სასარგებლო წიაღისეულის მოსაპოვებლად გარდაბანში აუქციონი გამოცხადდა

სასარგებლო წიაღისეულის მოსაპოვებლად გარდაბანში აუქციონი გამოცხადდა

access_time2019-07-29 10:40:27

გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ სააკაძის მიმდებარედ, „სააკაძის“ კონგლომერატის 20-წლიანი მოპოვების ლიცენზიის გასაცემად წიაღის ეროვნულმა სააგენტომ ელექტრონული აუქციონი გამოაცხადა.აუქციონის პირობების მიხედვით, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებითი სამუშაოები უნდა ჩატარდეს თანამედროვე სტანდარტებისა და მეთოდიკის შესაბამისად, მკაცრი გარემოსდაცვითი მოთხოვნების გათვალისწინებით.


კონგლომერატი დანალექი ქანია და წარმოადგენს შეცემენტებულ ქვარგვალებს, რომლის სიდიდე 1-10 სმ-ია. წიაღისეულს აქტიურად იყენებენ საშენ მასალებში.



„კომერსანტი“





აზერბაიჯანმა ახალი მოდელის ავტომობილების წარმოება დაიწყო

აზერბაიჯანმა ახალი მოდელის ავტომობილების წარმოება დაიწყო
access_time2020-08-05 19:20:58
ნახიჩივანის ავტონომიური რესპუბლიკის ავტომობილების ქარხანაში ახალი Naz Lifan L7-ის აწყობა დაიწყო. საინფორმაციო სააგენტო ABC.AZ-ის ინფორმაციით, Naz Lifan L7-ის მარკის ავტომობილები 7 მგზავრს დაიტევს და „მინივენის“ ტიპის ორი მოდიფიკაციით - 1,2 და 1,5 ლიტრიანი ძრავებით აღიჭურვება. ამ ეტაპზე მუშაობა 6 მოდელზეა დასრულებული. ქარხანაში აცხადებენ, რომ ავტომობილებს ცენტრალური საკეტისა და სარკის ავტომატური რეგულირების სისტემა ექნებათ. წყარო Abc.azმოამზადა...

„საპარტნიორო ფონდი“ ბორჯომი-ლიკანის სასტუმროს აუქციონზე 30 მლნ დოლარად ყიდის

„საპარტნიორო ფონდი“ ბორჯომი-ლიკანის სასტუმროს აუქციონზე 30 მლნ დოლარად ყიდის
access_time2020-08-05 16:10:03
„საპარტნიორო ფონდი“ სასტუმრო „ბორჯომი ლიკანის“ შემდგომი განვითარების მიზნით, საჯარო აუქციონს განმეორებით აცხადებს. „საპარტნიორო ფონდი“ პოტენციურ ინვესტორებს სთავაზობს სასტუმროს აქტივების 10-წლიან აღნაგობა/იჯარას, შესყიდვის უფლებასთან ერთად. სასტუმრო „ბორჯომი ლიკანის“ შესყიდვის მინიმალური საწყისი ფასი 30 052 326 აშშ დოლარია. აღსანიშნავია, რომ ეს წარმოადგენს მხოლოდ შესყიდვის შემთხვევაში გადასახდელ თანხას და არა - იჯარის ან აღნაგობის საფასურს. როგორც...

ანესთეზიოლოგ მაგდა ხოჭოლავას განცხადება

ანესთეზიოლოგ მაგდა ხოჭოლავას განცხადება
access_time2020-08-05 12:00:45
ანესთეზიოლოგ მაგდა ხოჭოლავას განცხადება: „მინდა განცხადებით გამოვეხმაურო გუშინ, 4 აგვისტოს საქართველოს პროკურატურის მიერ, ჩემ მიმართ, წარდგენილ უსაფუძვლო ბრალდებებს, უკანონო საექიმო საქმიანობასთან დაკავშირებით. პირველ რიგში, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ არ ვეთანხმები პროკურატურის მიერ წარდგენილ ბრალს და იმედი მაქვს, მალე სასამართლოს მიერ მიღებული იქნება ობიექტური და სამართლიანი გადაწყვეტილება. ასევე, მინდა...

აფხაზეთი ეპიდემიოლოგიური სიტუაციის სტაბილურობის შენარჩუნებას ცდილობს

აფხაზეთი ეპიდემიოლოგიური სიტუაციის სტაბილურობის შენარჩუნებას ცდილობს
access_time2020-08-05 18:30:25
ოკუპირებული აფხაზეთის ტურიზმის სამინისტრო რუსეთთან საზღვრის გახსნის შემდეგ ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს. ტურიზმის მინისტრის მოადგილის დათო ქაჯაიას თქმით, უწყების შესაძლებლობები შეზღუდულია. ბევრი რამ თავად მოქალაქეების თვითშეგნებაზე და მათი მხრიდან რეკომენდაციების შესრულებაზეა დამოკიდებული. საზღვრის გახსნას ათასობით ადამიანი მოუთმენლად ელოდა. ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის ასლან ბჟანიას...

პანდემიის მიუხედავად თბილისში Mcdonalds-ის რესტორნების ქსელი ფართოვდება

პანდემიის მიუხედავად თბილისში Mcdonalds-ის რესტორნების ქსელი ფართოვდება
access_time2020-08-05 14:00:40
თბილისში, კახეთის გზატკეცილზე Mcdonalds-ის ახალი რესტორანი გაიხსნა. პანდემიის მიუხედავად კომპანია რესტორნების ქსელების გაფართოებასა და განვითარებას არ წყვეტს და სულ მალე დიღმის ტრასაზე, კიდევ ერთ ფილიალს გახსნის. როგორც „კომერსანტს“ „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ დამფუძნებელმა თემურ ჭყონიამ განუცხადა, ახალი და განსხვავებული დიზაინის მქონე „მაკდონალდსის“ რესტორნების ანალოგი წელს ჯერ არსად...


მსგავსი სიახლეები

up