გაქრება თუ არა „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო პროგრამიდან „სამართლიანობის აღდგენა?“ – ბიზნესმენების რჩევები მმართველ ძალას

გაქრება თუ არა „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო პროგრამიდან „სამართლიანობის აღდგენა?“ – ბიზნესმენების რჩევები მმართველ ძალას

person access_time2016-06-29 09:11:15

2012 წელს კოალიცია „ქართული ოცნების" ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება ქონებაჩამორთმეული ბიზნესმენებისთვის ქონებების დაბრუნება და ამ კუთხით, სამართლიანობის აღდგენა იყო. მას შემდეგ 4 წელი გავიდა და ერთი საარჩევნო ციკლი დასრულდა. თუმცა, დაზარალებული ბიზნესმენები მთავრობის გადაწყვეტილებებს დღესაც კი უშედეგოდ ელოდებიან. რამდენიმე თვეში ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნებია. „კომერსანტი" დაინტერესდა რა განწყობები აქვთ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით როგორც ქონებაჩამორთმეულ, ისე ამ კუთხით ნეიტრალურ ბიზნესმენებს.

 


იმაზე, რომ აქამდე ხელისუფლების დაპირება ვერ შესრულდა, პასუხისმგებლობას დაზარალებული ბიზნესმენი თემურ ჭიჭინაძე ყოფილ გენერალურ პროკურორ არჩილ კბილაშვილს და მის მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილს აკისრებს. მისი თქმით, აღნიშნული პირების მიერ ამ საქმეების გამოძიება შეგნებულად იყო დაბლოკილი. მისი თქმით, როდესაც „ქართული ოცნება" ხელისუფლების სათავეში მოვიდა (2012 წლის ოქტომბერი), ერთი თვის შემდეგ საქმეების გამოძიება დაიწყო, ხოლო 3-4 თვის შემდეგ ყველა საქმე გაჩერდა. „ისე იყო საქმეები მიტანილი პირველ პირებამდე, თითქოს ამის გაკეთება შეუძლებელი იყო"-აცხადებს ჭიჭინაძე.

 

 

მისივე განმარტებით, სამართლიანობის აღდგენის დაპირება შესრულებული არ არის, თუმცა, ხელისუფლებას ამის პოტენციალი ჰქონდა. „მთავრობა გვეუბნება, რომ რთული იყო ამის შესრულება, თუმცა ვფიქრობ, რომ ამ კუთხით ნაბიჯები არ გადადგმულა. არავითარი ცდა და ნაბიჯი არ ყოფილა, იმ თანხის შეჯამებაც კი არ მომხდარა, რომელიც კომპენსაციის სახით იქნება გადასახდელი"-აცხადებს ჭიჭინაძე.


უკანონოდ ჩამორთმეული ქონებების დაბრუნების საკითხში წარუმატებლობას მმართველი ძალის სერიოზულ ნაკლად აფასებს დაზარალებული ბიზნესმენი დავით ბეგიაშვილიც. მისი თქმით, ამის გამო ძალიან ბევრი ადამიანია იმედგაცრუებული.

 

„დასაწყისში გვქონდა მოლოდინი და პრაქტიკულად, ეს 4 წელი ამ მოლოდინში გავატარეთ. არამარტო მე, არამედ მთელმა საზოგადოებამ. ბოლოს ამ კუთხით გარკვეული განცხადებები გაკეთდა, თუმცა, დარწმუნებული ვარ, ესეც წინასაარჩევნო პოპულისტობას ემსახურება და ამ კუთხით პრაქტიკულად არაფერი გაკეთდება. ამ გადმოსახედიდან გამოვიდა ისე, რომ 4 წლის წინანდელი განცხადებები იყო ფუჭი და ტყუილი. საზოგადოება შეცდომაში შეიყვანეს"-აცხადებს ბეგიაშვილი.


მისივე ინფორმაციით, რაც მის ბიზნესებთან მიმართებაში მოხდა, არის ის, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით დაყადაღებულ ქონებაზე ყადაღა მოიხსნა, სხვა დანარჩენი, როგორც ბეგიაშვილი ამბობს, არ გაკეთებულა. მისი მტკიცებით, იგივე მდგომარეობაა სხვა ქეისებში. 



„დარწმუნებული ვარ, მომავალ პროგრამაში ეს იქნება ლეიტმოტივი, რომ მეორედ არჩევის შემთხვევაში ამ პროცესს დაასრულებენ, თუმცა, ვფიქრობ, რომ არ არსებობს ამისი პოლიტიკური ნება, გამკეთებლები რომ ყოფილიყვნენ, ამას პირველივე დღეებიდანვე გააკეთებდნენ"-აცხადებს ბეგიაშვილი.

