს თბილისის ჰაერის დაბინძურების 2015 წლის მონიტორინგის შედეგების მიხედვით, უკანასკნელი წლების განმავლობაში თბილისის ატმოსფერულ ჰაერში გაიზარდა გოგირდის დიოქსიდის, მტვრის და ოზონის საშუალო წლიური კონცენტრაცია, აგრეთვე უმნიშვნელოდ გაიზარდა ნახშირჟანგის კონცენტრაცია, აზოტის დიოქსიდის კონცენტრაცია კი უმნიშვნელოდ შემცირდა.


სამი სტაციონარული სადგურის მონაცემებით ქ. თბილისის ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის საშუალო მნიშვნელობა ნორმის ფარგლებში იყო, ხოლო ნახშირჟანგის - უმნიშვნელოდ აღემატებოდა ნორმას. მტვრის, ოზონის, აზოტისა და გოგირდის დიოქსიდებისა საშუალო წლიური მონაცემები აღემატებოდა ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციებს.

ავტომატური სადგურის მონაცემებით კი ყველა განსაზღვრული ინგრედიენტის საშუალო წლიური კონცენტრაცია ნორმის ფარგლებში იყო, გამონაკლისს წარმოადგენდა ოზონი, რომლის საშუალო წლიური კონცენტრაცია უმნიშვნელოდ აღემატებოდა ზღვრულად დასაშვებ მნიშვნელობას.


თბილისში 35 ინდიკატორული გაზომვა ჩატარდა. 


ანგარიშის მიხედვით, აზოტის დიოქსიდის რაოდენობა კრიტიკულ ნორმამდეა მეტრო ისანთან, რუსთაველის გამზირზე, პირველ სკოლასთან, ვაკის პარკის და მზიურის ცენტრალურ შესასვლელებთან, ასევე ბახტრიონისა და გამსახურდიას ქუჩების კვეთაზე,ასევე წერეთლის გამზირზე.


გარემოს ეროვნული სააგენტოს შედეგების მიხედვით, 2016 წელს იგეგმება შემდეგი ჰაერის დაბინძურების მონიტორინგი და შემდეგი ტიპის აქტივობები: ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის დაბინძურების მონიტორინგის გაუმჯობესების მიზნით, თბილისში აშენდება გარემოს დაბინძურების კვლევის ლაბორატორიული კორპუსი.


გარდა ამისა, იაპონიის მთავრობის მხარდაჭერით 2016 წელს განხორციელდება თბილისში არსებული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის 3 არაავტომატური სადგურის თანამედროვე ავტომატური გამზომი ხელსაწყოებით გადაიარაღება.


ანგარიშში ნათქვამია, რომ 2016 წელს თბილისში ასევე უფრო აქტიურად განხორციელდება გარემოს დაბინძურების მონიტორინგი ზედაპირულ წყალსა და ნიადაგზე. 

ანგარიშის მიხედვით, 2016 წელს ინტენსიურად განხორციელდება თბილისის ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ინდიკატორული გაზომვები. გაიზომება აზოტისა და გოგირდის დიოქსიდის, ოზონისა და ბენზოლის კონცენტრაცია; შესაბამისად, ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის გაძლიერების მიზნით განახლდება ელექტრონული საინფორმაციო რუკა.



ლარი მცირედით გაუფასურდა

ლარი მცირედით გაუფასურდა
access_time2021-08-03 18:00:52
3 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.06 თეთრით 3.1048-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე კი დღის ბოლოს კურსი 3.1065-ზე დაფიქსირდა. დოლარის მსგავსად ლარი ასევე გაუფასურდა ევროსთან, 0.13 თეთრით 3.69.19-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 0.86 თეთრით 4.3247-მდე, თურქულ ლირასთან 0.17 თეთრით 0.3729-მდე, 100 რუსულ რუბლთან 0.55 თეთრით 4.2633-მდე, 1000 სომხურ დრამთან 2.92 თეთრით 6.3566-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან კი უმნიშვნელო 0.01 თეთრით 1.8265-მდე...

