“გარეჯთან დაკავშირებით წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს თავისი წილი ცოდვა მიუძღვით”- ირაკლი სესიაშვილი

“გარეჯთან დაკავშირებით წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს თავისი წილი ცოდვა მიუძღვით”- ირაკლი სესიაშვილი

access_time2020-12-01 19:03:47

საერთო ეროვნული ინტერესია, რომ ჩვენ აზერბაიჯანთან საზღვრის დემარკაცია მოვახდინოთ საერთაშორისო სამართლის მიხედვით - სამართლიანად, ეს ორივე ქვეყნის ინტერსში შედის. ეს არის მთავარი მიზანი,- ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმაგანაცხადა.

მისი თქმით, დაკავებული ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას საკითხის პოლიტიზირებას გარკვეული ძალები ცდილობენ, მათ შორის, წინა ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებსაც თავისი წილი ცოდვა მიუძღვით ამ საქმეში, დღეს კი ხელისუფლების მიზანია, რომ ამ საკითხის გადაწყვეტა სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე მოხდეს.

ცხადია სასამართლოს ან პროკურატურის საქმიანობაში და მათ სტრატეგიაში მე ვერ ჩავერევი, მაგრამ მეორეს მხრივ ვხედავთ, რომ გარკვეული ძალები ცდილობენ ამ საკითხის პოლიტიზირებას. ამ პოლიტიზირებას აქვს თავისი მიზეზები: ჩემი აზრით, ერთი მიზეზი ის არის, რომ წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს თავისი წილი ცოდვა მიუძღვით ამ საქმეში. ეს ჩემი აზრია და ცხადია, აქ მათი რეაქცია უფრო თავდაცვით რეაქციას მაგონებს. მეორე - ახლა გიგი უგულავას ძმა რომ გვიმტკიცებს, რომ არ ვარგა ის რუკა, რომლითაც ჩვენ უარს არ ვიტყოდით, რაზეც თვითონ მზად იყვნენ 3 500 ჰექტარის აზერბაიჯანისთვის გადაცემაზე, ეს თუ ვინმესთვის მისაღებია, მაშინ გამოხატონ თავიანთი თუნდაც პოლიტიკური პოზიცია, მაგრამ ის რომ ამ არსებული რუკებით, რომლებიც იყო როგორც ჩანს გადამალული, ჩვენ ჩვენი სახელმწიფო ინტერესების დაცვას უკეთ შევძლებთ, ეს არის ფაქტი. მე დაველოდები სასამართლოს გადაწყვეტილებას“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.






სოციალური ბარათის პინ კოდის მოქმედების ვადა 15 აპრილამდე გაგრძელდა

სოციალური ბარათის პინ კოდის მოქმედების ვადა 15 აპრილამდე გაგრძელდა
access_time2021-01-15 16:00:05
დღეიდან, ლიბერთის და საქართველოს მთავრობის ერთობლივი გადაწყვეტილებით, სოციალური ტიპის ბარათებს, რომელთა  ,,პინ კოდის” მოქმედების ვადა უკვე დასრულდა ან დასრულდება 31 მარტის ჩათვლით, პინ კოდის მოქმედების ვადა ავტომატურად  2021 წლის 15 აპრილამდე გაუგრძელდებათ.   „ჩვენ გავითვალისწინეთ როგორც ქვეყანაში მიმდინარე კოვიდსიტუაცია, ასევე ჩვენი მომხმარებლის საჭიროებები და ამ გადაწყვეტილებით, კიდევ ერთხელ გავამარტივეთ პროცედურა, შევამცირეთ მომხმარებლის სახლიდან გამოსვლისა და...

Forbes: ბაიდენმა ეკონომიკური დახმარების ახალი გეგმა წარადგინა

Forbes: ბაიდენმა ეკონომიკური დახმარების ახალი გეგმა წარადგინა
access_time2021-01-15 20:00:23
აშშ-ს ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა პანდემიისგან დაზარალებული ეკონომიკის დახმარებისთვის კონგრესს 1,9 ტრლნ. დოლარის გამოყოფის თხოვნით მიმართა.   „გეგმა ამბიციურია, თუმცა, მიღწევადი. ის ამერიკის ეკონომიკას გადაარჩენს და ქვეყანას ვირუსთან გამკლავების საშუალებას მისცემს“ - ნათქვამია ბაიდენის გარდამავალი ჯგუფის განცხადებაში.   ახალი პროექტი რამდენიმე ძირითად პუნქტს შეიცავს, მათ შორისაა ხარჯები კორონავირუსთან ბრძოლის გაძლიერებაზე (400 მლრდ....

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებისთვის შემოსავლების სამსახურში მიმდინარე რეფორმების შესახებ ონლაინ შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებისთვის შემოსავლების სამსახურში მიმდინარე რეფორმების შესახებ ონლაინ შეხვედრა გაიმართა
access_time2021-01-15 14:50:43
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) წევრი კომპანიების წარმომადგენლებს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ, მამუკა ბარათაშვილმა საგადასახადო კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებები გააცნო.     შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ორი ძირითადი საკითხი, კერძოდ  დაქირავებულ პირთა შესახებ ახალი ელექტრონული რეესტრი, რეესტრში ინფორმაციის ასახვის წესი და დღგ-ის კვალიფიციური გადამხდელის პროგრამა.  ასევე საუბარი შეეხო ზოგადად...

გვჭირდება პასუხი 1-ლი თებერვლიდან სასტუმროები იხსნება თუ არა, ჯავშნები მივიღოთ თუ არ მივიღოთ - ალავერდაშვილი

გვჭირდება პასუხი 1-ლი თებერვლიდან სასტუმროები იხსნება თუ არა, ჯავშნები მივიღოთ თუ არ მივიღოთ - ალავერდაშვილი
access_time2021-01-15 15:00:56
„ის თემა, რომ 1-ელი თებერვლიდან ცა გაიხსნება, ჩვეულებრივი ტყუილი მგონია და არ მჯერა - ტურიზმი ვერ გადავარჩინეთ და ახლა მთავარი თემაა აღვადგინოთ ტურიზმი, - ამის შესახებ „სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის“ დამფუძნებელმა შალვა ალავერდაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ტურიზმის სექტორს ქვეყანაში 2 კვირის განმავლობაში, მინიმუმ 10 მილიონ დოლარზე მეტის შემოტანა შეუძლია.     „ტურიზმის სექტორში ხდება აბსოლუტური გაუგებრობა. მივხვდით, რომ ჩვენი სექტორი საერთოდ აღარ...

ნორვეგიაში Pfizer-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის შემდეგ 23 პაციენტი გარდაიცვალა

ნორვეგიაში Pfizer-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის შემდეგ 23 პაციენტი გარდაიცვალა
access_time2021-01-15 19:00:17
ნორვეგიაში სულ მცირე 23 ადამიანი გარდაიცვალა, რომლებიც ადრე COVID 19-ის ვაქცინით აიცრნენ.  ამის შესახებ ნორვეგიის მედიკამენტების სააგენტოს პრესსამსახური იუწყება. „გვაქვს ინფორმაცია ვაქცინაციასთან დაკავშირებული გარდაცვალების 23 შემთხვევის შესახებ. ამჟამად, სპეციალისტების მხრიდან 13 მათგანის შესწავლა მიმდინარეობს,“ - ნათქვამია პრესსამსახურის განცხადებაში. სააგენტოს მთავარი ექიმი სიგურდ ხორტემუ იტყობინება, რომ უკვე მიღებულმა...


მსგავსი სიახლეები

up