გარემოს დაცვის მინისტრის და საპარლამენტო სამუშაო ჯგუფის წევრების ვიზიტი „არემჯიში“

გარემოს დაცვის მინისტრის და საპარლამენტო სამუშაო ჯგუფის წევრების ვიზიტი „არემჯიში“

access_time2021-06-18 15:55:24

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტთან არსებული ქვემო ქართლის რეგიონში დაბინძურების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის წევრებთან ერთად, („საყდრისის კომიტეტი “, „მწვანე პოლიტიკის საზოგადოებრივი და სამეცნიერო - კვლევითი პლატფორმები “) დაბა კაზრეთში „არემჯის “გარემოსდაცვითი პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო.


მინისტრმა რეგულარული მონიტორინგის ფარგლებში „არემჯი კოპერის“ #4 ფუჭი ქანების სანაყაროს ძირში მოწყობილი წყალდაცვითი პროექტი დაათვალიერა, რომელიც მდ. ფოლადაურის ჩამდინარე წყლებისგან დაცვას ითვალისწინებს.

სტუმრებმა ასევე მოინახულეს „არემჯი კოპერის“ საწარმოო ტერიტორიაზე,  მიმდინარე რეკულტივაციის პროექტები. მათ შორის #2 ფუჭი ქანების სანაყაროს გამწვანების საპილოტე პროექტი, რეკულტივირებული ტუფის კარიერი და კუდსაცავი.



„პირადად მე და სამინისტროს თანამშრომლებიც რეგულარულად ვსტუმრობთ კომპანიას, რომ ჩვენი თვალით ვნახოთ თუ როგორია  პროგრესი კომპანიაში გარემოსდაცვითი  მიმართულებით, რაც ნამდვილად სახეზეა.  ჩვენ ვიხილეთ მე-4 სანაყარო, რომელიც ზედაპირული წყლების დაბინძურების წყარო იყო, მაგრამ კომპანიამ მოახერხა ამ ძირითადი დამაბინძურებელი წყლების მოცილება და შესაბამისად მდინარეები მაშავერა და ფოლადაური ბევრად უფრო სუფთაა. ასევე რეკულტივაციის მიმართულებით გვესმის, რომ ტექნიკურად ძალიან მძიმე სამუშაოებია გასატარებელი. ხდება პილოტირება, გარკვეული გადაწყვეტილებების შესწავლა, რომელიც კომპანიის მიერ შემდგომში იქნება გამოყენებული იმისთვის, რომ დროში უფრო ეფექტიანად და სწრაფად მოხდეს  მეტი მასშტაბით გამწვანება. ამას აკვირდება სამოქალაქო საზოგადოებაც. არა მხოლოდ ჩვენ, საყდრისის კომიტეტიც აფიქსირებს, რომ კომპანიამ ზედმიწვნით უნდა  შეასრულოს ის პირობები, რომლებიც მიწერილია და ასევე რომელიც სწორია და პასუხისმგებლიანია თავიანთი ოპერირების პროცესში." - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.


„არემჯის“ გარემოსდაცვითი პროგრამა დასკვნით ფაზაშია.   მდ. ფოლადაურის ჩამდინარე წყლებისგან დაცვის  ღონისძიება მისულია ბოლომდე, დარჩა მხოლოდ წყლის გამწმენდი ნაგებობების მონტაჟი. ასევე  ვიზიტის ფარგლებში სტუმრებს დავათვალიერებინეთ  სარეკულტივაციო სამუშაოები, რომელიც მოიცავს 15 ჰა. მიწის საფარის რეკულტივაციას. აღნიშნული გარემოსდაცვითი  პროექტების განსახორციელებლად კომპანიამ  30 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა. გარემოს დაცვის სამინისტროს მიწერილობის შესრულების შემდეგ, კომპანიის მხრიდან გარემოსდაცვითი პროექტების განხორციელება გაგრძელდება. ვმუშაობთ სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიებთან, ვიღებთ საერთაშორისო გამოცდილებას, იმისთვის რომ ჩვენი საქმიანობის შედეგად  გარემოზე მიყენებული ზემოქმედება იყოს  მინიმუმამდე დაყვანილი.“ - განაცხადა „არემჯის“ აღმასრულებელმა დირექტორმა თორნიკე ლიპარტიამ.

 

ვიზიტის ბოლოს სტუმრებმა „არემჯი აურამაინის “- მიწისქვეშა ტიპის ბექთაქარის მაღარო დაათვალიერეს, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიებით განხორციელებული ახალი სამთამადნო პროექტია.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up