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი
access_time2021-08-03 21:00:09
დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი:   1. ბიზნესმენების აზრი – იყო თუ არა გახარია „ბოლი“ პრემიერი? ბიზნესმენი დავით ბეგიაშვილი: „ბიზნესს გიორგი გახარიამ ვერანაირი სარგებელი ვერ მოუტანა. ჯერ კიდევ ბიზნესომბუდსმენის პოსტზე, მას სექტორის სასარგებლად ფაქტობრივად არაფერი გაუკეთებია“.   2. ინფლაცია 10–წლიან...

კულუმბეგოვი შეზღუდვების, მათ შორის კომენდანტის საათის შემოღებას ითხოვს

კულუმბეგოვი შეზღუდვების, მათ შორის კომენდანტის საათის შემოღებას ითხოვს
access_time2021-08-03 16:00:25
ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი„ფეისბუქის“ პირად გვერდზე გარკვეული შეზღუდვების სასწრაფოდ დაწესების აუცილებლობაზე საუბრობს.   „კომერსანტი“ მის პოსტს უვლელად გთავაზობთ:   „სამედიცინო პირბადე ყველგან, KN95 პირბადე რისკის დაავადების პირებისთვის, ღამის გადაადგილების აკრძალვა, რესტორნები მხოლოდ ღია სივრცეში, 5 ადამიანზე მეტის შეკრების შეზღუდვა, მასიური ტესტირების და ვაქცინაციის ცენტრები...   შეზღუდვები უსწრაფესად ასამოქმედებელია,...

GALT & TAGGART: ინფლაციის ორნიშნა მაჩვენებელს 2022 წლის I კვარტალშიც უნდა ველოდოთ

GALT & TAGGART: ინფლაციის ორნიშნა მაჩვენებელს 2022 წლის I კვარტალშიც უნდა ველოდოთ
access_time2021-08-03 17:00:00
ივლისში ინფლაციის ტემპი კიდევ უფრო დაჩქარდა და ორნიშნულიან მაჩვენებელს 11.9%-ს მიაღწია, რაც 10-წლიანი რეკორდია. ამ ფონზე, Galt & Taggart-ის ეკონომისტი ლაშა ქავთარაძე ინფლაციის ორნიშნა მაჩვენებელს პროგნოზირებს 2022 წელსაც. მისი თქმით, მომდევნო თვეებში ინფლაცია კვლავ ორნიშნა მაჩვენებელზე იქნება და შესაძლოა უფრო მაღალიც იყოს მიმდინარე წლის დეკემბერში. “ივნისის ინფლაციაზე მოქმედი ფაქტორები შენარჩუნდა ივლისშიც, რომელსაც კიდევ ერთი ფაქტი ემატება,...

ონლაინკაზინოების წილმა ინტერნეტშესყიდვებში 67%-ს გადააჭარბა

ონლაინკაზინოების წილმა ინტერნეტშესყიდვებში 67%-ს გადააჭარბა
access_time2021-08-03 15:00:17
ბოლო 10 წელიწადში ინტერნეტშესყიდვების მოცულობა 20-ჯერ გაიზარდა. მკვეთრი ნახტომის მიზეზი Amazon.com-ის ან რომელიმე სხვა მსგავსი საიტის პოპულარობის ზრდა არ გამხდარა. 2020 წელს ბარათებით გადარიცხული 5.458 მლრდ ლარიდან 3.708 მლრდ, ანუ 67.9% ონლაინკაზინოების ანგარიშზე გადამისამართდა. 2011 წელს ბარათებით ინტერნეტშესყიდვების მოცულობამ 185 მლნ ლარი შეადგინა. 2020 წლის დეკემბერში, მხოლოდ 1 თვეში, კაზინოების ანგარიშზე 415 მლნ ლარი ჩაირიცხა. თუ მხოლოდ ქართულ...


მსგავსი სიახლეები

up