თემურ ჭყონია დაზარალებული ბიზნესმენების კატეგორიაში არ შედის, თუმცა ამ თემაზე „კომერსანტთან" საკუთარ აზრს აფიქსირებს და აცხადებს, რომ ხელისუფლების მხრიდან კატეგორიულად არ შეიძლება წართმეული ქონების დაბრუნების დაპირება იქნას მიცემული. მისი თქმით, ჯერ ერთი, ამომრჩეველმა უნდა ისწავლოს, რომ დაპირებებზე არჩევა არ უნდა გააკეთოს და უპირატესობა პროგრამას და იმ ადამიანების ბეგრაუნდზე გააკეთოს, ვინც ხელისუფლების გუნდშია.



„რამდენი მატყუარა გამოჩნდება და შეგპირდება, ყველას კი არ უნდა აყვე. შეიძლება პროგრამაც დაწეროს და შემსრულებელი არ ჰყავდეს, ამიტომ ლიდერები კი არ უნდა აირჩიონ, არამედ შემადგენლობა იმ ხალხის, რომელსაც განათლება აქვს და არა რევოლუციური პათოსი, რომ ქუჩაში იდგა და იბრძოლა"-აცხადებს ჭყონია.



მისივე თქმით, მომავალ არჩევნებში არ უნდა იყოს ზედმეტი დაპირებები, რომ არჩევის შემთხვევაში ჩამორთმეულ ქონებას დაუბრუნებენ. 


ჭყონიას განცხადებით, ყველამ თავის შეცდომაზე უნდა აგოს პასუხი და ერთხელ და სამუდამოდ ყოველთვის „ნულიდან“ და რთული სიტუაციებიდან არ უნდა იწყებდეს ქვეყანა.


„გველის მომავალი არჩევნები, წარსულზე სჯობს არ ვისაუბროთ და მომავალს დავუთმოთ დრო, ჭკუა და გონება. წარსულში ჩარჩენა და ყოფნა არ ვარგა. ჩვენ ამას ძალიან მივეჩვიეთ. ზედმეტი ეიფორია გვაქვს ხოლმე, როდესაც ვიღაცას ვირჩევთ. მას იმდენ ვალდებულებას ვაკისრებთ, რისი აწევის თავიც მას არ აქვს"-აცხადებს ჭყონია.


მისივე შეფასებით, ქონების წართმევა-დაბრუნების სქემა იყო ძალიან რთული. შედეგად, არის ხალხის კატეგორია, რომელსაც თავი დაზარალებული ჰგონია და ასევე არის კატეგორია, რომელიც ფიქრობს, რომ უსამართლოდ მოექცნენ და თავისი არგუმენტები გააჩნია. ჭყონია ამბობს, რომ სახელმწიფოს, თავისი ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, დაზარალებული ბიზნესების დაბრუნება ძალიან უჭირს. ბიზნესმენის აზრით, ის, რომ ამ თემას სახელმწიფო ვერ აგვარებს, იმის შედეგია, რომ მას სურვილი არ აქვს საკითხის სირთულიდან გამომდინარე. მისივე შეფასებით, როდესაც ხელისუფლება სამართლიანობის აღდგენის დაპირებას გასცემდა, ბოლომდე სწორად არ იყო ჩამოყალიბებული თუ როგორ უნდა მიეღწია ამ მიზნისთვის.

 

 

„სამართლიანობის აღდგენა ბიზნესთან მიმართებაში შესაძლებელია ცოტა გაზვიადებულიც იყო. დაპირებების გაცემამდე შესაძლოა თემა ღრმად შესწავლილი არ იყო და სიღრმეებში ჩასვლის შემდეგ მიხვდნენ, რომ რთული იყო ამის გაკეთება. თუნდაც, სამართლიანობის აღდგენა რუსთავი2-ის შემთხვევაში რომ ვთქვათ, მიმაჩნია, რომ მაშინ ამ ტელეკომპანიის ღირებულება სხვა ფასი იყო და ახლა სხვაა. ვერ ვგებულობ ასე ცალსახად გადაწყვეტილების მიღების სისწორეს. ამას წაართვი და ამას მიეცი. მითუმეტეს იმ პრობებში, როდესაც ამდენი წელი გავიდა, შეიცვალა მენეჯმენტი, გაძლიერდა, ბიზნესმა სხვა სახე მიიღო, სხვა ფასეულობა მიიღო"-აცხადებს ჭყონია.

 

როგორც აღვნიშნეთ, ამჟამინდელი მმართველი გუნდი ხელისუფლებაში სამართლიანობის აღდგენის დაპირებით მოვიდა. სამართლიანობის აღდგენისა და მოქალაქეებისთვის უსამართლოდ დაკარგული ქონების დაბრუნების მიზნით შარშან პროკურატურაში სპეციალური დეპარტამენტიც (სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი) შეიქმნა. მიმდინარე წლის თებერვალში „კომერსანტი" დაინტერესდა, დეპარტამენტის შექმნიდან დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში, როგორი იყო ამ სტრუქტურისა და, ზოგადად, ხელისუფლების რამდენიმეწლიანი მუშაობის შედეგი ამ მიმართულებით.


როგორც მაშინ აღმოჩნდა, დეპარტამენტის მიერ გამოძიებული საქმეების შედეგად, რამდენიმე ათეული ავტომობილი, რამდენიმე მიწის ნაკვეთი, ოქროს ნაკეთობები და ერთი ბიზნესი - ღვინის ქარხანა „აკურა" დაუბრუნდა მფლობელს.


ახალი დეპარტამენტის შექმნის შესახებ 2014 წლის ბოლოს ექსპრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. მან აღნიშნა, რომ პროკურატურა 2015 წლის თებერვლისთვის სამართლიანობის აღდგენის და წინა ხელისუფლების დროს დაზარალებული მოქალაქეებისთვის კომპენსაციის გაცემის გეგმას წარმოადგენდა.



ლიბერთის პროგრამა აპრილის პენსიების წინასწარ ჩარიცხვის მიმართულებით ყველა ასაკის პენსიონერზე გავრცელდება

ლიბერთის პროგრამა აპრილის პენსიების წინასწარ ჩარიცხვის მიმართულებით ყველა ასაკის პენსიონერზე გავრცელდება
access_time2020-03-28 10:00:07
ლიბერთი ბანკმა, რამდენიმე დღის წინ (21 მარტს), საკუთარი...

დონალდ ტრამპმა ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ეკონომიკის სტიმულირების კანონს ხელი მოაწერა

დონალდ ტრამპმა ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ეკონომიკის სტიმულირების კანონს ხელი მოაწერა
access_time2020-03-28 10:02:04
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ეკონომიკის...

3 თვეც რომ გაჩერდნენ საწარმოები, დეფიციტი არ შეგვექმნება - რა გავლენას მოახდენს ქართულ იმპორტზე რუსეთის ერთკვირიანი შესვენება

3 თვეც რომ გაჩერდნენ საწარმოები, დეფიციტი არ შეგვექმნება - რა გავლენას მოახდენს ქართულ იმპორტზე რუსეთის ერთკვირიანი შესვენება
access_time2020-03-28 11:30:52
დღეიდან, რუსეთში ერთთკვირიანი არასამუშაო პერიოდი დაიწყო. როგორც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განმარტა,  ჯანდაცვასთან დაკავშირებული სტრუქტურები მუშაობას ჩვეულებრივ აგრძელებენ, როგორებიცაა სამედიცინო დაწესებულებები, აფთიაქები, მაღაზიები, ასევე საბანკო სერვისცენტრები, ტრანსპორტი. შესაბამისად, შეჩერდება საწარმოებისა და ქარხნების მუშაობაც. რა გავლენას მოახდენს ქართულ იმპორტზე რუსეთის ერთკვირიანი შესვენება...

„კორონავირუსი ფსიქოლოგიური ზემოქმედების იარაღია და მასების გამოთაყვანებაზეა მიმართული“-ზურაბ გურული

„კორონავირუსი ფსიქოლოგიური ზემოქმედების იარაღია და მასების გამოთაყვანებაზეა მიმართული“-ზურაბ გურული
access_time2020-03-27 19:30:50
აშშ-ის მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიისა და ქირურგიის დეპარტამენტების დირექტორი, მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორი ზურაბ გურული სოციალურ ქსელ  facebook-ში სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „დასავლური მედიცინის ყოვლისშემძლეობის მითი დაანგრიაო კორონამ. სინამდვილეში ხდება ეს: დასავლური,...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-03-27 21:30:07
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.დაკეტილი საზღვრები, გაუფასურებული ლარი და მიმწოდებლების მხრიდან მოთხოვნილი ნაღდი ფული - როგორ მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული პროექტები საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება საქართველოში ამ...


მსგავსი სიახლეები

up